მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მე უფრო მეტსაც დაგელოდებით, მაგრამ ვიცოდე მაინც სადამდე... ო, მომიტევეთ ცოტაოდენი ჩემი წუხილი ხომ არ გადაგდეთ! უფერულია ჩემი დღეები, და ღამეები გაუსაძლისი... მაინც სადააქვს ასე ვეება წუხილს ან ბოლო ან დასაწყისი. ეს მარტოობაც...თუმცა ისედაც რა გამოულევს ძე კაცს სადარდელს... ო, თქვენმა მოსვლამ ძალზე მიშველა, მაგრამ დარდები, მგონი გადაგდეთ... ლოდინი ჩემი უნაპიროა... მთელი სიცოცხლე?- მზად ვარ ბატონო, მაგრამ მანამდე ხომ საჭიროა, მოგესათუთოთ და გეპატრონოთ....
|
ჩემთვის ეს სიყვარულია!.. შენთვის კი...აბა,რა ვიცი?.. გახედე,გაზაფხულია... მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი... ჩემთვის ეს სიყვარულია!.. მარტი,აპრილი,მაისი... გულს შენსკენ მოუხარია... სხვა ყველაფერი დაიცდის... ჩემთვის ეს სიყვარულია!... შენთვის კი...აბა,რა ვიცი?... გინდა?..შენს გულში დამტოვე... თუ არა...მაშინ გამიშვი...
|
ვმკურნალობ დეპრესიას. ვყიდულობ ჟოლოსფერ ლაქს და დღეგამოშვებით ვისვამ ფრჩხილებზე. მერე მბეზრდება, მბეზრდება სარკე, ერთფეროვანი გამომეტყველებით და ვიჭრი თმას, მოკლედ თან ბანალურად. კითხვაზე რატომ? ვმკურნალობ დეპრესიას. ვიცვამ მაღალქუსლიანს , მუხლამდე , ან კიდევ უფრო მოკლე კაბას. გასვლისას ყოველთვის ვუღიმი საკუთარ თავს. ეს ისე, ჩვევაა უბრალოდ და მეტი არაფერი. გზაში დაჭმუჭნულ ფურცელზე ვწერ ერთიორ ფრაზას, შველისო, ვმკურნალობ დეპრესიას, ასე ან ამგვარად. რამდენიმე დღეში ისევ გავრბივარ ეგრეთ წოდებულ სუპერ-მარკეტში და ვეძებ ახალ, ჟოლოსფერ ლაქს, უფრო მუქ ტონში. კითხვაზე: დეპრესია გაქვს? ვპასუხობ: არა, შეყვარებული ვარ ალბათ და...
|

-თოვსო, იყვირე, სიხარულით თითქოს ირევი... და ცისკენ გაწვდილ ხელისგულზე გრჩება წინწკლები...
მე თუ დამისვამ, ფიფქის ნაცვლად, არ დაგიდნები.
ვინ და...
-ვინ ვარო შენთვის ? ვინ კი არა...რა და, მერვე დღე, ამაზე მეტი რაღა გითხრა, რაღას შეგპირდე!?
რომ აფუსფუსდი...
რომ აფუსფუსდი, რა მოგართვაო, ჩაი ლიმნით და თხილის ბისკვიტი?...
არც ერთიც არ მსურს, მირჩევნია შენი ღიმილი.
|

