მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი, დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა. მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი, ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები, სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები. ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი, კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია, მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი, დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა, სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ. დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა, ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ, შენი არსებობა არის უღმერთობა, მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ.
|
დროდადრო ყველაფერს ეცვლება ფერები, ჰო, წლებიც სხეულზე იცვლიან სეზონებს, მერე კი გგონია უდროოდ ბერდები, სარკეში ედრები შენს კარის მეზობელს. დროდადრო ფიქრობ რომ ამინდზე მშვიდი ხარ, ქარიშხალს დაჰყვები და უფრო ლმობიერს, გინდება უსიტყვოდ უმზერდე ხიდიდან წამის წინ ხმაურით გაფრენილ თოლიებს. დროდადრო ხასიათს თან დასდევს განწყობა, სულს მეტი სიგიჟე, გონება – სინთეზი და როცა ორდები, "გაფრენა” წყაროა, დაცლილი სხეულით ხელახლა ინთები... დროდადრო ისეთი ხშირია წვიმებიც, ან ისე მშრალია ნაცემი ქუჩები, რომ ენაც უშრებათ და მეტი სიბერწით ლოკავენ სხვის ფეხებს, რატომღაც ჩუმდები... დროდადრო დღე-ღამეც იცვლიან საღამურს, ხანდახან მზეს ჩასთვლემს მთვარესთან ბუდეში და ემოცების დელგმასთან განაბულ შენს მესთან, ლექსების წერასაც უნდები. დროდადრო სულ ისე, მარტივად ვრთულდები, ფერი მაქვს ხან უფრო ცასავით მოავდრო, ხან ასე შლეგი და ხან ისე სულელი, გიყვარდე მინდა და თუგინდა დროდადრო...
|
ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს, მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას.. მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში, როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს, თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას.. მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს.. მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს..
|
მე არ ვარ ის, ვინც უნდა გახდეს, მომდევნო ტრაგედია, შენი სულის კედელზე და ნატკენ ოცნებებს, დასამთავრებლად ვტოვებ შენს სხეულზე-როგორც საფერფლეზე, ჩამწვარ სიგარეტად... ვერ დამატიე სულში სილამაზედ და ქუჩის ბოლოს სასურველ სილუეტად, აღარც მე ჩავსაფრდი... და იცი?დამთავრდი...
სულაც არ ყოფილა საჭირო მარტოობა, რომ შემიყვარო და გაინაწილო ჩემს ფილტვებში დარჩენილი სუფთა ჰაერი, როგორც მე შევძელი, ისე არ მჭირდები და როგორც შეძელი, შენც ისე წახვედი,
ვუკიდებ თამბაქოს და ჩემს გარშემო, ღიმილისფერი, ნაცნობი კვამლია... შენში ვარ, მხოლოდ სასურველი სილუეტი სხვისი სხეულის, ისე კი ქალი ვარ..
|
. .შენ მოდიოდი ისეთ თოვაში...
...თითქოს ზამთარი... გაყრიდა სიცილს...
...ფიფქებს ჭაღარა... გაევლო თმაში..
...და... რა საოცრად... გშვენოდა იცი?!.
სიცივისაგან შეფაკლულ ღაწვებს..
...ვარდის ფურცელი ეფინა თითქოს..
...შენ მოდიოდი თოვლიან გზაზე..
..და ნაკვალევში... ტოვებდი... სითბოს.
|
არაფერს ვნატრობ, ოღონდ მოთოვოს, მანდაც მოთოვოს და გაგახსენდე. თოვლმა ჩემს წილად ფიქრი მოგთხოვოს და გაგახსენდე სულ არაფერზე...
არაფერს ვნატრობ,ახლა მოგაკლდე, დღეს აგტკივდე და დღეს მოგენატრო, ყველა ოცნება, რაც შენ მოგანდე, ჩემეულ ფიფქად შემოგემატოს.
მანდაც მოთოვოს, როგორც თბილისში, როგორც ჩემსობას, ანდა ჩემამდე, დღეს გაგახსენდე სწორედ ძილის წინ, მერე გესიზმრო და გაგიხარდე...
|
რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს, არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით, არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით, არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს, არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს, არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს, არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს, არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან, არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან, არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...
|
 მე პაემანს დაგინიშნავ... არ ვიცი როდის... აშრიალებულ ვერხვის ხესთან დაგიწყებ ლოდინს, მაშინ მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის და ალბათ გზაში, ალბათ გზაში საშინლად მოწვიმს. დავიგვიანებ, მოწიწებით მოგიხდი ბოდიშს, არ მაპატიებ, ვიცი გული გექნება ლოდის, მთვარეულივით მახსენდება სიტყვები დედის ოცნებაშიც კი არა აქვსო ლამაზ ქალს ბედი...
|
რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და... მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას, პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა, (რამდენი ხანია, აღარ მიტირია). და მშვიდად გიყვები უძილო სიზმრებზე, უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა, (ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი) ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა. მაოცებ, მაოცებ თვალების ღიმილით, (ირგვლივ თოლიების აურზაურია) ეს ტალღაც ტალღაში რა უცბად ირევა, რა უცებ, რა უცებ, სულსწრაფად, სრულიად. მაცდურად მიყურებ ასე ოცნებიანს, ბავშვივით გულჩვილს და ქალურად ვნებიანს, ვგრძნობ, რომ ეს სიგიჟის ასი პროცენტია, ცის ყველა ვარსკვლავი უთუოდ ჩვენია. რა იდუმალი ხარ!_ მარტივად ამბობ და... ქარვისფერ ქალაქში ზღვა და ინტიმია, ნავი ნამთვრალევი კაცივით აბორგდა, მე კი გაგამუზე (რა გასაკვირია!)
|
გესმის? - გაწვიმდა. ხედავ? - გაწვიმდა. მე მიყვარს წვიმა, წვიმა და ფიქრი. წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს. წვიმა მოვიდა, წვიმამ მომისწრო, წვიმას წავყვები, წვიმის წილი ვარ, წვიმით ავივსე, წვიმად ვიქცევი, წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე? წვიმა კი მოდის, ხმამაღლა მოდის და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები, ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები, ხის სურვილები და იმედები. და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე, ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი, ადამიანთა თავშესაფარი, თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ. ამასობაში გადიღო კიდეც და შემოდგომის მზე ამოვიდა, და შემოდგომის მზე გალიებში კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად. შეინარჩუნე თუ შეგიძლია, ნაწილი მაინც შეინარჩუნე. რადგან უმზეოდ გაგიჭირდება, გაგიჭირდება... გაგიჭირდება... მზე ამოვიდა, მზემ გამაბრუა, მზეს შევეფარე, მზის იმედი მაქვს, მზით გავთამამდი, მზედ მინდა ვიქცე, მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან! მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს მისი გაყოფა და დარიგება, რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ, როცა სხეული მზითაა სავსე.
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|