მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მოგოგმანებენ მოგონებები, თუ გოგონები ტეხენ დიდმარხვას, სხვას ვერასოდეს ვერ დავნებდები, კვლავ ჭაბუკური ვნებით მიყვარხარ!
შიომღვიმესთან შენმა თვალებმა კვლავ გამახსენეს ძველი სამანი, ბექობი... ნიში წმინდა სამების, და სიფერმკრთალე იასამანის.
მოგოგმანებენ მოგონებები, თუ გოგონები დიდმარხვას ტეხენ, ჩამოწვიმულან ცრემლად ვნებები და უკოცნიან ენძელას ფეხებს...
|
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი, მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი, გულში ჩამიკარი, გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი... სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი, ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი... მოვა დრო, მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი, მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან, მერე ყველაფერი იქნება გვიანი... ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე, იქნება გვიანი... სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე, მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით, გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები, იქნება გვიანი...
|

ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს, ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია, ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია.
მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს! იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს! იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით..
ცივა, სხეული გამომეფიტა, მალე ყინულად გარდავიქმნები, ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები.
მეგონა უცებ გაიდარებდა, მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს, შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან, რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ.
მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან, და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე, ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად უამრავ მარხილს გამომაბამენ.
როცა გრიგალიც საქმეს მოილევს, და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას; თითებს დავკიდებ,როგორც ლოლოებს, ბოლო იმედის გადასარჩენად.
და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს, ისე მომაყრის, როგორც კამათლებს, მოვ
...
Read More
|

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა......... არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი მონატრების გარდა. თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ ზაფხულს............ ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან, ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო შენთან ერთად ვნების მორევში.............. როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა დარდი და მწუხარება........... მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა....... მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება............. ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე
...
Read More
|
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო. ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც შენს წინ დავემხო არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება. მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო შენთან ცრემლისღვრა?! როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?! ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი ჩემი ბრალია ქვეყნად შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ! დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ. ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი ო, როგორ მინდა რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?! მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.
|
იქ, სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება. სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს..
|
გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი, დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა. მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი, ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები, სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები. ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი, კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია, მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია. ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი, დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა, სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ. დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა, ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ, შენი არსებობა არის უღმერთობა, მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ.
|
თუკი ერთგულება არ არსებობს, ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს, შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი, და მას ერთგულება ერქვას.
თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას.
არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას.
თუკი მოკვდავია ყველაფერი, თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს, თუკი დასასრული სიკვდილია, სიკვდილს სილამაზე ერქვას.
თუკი საოცრება არ არსებობს, მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ, შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი და მას საოცრება ერქვას.
გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი. შენთვის ეს მინდოდა მეთქვა: დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება, "თეთრი ღამეები" ერქვას.
|
მაპატიე ცხოვრება რომ დაგინგრიე, სიყვარულის მორევში რომ ჩაგითრიე. მაპატიე ამდენ ხანს რომ გაწამებდი, ჩემს სიყვარულს ახლოს არვის ვაკარებდი, მაპატიე გაგიწბილე სიყვარული, ძილში მესმის შენი გული როგორ ტირის, მაპატიე გული ასე რომ გატკინე, და ამდენი ცრემლები რომ მოგადინე მაპატიე ურცხვად სხვაში რომ გაგცვალე, სიძულვილი სახეში რომ მოგაყარე. მაპატიე მე მოვკალი სიყვარული, ვიცი........ახლა გვიანია სინანული, მაპატიე თუ კი შეძლებ... მაპატიე, რადგან ჩემ თავს მე არასდროს ვაპატიებ.'
|
სიყვარულია,რომ აქცევს მოკვდავთ კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად, სიყვარულია ჩვენ რომ გვანიჭებს: სიბრძნეს ,სიხარულს და უკვდავებას სიყვარულია ჯვარცმა ,წამება... საღვთო კოცნაა,საღვთო ფიცია, შეყვარებულთა წმინდა სახელი ანგელოზებმა ცაშიც იციან. სიყვარულია, ჩვენ რომ გვაცოცხლებს, სიყვარულია,რაც ცოცხლად გვმარხავს, სიყვარულია თვითონ ღვთაება და მას მოცილედ თვით ღმერთიც არ ჰყავს, თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც კაციც და ღმერთიც სიყვარულს აყავს....
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|