მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ცისფერ ღამეში დაიმსხვრევა პირამიდები, სფინქსის თვალები ატირდება ჩვილი ბავშვივით, როცა დაღლილი, უდაბნოში, თეთრი სამოსით, პირამიდებთან ნაღვლიანი ქრისტე ჩაივლის.
და ბეთჰოვენის სიმფონია შეშლის უდაბნოს, ქარის მუსიკა ბებერ ქვიშას ტალღებად გაშლის... შენ პოეტი ხარ, და ოცნებას ქრისტეს უამბობ, რადგან ამ ქვეყნად ქრისტეც იყო ოდესღაც ბავშვი.
თუკი კაცი ხარ, სიხარული ვეღარ მოგიცდის. მკვლელის ხელებმა ყვავილების ბაღი გააგეს. ამ ქვეყანაზე კაცობისთვის ის ხალხი იცლის, რომელთაც უკვე ცხოვრებაში ძლიერ წააგეს!
ცისფერ ღამეში დაიმსხვრევა პირამიდები, სფინქსის თვალები ატირდება ჩვილი ბავშვივით, როცა დაღლილი, უდაბნოში თეთრი სამოსით, პირამიდებთან სევდიანი ქრისტე ჩაივლის...
|
თუ გახსოვს, ხშირად გალოდინებდი, გეკარგებოდა მოსვლის იმედი; მე კი შორიდან გითვალთვალებდი, ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი.
მე მახარებდა შენი ჩივილი, შენი ბუზღუნი და საყვედური. ჩრდილში, ხეებთან იდექ ჩრდილივით, მართლაც ჩრდილივით ჩემი ერთგული.
...
Read More
|
![](http://s54.radikal.ru/i143/1003/8d/3f4429305f7e.jpg)
ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული, მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა, სისხლი დალია და დამშვიდდა. დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა ფრთEბი წამგლიჯა და გაფრინდა. ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული ნატვრა აუსრულეს ბატონებს, დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტოვეს. ლოცვა და გალობა არ გვაცალეს ჭკუას არც ვინ სთხოვა აშარებს, ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს კიარ დაგვამარცხეს,დაგვშალეს! ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს, ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით სული ამოგვხადეს და დაგვცინეს. შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი ავად გაგვითენეს შავი დღე, თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით "წესრიგი დაამყარეს" დაგანგვიდგნენ. ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის რომელი მსაჯული და რა ციხე, ტანკებით გადაგვიხნეს მინდორველი ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს. მორჩილებისკენ მოგვიწოდეს ჭკვაც დაგვარიგეს თავიდან, მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს ცეცხლი დალიეს და.......ჰაიდა! მიდის მიმავალი, მოდის მომავალი ქუჩები ყოველწუთს იცვლიან სახელებს, ღმერთო სამართალი რომ არა არის სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ. ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა მუხლი მოიკვეთა მთაწმინდა
...
Read More
|
ისევ გაწვიმდა გამთენიისას, ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები, საუცხოოა აქ სურნელება მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი. არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს, იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა და ხვდები მალე - გაიმაისებს! აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის, როცა სარკმლიდან შენ მეგებები ლოიალური იერი გმოსავს თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით. და ვხვდები უკვე არის გვიანი ეს სიყვარულიც ოცნება გახდა ვიღაც პოეტი სარკმელთან გიცდი და მაინც, მაინც იწევა ფარდა... რომელიც გმმალავს, არ გაჩენს, მზერას უნიღბავს ზურმუხტის თვალებს ქალს - მე, რომელსაც მუზა ვუწოდე და ჩემს ლექსებში გავაქალღმერთე! ვიცი... ძნელია ეს სიყვარული, გრძნობა, რომელიც არ ჰგავს გაზაფხულს ხარ საოცარი უფლის ქმნილება და ჩემი ლანდიც ალბათ აღარ გსურს... რომ დაინახო იმნაირი, რომ ვერვინ გეტრფოდა დედამიწაზე წვეთებს ითვლიან შენი ნაკვთები და ჩვენც ვეყრებით ამ წვიმის ხარჯზე... ჰო... ვერ შეხედავ უღვინოდ დამთვრალს და ვერ გაუგებ რითმებს ჩემებურს კალამმა ცრემლი შენთვის დაღვარა უნდოდა ეთქვა (სიყვარული მსურს) ქალის, რომელიც უცდის ბეღურებს და გარიჟრაჟზე აპურებს ხშირად უმზერს განთიადს - სიამით ტკბება და ინუგეშებს ამით ხასიათს... კიდეც ხალისობს იმ პოეზიით, რომელიც მხოლოდ მისთვის შექმნილა უშედეგოა პოეტის ლოცვაც, „თავზევით ძალა ჯერ არ შობილა" გაწვიმებისას სარკმელთან ხშირად ისევ გაივლის ვიღაც პოეტი,
...
