მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება იფიქრე კარგი და დაინახე რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას შენი ცხოვრებაც ისე იქნება, გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის და ყველაფერი კარგად იქნება!
ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვაატყობ იქყება მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი: ყველაფერი კარგად იქნება!
რომც დაგარწმუნონშენ იღუპები შენი სიცოცხლის წუთი ითვლება რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ ყვალაფერი კარგად იქნება!
თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება: ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება!
როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს,ტქვი: ყველაფერი კარგად იქნება!
დიდი ნიჭია ტავშეკავება ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება. ნუ უფიქრდები უაზრო კითხებს ღმერთის წყალობით სუყველაფერი კარგად იქნება! სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი
...
Read More
|
ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი, წვიმის სევდიანი იდილია, რაც მიყვარს ყველაფერი აქეთ არის, წყალგაღმა მხოლოდ სიკვდილია.
მე რას გთხოვ?_ ბევრი არაფერი, სიტყვა სიყვარულით მომიწანი, ვიდრე აქეთა ვარ მომეფერე, ნავში ჩაჯდომამდე მომისწარი!
თორემ თუ ჩაჯდომა მოვასწარი, ვეღარ მოვერიე ქარიშხალებს, მერე,როგორც გინდა დამიტირე, ფარჩა აბრეშუმი გამიშალე!
აღარ გამთელდება ნაღარევი, გული აქამდეც რომ მიკერია, წყალგაღმა არაფერი აღარ არის, წყალგაღმა მარტო სიკვდილია...
|
როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს, თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით, ხელს ნუ ჩაიქნევ, იმედი გქონდეს იცოდე, მუდამ შენთან არს ღმერთი!
თუკი ცხოვრებამ მახე დაგიგო შენ ხარ პირველი და ერთადერთი?! ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს, ყველგან, ყოველთვის არს შენთან ღმერთი!
მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე და არ იცრუო სიტყვა არცერთი. მე კი გულწრფელად მინდა გისურვო მთელი სიცოცხლე გფარავდეს ღმერთი !
|
გაზაფხულია, რამე ინატრე, განა ყოველთვის გაგაწბილებენ, განა ყოველთვის ცას და სინათლეს თვალახვეული ანაწილებენ... ხედავ? იებმა გადაგირბინეს, შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები... აწი საითაც უნდა გაფრინდე, შენ არავისში არ შემეშლები.
|
ძალიან მიჭირს, დავრჩი უშენოდ... ვევედრე წვიმას, ვევედრე სეტყვას... გავყურებ წარსულს, თავს რომ ვუშველო... წარსულს... რომელიც, უშენოდ ფეთქავს...
ვოცნებობ იქნებ, რომ შენთვის მოვკვდე... ვოცნებობ ამას, ყველაზე მეტად... მე მოგონება ფეხდაფეხ მომსდევს... მე კი... გავრბივარ, საშველად ღმერთთან...
მკლავს უშენობა... და ამწყოს ვუმხელ... წარსულს, მომავლის სანაპიროდან... რად არ მესიზმრე... ვერ ვხვდები, წუხელ... ან ღამე, ასე რატომ ტიროდა...
ძალიან მიჭირს... და დავრჩი კენტად... დამაპეტრონა მე სიმარტოვე... მე მყვარებიხარ იმაზე მეტად... წარსულში , სადღაც რომ მიმატოვე...
ჩავდივარ დაბლა, ავდივარ მაღლა... შენამდე, მინდა გზა გადმოვლახო... მე რომ მეგონა, იყავი სადღაც... თურმე... ჩემს გულში, ყოფილხარ ახლოს...
