♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ისევ ამტკივდა ოცნებათა პანაშვიდები,
რძისფერი თვლიდან გაბუტული სიცხადე ჟონავს...
მე მოვალ შენთან...ნასეტყვარი და დავმშვიდდები!..
მოვალ,ვით სველი ფოთოლცვენა და შემოდგომა!!!

კრულვის ღამეა!..ვბორიალობ ათითხნილ ფიქრში,.
რამდენი დღეა მოვდიოდი და ვერ მოვედი.
სასოწარკვეთავ,გამატარე,ხელი გამიშვი!!!
და მომაცილე ამაზრზენი სიმარტოეთი...

ისევ გავქვავდი,როგორც ძეგლი უორგანიზმო,
ისევ ჩამესმის საკუთარი თავის ნგრევის ხმა.
ისევ უარი?-მაპატიეთ,როგორ გავიგო?..
გონი ამემღვრა,გადამეწვა და გამეთიშა!..

კრულვის ღამეა!..არის თქეში ყალბი დუმილის...
არის სიცივე შორიახლო და ნელი ოხვრა!..
უნაყოფოა,აფსურდია ყველა სურვილი,
ვით სიცოცხლეში ღიმისა და ცრემლის არყოფნა!!!

ავბორიალდი საკუთარი თავის გარშემო!..
ნასეტყვარი ვარ,არეული...და ვერ ვმშვიდდები!!!
დღეებო,იქნებ გასასვლელი კარი მაჩვენოთ!!!!
დღეებო,მტკივა ოცნებათა პანაშვიდები!..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1232 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაქრება ყველა ზღაპარი ერთად,
მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები.
შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა,
და უსათუოუდ მოგენატრები.
და მერე მოვა სხვა გაზაფხული,
და თეთრ ფერებში შენ მოირთვები,
იდგება მხოლოდ უხმო წარსული,
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები...
და შეიცვლება აქ ბევრი რამე,
შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც,
სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე
და მე უსაზღვროდ გესაუბრები.
შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ,
არ ემონები უმიზნო ლოდინს
და დაივიწყებ მალე,სულ მალე,
რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის.
და შენ იქნები კვლავ ბედნიერი,
და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები,
მე კი დამრჩება შენზე ფიქრები
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1208 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ...
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_
"მე შენ მიყვარხარ"...
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _
"მაგიჟებ მე შენ " . . .

გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ
ამას მიხვდები . . .
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _
"მე შენ მჭირდები ". . .
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ ,
თვალებში თხოვნა მიწერია _
ნუღარ დამტოვებ ! . . .
მე ახლა ნახატს სასოებით,
კრძალვით გიხატავ.
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
"მე შენ მიყვარხარ ". . .




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მახსოვს,
გნატრობდი და მაინც გაგიხსენე...
რა ვქნა უშენობამ სევდას მიმაჩვია...
ჩემგან ბორკილები აიხსენი?
და ეს, ყველაფერი არად მიგაჩნია?...

მათოვს,
სიცისფრე და წამი შესაფერი...
ვიცი, მელოდება მაინც აღსასრული...
თურმე, დამავიწყდა ყველაფერი...
გარდა, სევდისა და სიყვარულის...

მახსოვს
ეგ თვალები, ასე ნაღვლიანი...
ჩემი განშორებით ასე დატანჯული...
შენი გამოხედვა, დარდიანი...
შენი მოლოდინი, დაქანცული...

ვიცი,
მონატრებას იმედებით ავსებ...
მახსოვს, სიმარტოვე წვიმაში და ქარში...
მაშინ, ზეცა იყო ვარსკვლავებით სავსე...
და რა გაგიჟებით, მიყვარდი მაშინ...