Read More
|
ისევ გაწვიმდა გამთენიისას, ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები, საუცხოოა აქ სურნელება მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი. არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს, იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა და ხვდები მალე - გაიმაისებს! აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის, როცა სარკმლიდან შენ მეგებები
...
Read More
|
![](http://s48.radikal.ru/i119/1003/b5/c6977a344771.jpg) უცნაურად დავიგალე უცნაურად მოვწყდი ტოტს უცნაურად ვიფატფატე მოვხვდი შორს ძალზე შორს. უცნაური რამე ვნახე უცნაური ქვეყანა ყველა სახლის სახურავზე სულ ფოთლები ეყარა. უცნაურად სუნთქავდნენ და უცნაურად მღეროდნენე
...
Read More
|
![](http://i050.radikal.ru/1003/50/80750bfdde64.jpg)
ესოდენ ტკბილი მოგონებანი იმედს მოჰგვრიდა იდუმალ მგოსანს, მისტიურობის ნავთსაყუდელში, ის კითხულობდა ვეფხის ტყაოსანს.
ოდეს შეიქმნა საღამოს ჟამი, მწუხრის საათმა სამჯერ ჩამოჰკრა, იქ შორიახლოს გზაჯვარედინზე, ყმაწვილმა სასხლეტს თითი გამოჰკრა.
კაცმა დაკეცა წიგნი სვიანი, და პენსნე ცხვირის წვერზე დაიდო, ტანი შეჰკაზმა მან ტანსაცმელით, და თოფის ლულა მხარზე გაიდო,
ის გზას გაუდგა რათა გაეგო, გზაჯვარედინზე ქუხილი ბედის, და დასჯის ერთობ სურვილმა იპყრო, დაუნდობელი სიკვდილის გედის.
კაცი რომელიც გულს გაგიქვავებს, ვინც არც კი იცის ბედის ლხინება, კაცი ზმანების გამოძახილის, ბედუკუღმართი გამოვლინება.
ამჯერად მიჰქრის ურიცხვი სწრაფით, მიჰქრის მგოსანი ფიქრით გამდგარი, და შეკაზმულსა მის ბედაურის, ფეხების ფლოქვებს გააქვს დგანდგარი.
განჭვრეტს შეძრული ბედის ავდარში, ტვინში შეუძვრა შავი მაქცია, ნუთუ დაუდგა ჟამი ვაების, და ეწყო გულის მას დიფრაქცია.
ამდროს მიადგა ის გზაჯვარედინს, სადაც აღსრულდა ყმაწვილის ბედი, სადაც გავარდა შავი ნაგანი, სადაც წამოჯდა სიკვდილის გედი,
მიუახლოვდა დაღუპულ ყმაწვილს, და გადაავლო გარემოს თვალი, ისე დაუწყო გარემოს მზერა, თითქოს ემართა ყველაფერს ვალი,
მან გადაჰხადა ყმაწვილს სუდარა, და საოცრებამ იწყო დინება, იქ დაბრედილი ციკანი იწვ
...
Read More
|
![](http://s60.radikal.ru/i169/1003/93/c81275a430c5.jpg)
ელვამ განაპო მქუხარე ზეცა, ცაში აიჭრა მრისხანე ალი, იდუმალების ორომტრიალში მოემართება ორფეხა ქალი.
