მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ჩემი მოლაპარაკე დარდი უტყვი გახადე შენ, ან ვით ვაუწყო სხვას, ან ვით გაიგონ სხვებმა, რაც ჩემთვის ისმის მხოლოდ... თითქოს მინახავს სიყვარული, თითქოს ხელითაც შევხებივარ, მაგრამ შენ ვინ ხარ და რა ხარ?! იქნებ შენა ხარ, იქნებ შენა ხარ სიტყვა, რომელსაც შენს სახელთან მე ვერ ვახსენებ, სხვა ყოველივე იყო და არა... იყო და არა, იყო და არა... ასე იწყება ყველა ზღაპარი, ასე მთავრდება ყველა სიმართლე... სიყვარული კი არც იწყება და არც მთავრდება, იგი გვიწყებს და გვამთავრებს კიდეც...
|
ჩემი თითების უმწეო ცეცხლი და მაქმანივით ძველი სურვილი არ ვიცი ახლა რომელს ახელებს... შოპენს თუ მოცარტს, ჰანგები მღვრიე და არეული თვითმკვლელობამდე მისულ ქალივით ცახცახებს როცა. ვინატრე შენთან და დაგიზავდი... მსუბუქ ფლირტებით არ მსურს დაგღალო, არც დაგავიწყო, არც გაგახსენო თავიც და დროცა... მოვა ვიღაცა უფრო ქალური, ან ფერიული ან სატანური და ჩემს მაგივრად, გთხოვ, აპატიე, დაუკრავს მოცარტს... შენ კი დაემხე საკუთარ ჩრდილზე და წყევლასავით წარმოთქვი ლოცვა...
|
შენ მიდიოდი და ქვაფენილს სველ ნაფეხურებად უტოვებდი წარსულს. მოხრილი მხრებით... დახრილი მზერით... თვალებში ჩაღვრილი ტკივილით და დაღეჭილი სიგარეტით... ჯიბეში კი თითები ნერვიულად სრესდა მალბოლოს კოლოფს. შენ მიდიოდი და ქვაფენილს სველ ნაფეხურებად უტოვებდი ჩვენს შეხვედრას, როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით და უთქმელს ვტოვებდით მთავარს. არ ვიცი, რატომ მაგრამ ეს ორივემ კარგად ვიცოდით და მაინც... შენ სიგარეტის კვამლს აყოლებდი ფიქრს, მე - ყავის სიტკბოს. და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე, როცა ჩვენი ირიბი და სადღაც ერთ წერტილში გადაკვეთილი მზერა გაშიშვლდებოდა და ჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითები აღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს. მერე კი.... მერე ქვაფენილს წყვილად დააჩნდებოდა ერთადმავალი ჩვენი სველი ნაფეხურები .
|
ანჯამებდაყრილ ამ ცხოვრებას პეტლებად მოვარგებ ღიმილებს (იყოს უხერხულიც) ღმერთამდე მისულს გზა ხელახლა მეყრება, აკეცილ ჭაღარის დამსხვრეულ ხვეულით. მდედრს,თან დედამიწას გულზე ცა უელავს, მოღლეტილ მდელოებს უხდება ღიღილო , მთებს აზღუდებიანს იები უფეთქავს ვუყურებ შორიდან , როგორ არ ვიღიმო. რიჟრაჟს მიყრდნობილი ვჭორაობ დილასთან მზე, როგორ ანაყრებს გაზაფხულს სხივებით, რომ თმას ჰამაკივით , ნიავიც მიშლის და ვნებას სუნთქვამშიერს ცის თავქვეშ ვიფენდი. გიფიქრებ სურვილად,გაზაფხულს შევაბნევ, (ნატვრის ხე სურვილებს მიკარგავს ქარებში) მე უკვე სიცოცხლის მესამედს გავედე, მადლობას ვეტყოდი ღმერთს...უკან გავეშვი. თითებზე დამყნობილ ლექსებს კი ფესვებად, ფრაზები გამოაქვს, რომ გული განახოს და სანამ მიყვარხარ, სხვა რა გზა გექნება, ამ გულს მოუფრთხილდე...ეშმაკმა დალახვროს, ანჯამებდაყრილ ამ ცხოვრებას დღეებზე დავაწყე ცოდვები(ღმერთი ცად იწერდა)) ჰაერს შექუჩებულს ლოცვებით ვცხრილავ და რა ხშირად მჭირდება ამ სულის ქიმწმენდა
|
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს, შენ კი არა და არ გაგეცინოს. ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ, დათვრე და დარდი ამოიმღერო. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,
და ენძელებიც იქცნენ იებად გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ ეს ყველაპერი ხომ შეიძლება. ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე და გულმა მაინც წყევლა ისურვოს,
ხომ შეიძლება სძულდე ვიგაცას შენ კი ვერა და ვერ შეიძულო. ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე, მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო,
ასე ხომ ხდება?- უყვარდე ვინმეს, შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო.
