♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,
ისე უბრალოდ, როგორც სულში ქრიან ქარები,
ისე უეცრად, არა, იქნებ ბევრად მარტივად,
ვიდრე სიმშვიდემ მომიხურა ზურგთან კარები.

უფრო ლამაზად, რომ წაუხდეს ფერი ალიონს,
თვალებში უხმოდ გადმომისხას ლურჯი თენება,
ისე საოცრად, ემოციამ სულმთლად დამლიოს
და მერე თუნდაც ჩაინავლოს ქვეყნად მშვენება.

შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,
თუნდ მარტოობა შემომეჭდოს გულზე ქსელებად,
შენ შეგიძლია, მე კი შევძლებ მელან-აირად,
დავრჩე პოეტის სულ უბრალო, მარტივ ლექსებად..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1342 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემში ფიქრებმა დაიდეს ბინა,
ოცნებას მისცეს საეჭვო წყარო,
ახლა რატომღაც გაფრენა მინდა,
მეუბნებიან უფრთებო ხარო.

სხვისი ნათქვამი რაში მარგია,
განა ვერა ვგრძნობ ფრთები ამომდის,
ხოდა მე როცა გაფრენას ვცდილობ,
ცდა ხან გამომდის, ხან არ გამომდის.

ოჰ!.. როგორ მინდა გაუკვდავება,
ამის მიზეზად სიცოცხლეს ვსახავ
(აუხდენელი ფიქრების გამო
ამ ჩემ სურვილსაც ფურცლებში ვმარხავ).

ვებრძვი ოცნებას რეალურ ფიქრით,
ვებრძვი კი არა ლამის შემძულდა,
რას ვეოცნებო, მითხარით ერთი,
ცხოვრებას?! (ჩემი თავის შემშურდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი ხელები შენ ხელებში მოაქციე,
ასე,სიჩუმით გათენდება.
მერე დაღამებას დაველოდები,
ჩემ თითებს,შენი ხელის გულები,
სასთუმლად სანამ გაეგება.

...ერთხელაც ჩუმად გაგეპარები.
მოვრჩები სიყვარულს
და მევე ავიგლეჯ
იმას, რაც შემოვიწებე.

...აღარასოდეს ჩაეტევა გულში
შენზე ოცნება,
რადგან მოვკვდები,
სხვისთვის დასაბადებლად!!!
ხომ,დაგაჯერებ სიყვარულს
და გავქრები,რომ ხალხს მოვუყვეთ.
(ალბათ ჩვენი ამბავი)


შევწყვეტ სუნთქვას-
-ლექსების წერას,
ახლოსაც არავის მოვუშვებ.
ჩვენი ხელებით შექმნილ სიყვარულს
კარტში მოვუგებ და
მოვთხოვ დაპირებულს-დავიწყებას...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცრემლებით ივსება თეთრი ფურცლები,
თითები თავისით წერენ ასოებს.
მთვარიან ღამეს ჩუმად მოველი,
მაგ შენ შავ თვალებს რომ მომაგონებს.

ცრემლებით ვწერ და თითქოს გეხები,
ოცნებით ვძერწავ ლამაზ სტრიქონებს.
იმედით ვცოცხლობ, ოცნებით ვტკბები.
ჩუმად, სულ ჩუმად. მე შენ გიგონებ.

დიდი ხანია რაც ერთად არ ვართ,
და შენს დაკარგვას ვერ შევეგუე.
მხოლოდ ცრემლებს თუ ძალუძთ სიცოცხლე,
და ამ ცრემლებში, მე შენ გიგონებ..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სარკეს შეეყინა ცივი სიფერმკრთალე,
ბაგე გახსნოდა და ღიმილს აწვალებდა.
შენი დარდები რომ ვეღარ დაითვალა,
თავი ჩაღუნა და მზერა აგარიდა.

გახსოვს?- ერთხელ უკვე გულსაც უმკურნალე....
მერე წამლებს სვამდი ტონუსს გინელებდა,
მთელი სიძულვილი მიგყვა იმ ურნამდე,
სადაც ემოციის დაცლა ინებე და....

ზამთარს დაუტოვე მთელი იანვარი,
ნამქერს აბუქებდა როცა ქარით მეტად....
ბავშვი დაიჩემე ცოტა ონავარი,
ერთი ჩახუტება რომ ვერ გაიმეტა.

