♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი
ვძმაკაცობ ბახუსის თასებს,
ო, ღმერთო,
ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით,
ამიტომ მიყვარხართ ასე...

ჩამქრალი
ვნებები ოცნების სადარი,
წარსულის ზმანებებს მასევს,
თვალებო, ვერ ვნახე მე
თქვენი ბადალი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...

მაგ თქვენი თვალების შეხედვა
მგზნებარე
მაგონებს მქროლვარე რაშებს,
რომ ვერ დაგეწევით ჭენებით
დაღლილი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...

თქვენს მზერას იდუმალ სანთლებად
ანთებულს,
გრძნობით და მდუმარით სავსეს,
თვალებს რომ ვერასდროს, ვერასდროს
ვუსწორებ,
ამიტომ მიყვარხართ ასე!..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 898 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



- კიდევ გიყვარვარ? -
მეკითხები უკვე მეორედ...
- მიყვარხარ, დიახ,
უფრო მეტად, ისევ, ძლიერად...
მაგრამ ამას გთხოვ,
რომ მაგ სიტყვას ნუ იმეორებ,
ცუდი სიტყვაა,
როგორც "დარდი", როგორც "იარა"...

- ო, მაპატიე,
ვერც დღეს, ვერც ხვალ
ვეღარ შევხვდებით...
სულ საქმეები, პრობლემები...
თავადაც გესმის...
- მესმის, ძვირფასო,
როგორ არა, მშვენივრად ვხვდები...
არც პირველია
ამ ჩემს გულზე სამსალა გესლის...

სულ ამას ვწერდი:
რომ ცხოვრება სცენაა, ფარსი...
ჰოდა,
ჩამთავრდა ალბათ ჩვენი სპექტაკლიც...
ფარდა...
მაგრამ ო, როგორ არ მინდოდა
ფინალი მსგავსი,
ო, ღმერთო ჩემო,
მე კი მაინც როგორ მიყვარდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 841 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჰო, ამ ღამით ჩემს ფანჯრებთან ჩურჩულებდა ცელქი მარტი,
სურნელება მოეტანა უნაზესი, თბილი ქალის,
წკაპა-წკუპით აცეკვებდა წვიმა თვის მუქ ლამაზ ლაქებს,
მე კი ჩუმად ამ მსხვილ წვეთებს ვიგროვებდი შიშველ ტანზე...

სულში სიმი თუ კრთებოდა, სიმი-მხოლოდ სიმარტოვის,
და გაზაფხულს მარტოობა მოეპარა სინანულით,
მერე ქუჩებს, ვიწრო ქუჩებს- შეერიათ მკრთალი სევდა
და ეს ჩემი სიამაყეც, მაპატიოს უნდა ყველამ...

აი, ახლა, ჩვენი მარტი უღიტინებს გულის ფიცარს,
გიჟი წვიმის და სირბილის მეტი ახლა არა მინდა,
შენ ხომ იცი?!.. მილიონი გაზაფხულიც არ მეყოფა,
და ამიტომ ჩაგჩურჩულებ ყურში ჩუმად ჩემს ოცნებას..

ჰო, ამ ღამით გულში უცებ შეიპარა გაზაფხული,
სინანულით, სიხარულით, სევდითა და სიყვარულით,
მერე ყველა ქალის გულში სითბო დრომაც ქარგა ნელა,
ჩვენ მარტში ხომ იისფრად თოვს და ჩვენი თვე ეტრფის ყველას...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 898 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მესაუბრები ჩურჩულით,
სულგანაბული გისმენ,
მსურს, რომ მარადის გისმინო,
განა მიყვარხარ? - ისე...

გნახავ და ჩემს უნებურად
ბავშვივით ვცელქობ მყისვე,
თავდავიწყებით ვტიტინებ,
განა მიყვარხარ? - ისე...

გვერდით ჩაგივლი, შეგხედავ,
და გზას განვაგრძობ ისევ,
მსურს, მზერა შემოგაპარო,
განა მიყვარხარ? - ისე...

მთების გული გაქვს კარგო,
გოლიათობა მთისვე,
მსურს, ჩავიხედო შენს გულში,
განა მიყვარხარ? - ისე...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მე კი - უფსკრულში მივექანები.

შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხვა შედარება?!
ხედავ, პატარავ, ერთმანეთს ვავსებთ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 970 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი,
თვალებზე წამწამები, წამწამზე ნაღველია,
ზამთარიც უსასრულოდ, სიცივით, ვატყობ ივლის,
ჩიტები ჟივჟივებენ - საკვები დაგველია.

გარეთ კი სასაცილოდ ბავშვები მოფენილან,
თვალებით გადმოვარდნენ დედები აივნიდან,
დღეს რაღაც უცნაურად თბილია სოფელი და...
კუთხეში მოცივანა მერცხალი გაირინდა.

მდინარემ შესართავთან გაყინა გაბიონი,
ხალხი თუ ბრბოდ ითქმება რა არის ლიტანია?...
მე ლექსებს წავიკითხავ, სოფელო გამიგონე,
მე ლექსებს წაგიკითხავ, ეს მთები გითარგმნიან.

ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემს წელიწადში ხუთი დროა:
გაზაფხული,
ზაფხული,
შემოდგომა,
ზამთარი,
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე.

გამოვიგონე...
რათა, შენი ნაზამთრალი სხეული
ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა,
დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი
და მეთქვა:
გაზაფხულია!

გამოვიგონე...
რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება
და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს
გცოდნოდა,
რომ ზაფხული დადგა.

გამოვიგონე...
რომ შენს სისხლძარღვებში
ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და
გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით
თავს დაგდგომოდი,
როგორც შემოდგომა.

გამოვიგონე...
რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს
წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები
საბნად დამეფარებინა შენთვის,
უკვე თეთრი...
ზამთარია...

გამოვიგონე...
რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული...


ჩემს წელიწადში ხუთი დროა:
გაზაფხული,
ზაფხული,
შემოდგომა,
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1305 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როგორ მიყვარდი....
უსიტყვოდ მტოვებ,
...უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.

რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები.... "ო რა კარგი ხარ..."
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?...

...კარავი... კოცნა... ალერსი.... სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი.... იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები........
კიდევ გპირდები.......

......რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1386 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მატარებლები ყოველ დილით
და ყოველ ღამე
სადღაც მიდიან,
საით მიდიან, ეგ სულერთია _
გზები დიდია.
მთავარია, რომ სადღაც მიდიან,
სადღაც მიდიან...
იმ მატარებელს მიჰყავს მგზავრები,
უკან ბრუნდება,
ზოგის იმედი ბაქანზე რჩება,
ზოგის _ სრულდება.
ზოგი მგზავრი კი არასოდეს არ დაბრუნდება,
არ დაბრუნდება,
არ დაბრუნდება...
მატარებლები ყოველ დილით
და ყოველ ღამე
ცივი კივილით სადღაც მიდიან,
საით მიდიან, ეგ სულერთია,
გზები დიდია,
მთავარია, რომ სადღაც მიდიან...
მეც მინდა გავყვე ერთ-ერთ მათგანს,
წავიდე სადმე,
საით წავიდე, ეგ სულერთია,
რახან შენ დაგთმე...
მთავარია, რომ წავიდე სადმე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 161 162 163 164 165 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-07-17, 0:34 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025