საღამო კვდება! მათხოვრის ბავშვი დაღლილი ხელით ნაწყალობევს უწოდებს დედას! საღამო კვდება! პატარა ბიჭი შეყვარებულს აცილებს სახლში და გული სწყდება. საღამო კვდება! მზემ დალია ყოვლადწმინდის-ვერ ვესწრები მწუხრის ლოცვას... საღამო კვდება! მე და ჩემი თეთრი შვილები ბუხართან ვთბებით,გაგვებუტა ზღაპრების წიგნი... (აღარ სჯერათ ბავშვებს ზღაპრების და კიდევ იმის, შეიძლება დრო გავიდეს,არ ჰყავდეთ დედა) საღამო კვდება! მიკვირს, ღამით იბადება უმრავლესობა,ისინი მხოლოდ ტირიან მაშინ,როცა შიათ! საღამო კვდება! მოშრიალებს მეზობლის ქვრივი და ჩემს ქმარს მისი თანდასწრებით აღარ ვუღიმი...
საღამო მოკვდა!!! მზემ დალია ყოვლადწმინდის და მწუხრის ლოცვას ვერ დავესწარი.
დრო მოვიდა
|
 სპექტაკლის დასასრულს გრძნობ-ხოლმე გუმანით, ასეა ახლაც და აზრი აქვს არაფერს, (სიცივე ჩამოწვა პარტერში). თუ მაინც იპოვნი იმედებს, ბუშტივით გააფრენ.
დღე არის ისეთი, ნაკლებად ფიქრიან ტვინსაც კი წაიღებს არყოფნის მორევში, ლექსია სულსშიდა ვნებების სტიქია, რომლის გამოწვევას ვერაფრით მოეშვი.
ტუჩის კუთხეებთან წვება ირონია, და მერე ეგება საკუთარ ანკესზე, სიჩუმე საკმაოდ ჩვეული როლია, მაშინაც კი, როცა ცრემლს ცრემლზე აკვესებ.
(ტაში. ბის!) გელევა სიმშვიდის მარაგი, გარბიხარ გამზირზე, აღარ ჰგავს რუსთაველს, ან ვერ ცნობ. და ისევ, და ისევ ალაგებ არეულს, ვინ იცის, რამდენჯერ. თუმცა ვერც
ამჩნევენ არც ისე პატარა ხარვეზებს, (თვალებში სხივები მოგაკლდა, მზე გინდა) დაღლილი სასთუმალს სიზმრად რომ დაეძებ, შენივე აჩრდილი გიყურებს სცენიდან.
|
შენ მოხვედი და მერე უცებ სუნთქვა გაჩერდა მზისფერ ფოთლებში.მაღლა ფთილა ღრუბლები წყებად მირონინობდა ნება-ნება და ფერდობებზე თეთრი ლაქები ძველ ტკივილებს ვერ გავიწყებდა. და შენ იდექი, ისე ახლოს, ისე ეული ჩემი ნაწილი. დაკარგული თითქოს სიზმრებში, თითქოს წარსულში, თითქოს წლებში და მე ბრმასავით, სულშემხუთავი გადაღლისგან ვერგარკვეული, ვეღარ ვიგნებდი ლაბირინთებს. ხმის ჩაქცევამდე გაკერპებული ამორძალი, მიწის კიდესთან გელოდი, როგორც ცივი ლოდი_გახევებული და დროისაგან გაფანტული მალაქიტები გაშლილ მხრებსუკან, შუშასავით მყიფე ხმაურით ეცემოდა და იმსხვრეოდა დათვლილ წამებად და შენ გინდოდა გადარჩენა ხაზით შვეული, მე კი მინდოდა ჰორიზონტთან მსხვერპლად წაღება შენი სიკვდილის, სისხლს რომ გწოვდა მხარზე შეპარვით და ყოველ ღამე გულმოდგინედ ტკივილს ბეჭებთან ჭედდა უროთი... მე დახშული ყელთან ყვირილით, შენს შეწყალებას ვლოცულობდი რკინის ბეჭედზე. გამოგისყიდე. და წავედი ჰორიზონტს გაღმა ხაზით შვეული... თუ წყვეტილით... ეგ სულერთია! სადაც დაგტოვე_იმის იქეთ მაინც აღარ ვარ, შენ სადაც დამრჩი_იმის აქეთ უკვე ღმერთია.
|

ძარღვზე გამიჩერდა მზერა სისხლისფერი, თითქოს გაფატრული ხორცის ხვრელებია, სივდილს რომც არ შევხვდე მაინც მომძებნის და ცოდვილს საცეცები შემომეხვევიან.
გზებზე ნაჯირითებს დამაქვს ეს ფეხები, მგონი ასავლელი- დასავლელით ვცვალე, დროზე მოსამართი, ქვიშის საათები, უკუღმა დავდე და წაღმა ჩამოვცალე.
წლებს, რომც შევეპუო, მაინც გადამთელავს, კანზე კოჟრებივით ტკივილს დამაბერებს, თმებზე ჩამომიშლის წარსულს, კაბის ქობად, თეთრად დალამბავს და ვერცხლით შეაფერებს.
ჩემში სამოსახლო უკვე ავიშენე, მყუდრო ოთახიდან ვდევნი გარინდებას, თითებს ისე ვუჭერ, ფრჩხილებს ცრემლი მოსდით, ასე ცოცხლად მინდა თავის დამიწება.
|
მერე რა, რომ რამდენიმე წლის წინ ცხოვრებაში სულ სხვა ქალი შეგხვდა, არ უყვარდა ლექსები და წვიმა, ხოლო ღამე, როცა შენთან იწვა, თეთრ გვირილებს არ ხედავდა ძილში...
მაგრამ დილით შენ ყოველთვის გქონდა, ცხელი ჩაის ოჯახური სითბო, იზრდებოდა ნაჩუქარი ბალბა, არაფერი გაწუხებდა თითქოს, ის კი იჯდა მორჩილი და მშვიდი...
მერე რა, რომ გამახსენდი ახლა, მერე რა, რომ მომერია სევდა, მე სიზმარში ყოველღამე ვტირი და გათელილ თეთრ გვირილებს ვხედავ, შენ კი გძინავს ჯერაც ისევ ლამაზს...
ჩემს ეზოში დაჭკნა ყველა ვარდი, ჩაიფერფლა ოცნება და ვნება, თეთრ გვირილებს არა ხედავს ძილში, მაგრამ ღამე მაინც შენთან წვება უცხო, მაგრამ შეჩვეული ქალი...
აღარ ღელავს ზამბახები სულში და ოცნებით გადაქანცულ ფიქრში სხივი გაკრთა მთვარის... "ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის"...
|
აქ ყველაფერი, რასაც შენი შეეხო ხელი- ქცეულა რწმენად. ყველა მათგანში საშობაო ანთია ცვილი, ყველა სანთელში ჩემი სული იწვის თანაბრად და იბადება ციურ ალთა სიმხურვალეში გულთამხილავი სიტყვა: - მიყვარხარ! მიყვარხარ როცა გონი- ტყვეა, სუნთქვა უმწეო, და კრთის თვალებში ჭირვეული მთვარის ნათელი, როცა ახლოა ფოთოლცვენა და მარტოობა- აუტანელი, როგორც შიში და ჟრუანტელი. მიყვარხარ, როცა წინ ზვავია, უკან- მეწყერი და ფიქრი შავი არტახებით არის შეკრული, როცა ეშვება ცეცხლის წვიმა ციდან მიწაზე და ფეხშიშველი უკანასკნელ აღმართს მივყვები...
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|