სუნთქვა მაინც გიჭირს გულსაც ქოშინი აქვს
და რომ ვერ დატოვე მერე უხეშობდა.
შენ კი სიყვარული ისე მოგშივნია,
როცა გამთენიამ ცისკრით დილა შობა

სარკეს შეეყინა ცივი სიფერმკრთალე,
ღაწვებს შესდგომოდა წვრილი ბწკარები და
ღამე ნატეხმა რომ სევდა აითალე....
სული გიყურებდა შენი თვალებიდან.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



და ესე ხდება ცხოვრებაში დღეს ომობს ყველა..
დაუნდობელია ყველა წამი ვერ ივლი ნელა
თავს ვერ გაიმართლებ სიმართლეს ვერ მალავ...
ყოველთვის დიდ გრძნობას სიყვარულს მიმალავ..

ასე უაზროდ შესინებული დავიწყებ წერას..
ჩემი სიცოცხლეც ცხოვრებაა და აზრთა ღელვა...
ნეტა შემეძლოს რომ შევცვალო დღეს ბედისწერა..
დრო ზანტად გადის.. შენც მიაბიჯებ დღეს ნელა-ნელა...

ნეტა შემეძლოს გავაჩერო დრო ერტი წამით...
ნეტა სჰევხედო ოცნების საკანს... სიმართლის თვალით
ნეტა შემეძლოს აზრების გაცვლა წმაებიტ მაინც..
ამ ფიქრებით ვარ და მივაბიჯებ - არ ვიცი საიით !!!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი, დიდი ხანია მელოდები...
ისიც ვიცი, ჩემსავით ოცნებობ თბილ ოჯახზე, ერთგულ მეუღლეზე, ლამაზ შვილებზე...
თუკი მინატრებ, მე აუცილებლად მოვალ შენთან...
მოვალ და თრთოლვით შევეხები შენს ნაზ, თოვლივით თეთრ თითებს,
ჩაგხედავ უძირო ზღვისფერ თვალებში,
მერე კი ჩურჩულით გეტყვი:
"ჩემთვის ყველაფერი შენ ხარ, მე შენით ვხედავ მზეს და ცას, ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს".......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 978 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო
და გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენტან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო,
გულში ნაღველი არ გაიჩერო
არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ
ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1004 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.

შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.

შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის...

და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი,
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს...

მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
ლექსი რითმებით გამდიდრებული,
მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს,
წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,
იმ წარსულის ყველაფერი,
მოვიგონოთ იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი.

მოვიგონოთ, რომ ნაღველის
არც მისხალი გულში ჩანდეს,
ბორჯომიდან გზა ხვეული
მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს.

ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში
ჩვენი კვალის ნაფეხურსა?-
წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით
ვაზის ფურცელ გახვეულსა.

გრიალებდნენ ჩანჩქერები
აზელილი მარჯნის სხივით.
ხმა მყივარი ჯიბრაილი
აყრუებდა ჩანჩქრის შხივილს.

შორს აწყურის ციხე ჩანდა,
წააბნელა ორბის ფრთამა,
ალუბალის ფანტელებში
ვიგონებდით: ნინას, თამარს.

უცბათ ფეხით მომავალი,
როგორც ქართლის ჯიოკონდა,
გამობრძანდა ეთერ-ქალი,
საქართველო თან მოჰქონდა.

ავადმყოფი აბესალომ
ჩვენ მოგვყავდა ნამტკივარი;
მხოლოდ მოხუც მებადურსა
იმედად-ღა ჰქონდა მტკვარი.

გამარჯვებას მოელოდა
ახლა მხოლოდ ნაუცბადევს,
ღამე-ბინდზე ცახცახითა
წყალს ესროდა გაშლილ ბადეს.

ყველა სროლა ფუჭი იყო,
შერცხვენილი დაგვემალა
და ფარულად მისტიროდა
ოსტატობის გამქრალ ძალას.

ჩვენ კი... ლექსით ცასა ვხედვით,
ვერ გვიძლებდა ვერაფერი,
დაგვდებოდა-იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი,

მართლა გვქონდა ჩვენ ის ძალა,
ცოცხალია ან აქამდის?
რატომ იმ დღის ოქროს დილას
ოქროს ქვებად არ გავქვავდით?!

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 164 165 166 167 168 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-07-09, 9:16 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025