ეხლაც,
მენატრები ისევ გაგიჟებით...
მაინც, ჩემთანა ხარ, სანამ გული ფეთქავს...
მოვალ... სასთუმალთან ისევ დაგიჯდები...
და მოგონებები ისევ ამოხეთქავს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნეტავ.........!!!
უსიყვარულოდ ერთი ლექსი დამაწერინა...
უსიყვარულოდ ერთი წამით გამაძლებინა...
ქარიშხლიანი მოგონება წამაშლევინა...
სხვის შეცდომებზე მეც ცხოვრება მასწავლებინა...
სევდანარევი მუსიკები არ მამღერინა...
ფურცელს განდობილი ყველა ფიქრი გამათელინა...
ხვალინდელი დღე სულ სხვაგვარად დამაწყებინა...
გაუთავებლად სხვაზე ფიქრი მომაშლევინა...
თითქმის ყოველღამ ჩუმი ცრემლი არ მაღვრევინა...
მთვარის ნათებას ბედნიერი შემახედინა...
სულის ტკივივლი აღარასდროს განმაცდევინა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მე კი - უფსკრულში მივექანები.

შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხვა შედარება?!
ხედავ, პატარავ, ერთმანეთს ვავსებთ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ჩაგეძინოს...
ჩვენ ხომ,
ჯერ ეხლა ვიწყებთ სიცოცხლეს..
არ ჩაგეძინოს...
შეხედე ამ ცას, ფეხქვეშ გვეგება.
ვარდისფერდება მთები, შორეულ აღმოსავლეთში.
და დღეს ახლოა,
ჩვენს ოცნებებთან შუბლით შეხება.
არ ჩაგეძინოს,
თორემ, ხომ ხედავ მიდის სიცოცხლე...
არ ჩაგეძინოს,
ჰა, სადაცაა უკვე თენდება.
არ ჩაგეძინოს,
თორემ ვერ იგრძნობ როგორ გაკოცებ
და შენ ეს კოცნაც,
აღარასოდეს გაგახსენდება.
არ ჩაგეძინოს,
სანამ ჩემს ნაკვთებს, შენი თითები იმახსოვრებენ.
არ ჩაგეძინოს,
სანამ ფრთები გვაქვს, აღარ ვამძიმებთ მიწას ფეხებით.
შეხედე სივრცე ცოფიანივით,
როგორ იხევს ტანზე სიბნელეს.
შიშველ სხეულზე, ცხელი ტუჩებით როცა ვეხებით.
არ ჩაგეძინოს,
ეშმაკის დედაც!!!
ფაუსტის ძახილს თუ ვერ გაიგებს.
არ ჩაგეძინოს,
შეხედე თვალებს, მასში შუქია. სხვისი თვალები, როცა ქვრებიან.
ეხლა იგრძნობა – სიცოცხლის ფასი,
აქ, შენთან ახლოს...
სანამ ჩემთან ხარ,
თითები - თითებს ეფერებიან.
არ ჩაგეძინოს...
არ ჩაგეძინოს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მონატრების ცრემლს მაწვიმდე
იმდენს...
წუხელ ისე გამეტებით წვიმდა,
მინდა ასე,
ყოველ ღამე წვიმდეს...

დამასველოს უსაშველო წვიმამ,
სხვას არაფერს,
არ მოვითხოვ იმდენს...
მე წვიმაში, მოფერება მინდა
და ეს წვიმა,
მოფერებით მღლიდეს...

რომ გრძნობები გვაწუხებდეს
წმინდა...
სიყვარული,
ჩვენთვის ისევ ღირდეს...
წვიმაა და შენი კოცნა მინდა,
მინდა წვიმა,
წვიმასავით წვიმდეს...

მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მინდა ისევ,
შენებურად წვიმდეს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1582 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,
შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულო შენით.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1203 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,
არც სხვისი სიყვარული მომიპარავს ჩემიც არასოდეს დამითმია,
ისე მომეპარა გრძნობა გულში ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,
გული ისე ძლიერ ამიძგერდა რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..
შენმა ლამაზმა გამოხედვამ გულში ნაკვალევი დამამჩნია,
ჩემი ცხოვრების თანამგზავრად გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,
შენახარ ის ყველაზე წმინდა რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 166 167 168 169 170 ... 254 255 »
შაბათი, 2025-07-12, 12:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025