მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მე ვარ გოლიათი და მე ვარ მკვდარი. ე. ი. მკვდარი გოლიათი ვარ. ჩემი ნარჩენი გდია მდინარეში, რომელსაც ჰქვია მტკვარი. უფრო სწორად: ვწევარ ძალზე უხერხულად, თავით ქვიშას ვეხები, ხოლო უცნაურად გაღუნული ტანი და ფეხები
|
ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ 100 ფინჯან ყავას მზე რომ ჩავა ვეჭვობ,მგონი კითხულობთ მარკესს დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს. არ ამხელთ,მაგრამ ალბათ გჯერათ მაღალი მოდის. განიცდით როცა ყვავილებით არავინ მოდის. თქვენ გეყვარებათ სიგარეტი
|
არ მიყვარს: ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის, სიზმრის რაინდებზე დანიშნული, უაზროდ შეყვარებული ქალები, რომანის გმირების ასლები, გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები, ალერსით დაღლილი წყვილები, უმისამართო ღიმილი,
|
ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი, ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა, შენ - ცისკენ აღერილი გედი, მე - ზღვაში ჩაძირული ანძა.
შენ - მოდრეიფე ზვირთი, მე - ნაპირს მიმსხვრეული ტალღა... შენ - მარად დაუმცხრალი ნიჭი, მე - მხოლოდ დადუმება, დაღლა.
|
კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ... იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ... არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თუმცა არა მაქვს სმენა... მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და თუმცა დავუთმე მტერს, თუმცა ცრემლები მგუდავდა, ლექსი ხო მაინც მწერს.
ირგვლივ იმდენი ყალბია და ჩემთან ერთად სვამს. ირგვლივ გვამები დარბიან სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ, გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. -ყოველთვის არის , გახსოვდეთ, ,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"
ნიკო გომელაური
|
გადამარჩინე... წამიყვანე შენთან, სადმე შორს... თორემ ამ ქუჩის მტვერი სულში მათოვს და მყინავს, ეს დამტვერილი ოცნებებიც კარგავენ ძალას, გადამარჩინე... თორემ მტვერი ყველაფერს მპარავს...
გადამარჩინე... წამიყვანე... უფსკრულთან ვდგავარ, მტვრიან ქარიშხალს ველოდები თვალის ცეცებით, გადამარჩინე,თორემ ქარის მოტაცებული, ამ მტვერში გზას ვერ გავიკვლევ და დავილეწები.
გადამარჩინე თუ გიყვარვარ, თუ გინდა ჩემთან, მიდი და სთხოვე უფალს, ქარის ჩადგომა ბრძანოს, თორემ ამ მტვერმა სულ წამართვა ხედვაც თვალიდან, და ჩვილი ბავშვივით ფეხის ადგმას ვიწყებ თავიდან...
გადამარჩინე... მე ამ მტვერმა მონად მაქცია, და როგორც მონას, მეც მტვრიანი კაბა მაცვია...
|
მე მინდა ვიყო მზე რომ ვხედავდე ყველას მე მინდა სიძულვილს სახელი ერქვას მაინტერესებს ღმერთი ის ხომ ჩვენ გვხედავს ჩვენს ცხოვრებაში ჩახედვას ბედავს თქვენც გიყვარდათ ან გეყვარებათ მეც შემიყვარდა მერე რა მოხდა? სიძულვილმა არ მომცა ნბა მაგრამ ის გრძნობა გუშინწინ მოკვდა. არის საჭირო იყო ვარსკვლავი რომ შეგიყვარდეს და არ ინანო ვინც შეგიყვარა თავი მოჰკვეთეს ვეღარ გიშველის უკვე დინამო როცა მოკვდები მაშინ გაიგებ რას ვლაპარაკობ რა მინდა გითხრა არ ვიცი მგონი ეს უკვე ითქვა მაგრამ გამგები უკვე ბევრს მიხვდა ნიჭი არ არის ლექსების წერა ლექსების წერა სიყვარულია თუ არ გიყვარდა არ გეყვარება მაშინ ცხოვრება ძლიერ რთულია...
|
მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი? ნეტავ იმქვეყნად გრძელდება კაცის თავგადასავალი? ბევრი მოსულა ამ სოფლად, აღზევებულა მრავალი, მოკლეა წუთისოფელი, წამით წამამდე სავალი. სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი, არ იშოვება წამალი, მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს ცაზე მზე ამომავალი. ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა ჩემთვის სამარის კარია, რაც უნდა ბევრი ვეცადო, დადგება ჩემი ჟამია, კაცს თავის ავლადიდება საიქიოში თან მიაქვს. მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი? ბევრი მინახავს მოსული, წასული _ უფრო მრავალი, ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით, საიქიოსკენ სავალი, ყველა იმ გზაზე მივდივართ, მათხოვარიც და მთავარიც, სუყველას ზურგზე ჰკიდია თავის თავგადასავალი, მარადიული ამქვეყნად მარტო უფალის გზა არის.
|
როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად, სევდიან თვალებს დახუჭავ წამით, მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით. მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს. იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის, თუ სიყვარულით ისიც მთვრალია მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის. გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... ნუ დაანახებ მთრთოლვარე ტუჩებს! ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული, ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს. კვლავ შეიფარე ვნებარე გულით, თუნდაც წარსულზე კვლავაც არ გკითხა
რადგან ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა: როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას, მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე!
|
მე ცისარტყელის პალიტრა მათრობს და შემოდგომის ფოთოლთ სიბერე, ზამთარო, ამდენი ტკივილის მერე გული მე რატომ გადამიღერე?
წვიმის სიმღერა გულში ვიმღერე ცას მივაწვდინე დღეს სულის ჰაგი, ზამთარო, ჩემთან რატომ მოხვედი, და დამითოვე ფიქრებად დარდი?
სხივი ამაყ ზღვას გულზე დააკვდა, ვერ უფასებდა თურმე სიყვარულს, ზამთარო , გჩუქნი რაც გამაჩნია ბავშვურ ოცნებებს, მზეს და სიხარულს..
მე ძლიერ მიყვარს ფლამენკოს ხილვა მზე რომ უცეკვებს ზღვის ღმერთს საღამოს , ზამთარო, დღესაც თუ მოხვალ ჩუმად მომხვიე ხელი მინდა გაგათბო..
ფიქრებს ვხატავდი ნაზ ზმანებაში იღებებოდა ფიქრი ფერებად, ზამთარო ნუთუ უყვარხარ ვინმეს , იქნებ ჩემსავით სხვაც გეფერება? . . .
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|