გავყურებ წარსულს,... თავს, რომ ვუშველო... წარსულს, რომელიც უშენოდ ფეთქავს... გავგიჟდი, როცა დავრჩი უშენოდ... და ციდან... ისევ მოვყევი სეტყვას...
|
დამხატე... ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულგრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდაბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცაც.... ოღონდ თეთრი მოსაცყენია, სანთლებისრკალში ჩაატიე მთელი სახატო... ჩემს ოცნებაში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს, დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო,. მე აღარ მინდაშემოდგომის ფოთოლთა ცვენა, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფის ფერი, თეთრიზამთარი??-მე არ მახსოვს... ეს იყო ძველად... შენ დამიხატე უნამქერო დაიისფერი. d ახატე მიწა... და მზის აკვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაცყისში ასე მუნჯია... ზღვაც დამიხატე... ოღონდ მწვანე ვით მოლი, მერერა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია... დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე, თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით.... უმასკარადოდ... ამ სამყაროში ბევრირამე შეცვალე, თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ..
|
დედიკო, დედა, თვალებს ვახელდე და მზეს ვხედავდე მინდა, ერთი თქვენგანი ვიყო მინდა, ვუყვარდე და მიყვარდეს მინდა, სახელი მერქვას მინდა, წვიმა მინდა და თოვლი მინდა, მამა გავხდე მინდა, სარკეში ვიხედებოდე და ჩემს თავს ვხედავდე მინდა, ნაყინს ვყიდულობდე ბავშვებისთვის მინდა, საფლავი მქონდეს რომ მოვკვდები მინდა,
...
Read More
|
ჩემი ცხოვრება მიდის, ნელია… და ჩემი ტანჯვის გაგება ძნელია ძნელია გიყვარდეს ვინმე გაგიჟებით, მაგრამ ჩემს ტკივილს ვერასდროს ვერ მიხვდებით…
სიყვარულია მუდამ რომ მტანჯავს და ჩემს თვალებში შენ სახელს ქარგავს… ამ ლექსს თან დიდი გრძნობები ახლავს, მაგრამ ამის თქმას აზრიც კი არ აქვს.
...
Read More
|
შეეხე თითებით მთვარეს, რათა მისი შუქი შეიტანო მარტოსულ ოთახში. წამწამებით დაჩრდილული შენი სევდისფერი თვალები ეძებდა გულებს მზეების ოკეანეში. ეს იყო ადრე. და როცა ვუყურებ ცას, მე ვგრძნობ, რომ
<
...
Read More
|
რეალური, ყოველდღიური ცხოვრების მიღმა არსებობს ჩვენი მეორე ცხოვრება, რომელიც სიზმრებში, წარმოსახვებსა და ხილვებში მიმდინარეობს. ხანდახან დგება დრო, როდესაც ადამიანი იწყებს ცხოვრებას ,,ცხოვრების მიღმა”. ლექსი ეძღვნება ქალს, რომელსაც ერქვა ლუკერია და ცხოვრობდა მეცხრამეტე საუკუნეში.
ცხოვრების მიღმა, სადაც მწვანე ხმაურობს ტალღა და აჩრდილები ბანაობენ რძის სავანეში, ლურჯი ზეცის ქვეშ მივაბიჯებ იქითკენ, სადაც მბრწყინავი მთვარე ჩამოვარდა ჭვავის ყანებში.
და სანამ მივალ, ეს ღრუბლები როგორ იზრდება, ჩემსკენ მოდიან, ვარდისფერნი გახდნენ სრულებით, სულ დაბლა ღელვით მოცურავენ, მწვანე მინდვრებზე ჭვავის მსუბუქი ღეროებით დაისრულები.
ღრუბლის მორევმა გადამლეკა ცივი ზვირთებით და ვარდის ცვარის სურნელებამ სახე დანამა, და ერთ სუნთქვაში, ოცნებაში, აღმაფრენაში ღრუბელი იქცა ყვავილებად, იასამანად.
და როცა წვრილი ყვავილების ჩამთავრდა წვიმა, როდესაც გაჰქრა წვიმის ფარდა უნატიფესი, მე დავინახე, რომ ელვარე თეთრით მოსილი, მწვანე მინდორზე,სხივნათელი იდგა იესო!
და მაშინ თითქოს საიდანღაც მეცნო ეს მხარე, წიგნის ფურცლების სიმსუბუქით ფურცლავდა ქარი ნათელთვალება ღიღილოებს, აღებდა კარებს თეთრ სამრეკლოსი, წკრიალებდა პატარა ზარი.
მიველ უფალთან, შევეკითხე სხივით შემოსილს,- "ეს რა მხარეა, ახლა სად ვა
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|