მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

არ ვიცი, საიდან სადამდეა ჩემი სილამაზე: შუბლიდან ნიკაპამდე, ლავიწიდან კვირისტავამდე თუ თხემიდან ტერფამდე. ის საიდანღაც იწყება და საითკენღაც სრულდება, მაგრამ საითკენ, გაუგებარია. სახიდან კანჭებისაკენ მიემართება თუ პირიქით, კანჭებიდან სახისაკენ? ბეჭების და დუნდულების მიდამოებში ხომ არ ტრიალებს? ან იქნებ გასწვრივ მოძრაობს, ჩემი ერთი თვალიდან მეორე თვალამდე, ერთი ძუძუსკერტიდან მეორე ძუძუსკერტამდე ან სულაც დიაგონალურია და გულიდან ღვიძლამდე მისერავს მუცელს? და თუ აპრეხილ ცხვირზე მაზის და იქიდან ფეხსაც არ იცვლის, მაშინ? ვითომ რატომ არ შეიძლება, ჩემი სილამაზე მხოლოდ ერთ რომელიღაც უძრავ წერტილში ბუდობდეს? მით უმეტეს, თუ არავინ იქნება, ვინც მის ამოძრავებას შეეცდებოდა. ერთ წერტილში შეკუნჭული სილამაზე _ ასეთი რამ სრულიადაც არაა გამორიცხული და თუ ადამიანი ჩაუკვირდება, არც საწყენი. მთავარია, ის არსებობდეს. მთავარია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი სილამაზე არსებობს. რომ ის საიდანღაც დაიწყო და ახლა რაღაც (თუნდაც პირობითი) ფართობი უკავია _ შუბლიდან ნიკაპამდე, კეფიდან კუდუსუნამდე ან გულისკოვზიდან გულისფიცრამდე.
თუ ეს ვიცით, დანარჩენი სულერთია.
თუ ეს ვიცით, კმაყოფილი ვართ და სამყაროს ვეპრანჭებით _ თუნდაც იმ ერთადერთი წერტილით ცხვირის წვერზე.
ასეთები ვართ ადამიანები. ასეთები ვართ მდედრები. ასეთი ვარ მე _ დიანა ვაჩნაძე და ძალიანაც ამ
...
Read More
|
როგორც ყოველთვის, არც ამ წერილს გამოგიგზავნი. არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის. ახლა მგზავრი ვარ და დუმილში ვჩურჩულებ მგზავრი: - მშვიდობით იყავ, აწ და მარადის. ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის არც დავიწყებად, არც უკვდავებად, შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი და ათასებიც მეცოტავება.
|
,,რაღა დავწერო? რაღა შევქმნა? რაღა გიამბო? რაღას შევეხო ჩემს სულში და ავახმიანო? დამრჩა სევდა და უსაშველოდ მუქი "ცოდვები" და ,რომ დავწერო წასაკითხად შემეცოდები... ეხლა ზამთარი ნაადრევად მინგრევს დარაბებს... გადავიტანო იქნებ ბოღმა დარდი, ხვალამდე.... მერე სინათლე და სარკეში ნაპოვნი ღიმი... წამალზე მეტად გამიყუჩებს ნაღველს და ტკივილს... შემომათენდა, უშენობა ფსკერისკენ მძირავს... შენ ეხლა მასთან თავმიდებულს ლამაზად გძინავს.. აი,რა არის მარტო მყოფი ქალის ეჭვები?! ხვალ პატიებას ამ ლექსისთვის შეგეხვეწები!!!! თუმცაღა ვიცი გადაწონის... ბრაზსაც ვინახავ... რადგან იცი,რომ უსაშველოდ მე შენ მიყვარხარ!!!!!!!"
|

შემიყვარდება უდროო ბინდი, თუ მზის ტოტები სევდას არ ისხამს, თუ მაგ ფანჯრების მყუდროებიდან თქვენ ვერ შემამჩნევთ, მოსულ ქარიშხალს...