ორფეხა განა ქათამიაო, ფიქრს გაივლებდით ტვინიკოს თავში, მაგრამ ქალს მართლაც ორი ფეხი აქვს, გინდ დარში იყოს და გინდაც ავში.
სახეს უმალავს პირბადე შავი, და თითებს ტყავის ხელთათმანები, ერთი შეხედვით იუდას ქალს ჰგავს, მაგრამ მას არ აქვს ცივი დანები.
მას აქვს მრისხანე, ცივი იერი, გამოხედვა კი ყინულის ლოდი, მისი ვირუსი ფილტვს გაგიხვრეტავს, გინდ კავ-9 გქონდეს და გინდაც ნოდი.
ვირუსი ეს რაღაც ტროიანი და ვიზუალ ბასიკის სკრიპტი კი არა, ვირუსი მისი მრისხანებაა, რომელმაც წლობით დიდხანს იარა.
ქალი შეჩერდა დიდ პადიეზდთან, მზერა შეავლო შესასვლელს ჩუმი, იგი მზად იყო ყველაფრისათვის, თუნდ შეეჭამა ხინკალი უმი.
ხინკალი ისე რითმის გულისთვის, მაგრამ წამსვლელი იყო ყოველზე, მზერა კი მეტად მრისხანე ქონდა, მას კოღოსა და სისხლის მწოველზე.
და ამ დროს ფეხი შედგა კიბეზე, და გაიხადა ხელთათმანები, განზრახვა ნაღდად მას ცუდი ჰქონდა, დიდხანს ნაფიქრი, მონაზმანები.
თვალი შეავლო სოჩიკის ნუსხას, ორმოცი იყო იქ და მგონი მეტი, უცბად ერთ ბლოკზე მზერა მიაბყრო, ბლოკის ნომერი იყო ცამეტი.
სოჩიკი ბრუნვით ციფრებსა სწერდა, რაც იმას ნიშნავს რომ სახლში იყო, სახეზე მზაკვრულმა
...
Read More
|
გეხვეწები... ნუ მაშინებ დაშორებით.... თითქოს, სადღაც დარჩენია გული წარსულს... მე ხომ, დარდი დავანგრიე, მაჟორებით... იცი, რაც მსურს...
გეხვეწები... ნუ მაგიჟებ გაგიჟებით... მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო... მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები...<
...
Read More
|
უცნაურად დავიგალე უცნაურად მოვწყდი ტოტს უცნაურად ვიფატფატე მოვხვდი შორს ძალზე შორს. უცნაური რამე ვნახე უცნაური ქვეყანა ყველა სახლის სახურავზე სულ ფოთლები ეყარა. უცნაურად სუნთქავდნენ და უცნაურად მღეროდნენე უცნაური მოთმინებით ზანთრის მოსვლას ელოდნენე. უცნაურად დავიღალე უცნაურად დავეშვი შენი სახლის სახურავზე შემოდგომის ღამეში...
....................................................
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ ექნება სურნელი ყვავილის დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს , ჟრუანტლად სხეულში დაგივლის და რაღა თქმა უნდა ექნება ტკივილი, ცრემლები, სიმწარე ცრემლების გარეშე სიყვარულს ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე? ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად, ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს , გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი, მზის სხივი ნაჟური გაგათბობს მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ თვითონვე გაოცდე,
...
Read More
|
|
|
![](/.s/t/979/7.gif) |
შესვლის ფორმა |
|
![](/.s/t/979/9.gif) |
![](/.s/t/979/7.gif) |
სექციის კატეგორიები |
|
![](/.s/t/979/9.gif) |
![](/.s/t/979/7.gif) |
ძებნა |
|
![](/.s/t/979/9.gif) |
![](/.s/t/979/7.gif) |
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
![](/.s/t/979/9.gif) |
![](/.s/t/979/7.gif) |
ჩვენი გამოკითხვა |
|
![](/.s/t/979/9.gif) |
![](/.s/t/979/7.gif) |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
![](/.s/t/979/9.gif) |
![](/.s/t/979/7.gif) |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
![](/.s/t/979/9.gif) |
|