|
...უცებ დამთავრდა... ...უცებ წავიდა... ღიმილი სევდის ნიღბად ვიფარე; და გამოვედი ისევ ღამიდან, თითქოს სიზმრიდან გამოვიპარე- ვნება, ჩამდგარი სხეულში ჟრჟოლად, გადავაბრალე ქარს და სიცივეს,- -დავბრუნდებიო... კვლავ მომეფერე, დამაიმედე და გამიცინე. მე დიდხანს ჩუმად ეჭვით გიყურე, გულდაწყვეტილმა გითხარ- მშვიდობით... და როცა ჩქარი ნაბიჯით გამცდი, მივხვდი, არასდროს არ მოხვიდოდი...
|

თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება, ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება, გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა, ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.
მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ, მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ, ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი, შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.
ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს, ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს, მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა, თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა "ის შენთან მოვა"
დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით, და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით, აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ" ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???
შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები. აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი, რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.
ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო, ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო. ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა, ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.
გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა, სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა. დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და რ გადიოდა..."<
...
Read More
|
დღეს ოთხი წლის გახდი და (ბედნიერი ხარ) ო, როგორ გიყვარს თებერვალი, დღეს შენი დაბადების დღეა და მზეც კი შენსკენაა მომავალი...
დაქალდი, გაიზარდე უკვე... თმებიც დალალებად დაიყარე, გარემოც აციმციმდა მოლოცვებით დაბადების დღე მოგილოცა ყველა მხარემ.
უკვე ოთხი წლის ხარ კალენდარით, მაგრამ ბავშვობა არ გემჩნევა წლებსაც არ გიმატებს წელიწადი ო, რა უცნაური თვეა...
დღეს ოცდარვაა, ხვალ პირველი შენ კი ოთხი წლის გახდი, გასაკვირია ხალხმა რომ გაიგოს ოთხი წლის ბავშვს, (რომ) ვეტრფი...
მაგრამ რას ვიზამთ, არ გეტყობა, მე თვრამეტის ვარ, „შენც ეგრე" ჰოდა, მთავარია გვიყვარს ერთმანეთი კალენდარს?! კალენდარს ეშველება რამე!
|
 მარტოობაში და მოლოდინში გაფრინდა შენი ცხოვრება დედა და ახლა,თუმცა დამაგვიანდა, დიდ სინანულზე ფიქრს მაინც ვბედავ! ახლა ჩემს თვალებს ასველებს ცრემლი, ცრემლი,რომელიც შენ გულს გატკენდა, მე მენატრება შენი ალერსი, სითბო,რომელიც გულით დაგქონდა! ჩაგეკვრებოდი მაგრად თბილ მკერდში, ავტირდებოდი,როგორც პატარა, მოგიყვებოდი თუ ბედთან ბრძოლამ და სიმარტოვემ,როგორ დამღალა! მოგიყვებოდი დიდ სიყვარულზე და პატიებას გთხოვდი გულწრფელად, ჩემს მონატრებას,ტკივილს და სევდას, დასანანია,შენ რომ ვერ ხედავ!!!
|
თითქოს დაეშვა ძველი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები, ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები.
თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი ღამით იმავე მეგობარს ელი, არაფერია, არაფერია, მოვა სხვა, უფრო დაუძლეველი.
წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება ყოველი დღე და შებინდბუნდება, თითქოს ბერდები? არაფერია, ათასი წლისაც არ დაბერდები.
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|