ვტოვებ საკუთარ თავთან ხელკავით მარტოსულების ვალსს პოეზიად... მწუხრის ზარები ჩემთვის რეკავდნენ სულს სინანული რომ მოეძია...
მაგრამ ხომ ვიცი ამ ზარებიდან დამესევიან მხოლოდ ყვავები. შემხვდი ქუჩაში ნაზარეველო, შემხვდი, მოგყვები და მეყვარები...
|
სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც... საუკუნეებს წვდება ფიქრებით: „შეგხვდები?..." „გნახავ?..." „მიცნობ?..." „შემიგრძნობ?..." „სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?..."
სული სულ ეძებს, ერთ სულს დაეძებს და თუ პოულობს, მაშინ ბრწყინდება! სულს თუ გვერდით ჰყავს ძებნილი სული, მასთან არასდროს არ მოსწყინდება!...
|
ყველაფერი უაზრობაა რასაც განიცდი.. შენ თუ არ იცი სხვა მოვა და არც ის დაგიცდის.. როცა შეკითხვას დასვავ გეტყვის - "არ ვიცი"... იქნებ ეწყინა და გული ატკინე დღეს შენ რა იცი...
იქნებ გაიფანტა ფიქრები ,იქნებ დაიწყო თოვა თუ მართლა გულით უყვარდი ის შენთან ისევ მოვა , იქნებ ოცნებებს ართმევენ იქნებ გაქცევას ლამობს... და სადღაც გულის სიღრმეში.დღეს შენ სიყვარულს ნატრობს
იქნებ ინანა წარსული,შენ ნუ იქნები ავსული.. ნუ დაუკარგავ იმედებს.,ის ხომ თავის გულს იმეტებს.. ნუ გაუხსენებს წარსულს.. თუ დაბრუნება არ სურს.. ნუ შეახსენებ აწყმოს.. შენ თუ დაბრუნება არ გსურს
უბრალოდ მოუკეტე კარი, და აარიდე თავი.. ნუ მიიკარებ ახლოს. თუ მასთან ყოფნა არ გსურს.. ნუ შეადარებ აფსურდს... თუ მისი ნახვა არ გსურს.. გულს ნუგა ატკენ მეტად.. მან ხომ გაქცია ღმერთად..
ყველაფერი უაზრობაა რასაც განიცდი.. შენ თუ არ იცი სხვა მოვა და არც ის დაგიცდის.. როცა შეკითხვას დასვავ გეტყვის - "არ ვიცი"... იქნებ ეწყინა და გული ატკინე დღეს შენ რა იცი...
|
შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი თავნება ქალი რომ მიწოდე ქედმაღალი ვარ და ჭირვეული უთუოდ გაგაწვალებ იცოდე
მზის ტყუპის ცალია ჩემი გული მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ ვეღარსად გაექცევი ხვიარებს
ამაყნი არიან სურვილები ეშმაკის ცხენები გახედნეს ვინც მათთან ჯირითი გაბედა ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს
ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა ქარივით გიჟია და ონავარი სული ვერ იგუებს მორჩილებას ამორძალებთან წილნაყარი
და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე და თუნდაც თავნება მიწოდე ძალიან ამაყი და ურჩი ვარ უთუოდ გაგაწვალებ იცოდე..
|
..შენ მოდიოდი ისეთ თოვაში... ...თითქოს ზამთარი... გაყრიდა სიცილს... ...ფიფქებს ჭაღარა... გაევლო თმაში.. ...და... რა საოცრად... გშვენოდა იცი?!. სიცივისაგან შეფაკლულ ღაწვებს.. ...ვარდის ფურცელი ეფინა თითქოს.. ...შენ მოდიოდი თოვლიან გზაზე.. ..და ნაკვალევში... ტოვებდი... სითბოს.
|
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე... მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ. აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე. ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს. არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი.
|
მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია, სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია, ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია, მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!
როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო, ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო, ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.
მე ასე მეგონა წარსულს ვემალები, მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები, ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს, მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.
რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე, სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე, კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე, უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.
სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე, ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე, სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე, მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
 |
|