♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


შენი სუნთქვა წმინდა სანთლებს აქრობს,
ო, ბაგეო, ლოცვა რისთვის აცხოვლე,
შენ ხარ ჩემი იდუმალი საქმრო,
მე ვარ შენი სევდიანი საცოლე...

ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,
რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს,
ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,
სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ.

არ გვჭირდება საქორწილო სუფრა,
თოლიებმა ლურჯი ფრთები გაშალეს,
რიჟრაჟისას მადლს შევწირავთ უფალს
და ვარსკვლავნი ჩააქრობენ მაშხალებს.

ჩვენ მეჯვარედ გამოგვყვება მთვარე,
და ღრუბლები გაგვიშლიან სარეცელს,
შენ ხარ ჩემი სულის ნახევარი,
დაგკარგე და... ირემივით დაგეძებ!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1327 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე, რომ შემეძლოს გავუძლო ღალატს
და პატიება შემეძლოს მისი,
მე მეოცნებე ჩანაფიქრს ვგავარ
და სიმარტოვის საზღვართან გიცდი.
მე, რომ ვიცოდე რა ხდება, როცა
იწვიმებს სულში და ვტირი თითქოს,
მე, რომ ვიცოდე, რომ ვიგაც მოვა
და მის სიყვარულს სასწრაფოდ ვოთხოვ.
მაგრამ არ ვიცი ნეტავ ვიცოდე
ნეტავ, ვიცოდე სულში რა ხდება,
რა ხდება სულში,როცა წვიმაა
და სულში სევდათ გაელვარდება,
იელვებს ისე,როგორც იქუხა
განიცდის ისე,როგორც წვიმის დროს
დასველდა სული და განიკურნა
და თითქოს ახლა თავიდან ითხოვს.
ნეტავ, შემეძლოს გავუძლო ღალატს,
და პატიება შემეძლოს მისი,
მე კი სევდიან ჩანახატს ვგავარ
და სიმარტოვის საზღვართან გიცდი,

2009 წლის ნოემბერი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1189 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მაინც რა არის სიყვარული?
იჯდა, ფიქრობდა და დარდობდა
გული სამსწვალებით მოღარული
საკურთხეველზე,რომ მიჰქონდათ.
მაინც რა არის სიყვარული?
სიყვარული ისეთი შეშლილია
სიყვარულის ყველას ეშინია
გაერთო ისეთი ადვილია
სიყვერული კი ნამდვილია
ამ ქვეყნად ერთი ადგილია
შიგ ქვის სახლები ალაგია
დადიან ხარობენ იცინიან
ჩემში კი ისეთი სიცივეა...
მაინც რა არის სიყვარული?
სიყვარული ისეთი შეშლილია
შეხედეთ ცრემლები....ცრემლები მომერია
ჰოი თქვე სამყაროს ფერადო გარსებო
ო ბედნიერება , ო ბედნიერება
რომ იგი არსებონს და ერთადერთია
ჩემგვარი ბევრია ასეთი სევდიანია
ასეთი უმიზნო, შეუძლებელია!
შეუძლებელია!ცხოვრება უმისოდ
მას მადლი უფლისა შუბლზე აწრია
იგი მაღალია სხვაგვარი წოდებითი
ის ერთადერთია,ჩემგვარი ბევრია
ის ერთადერთია და მე ვეცოდები
მაგრამ სიყვარული ისეთი შეშლილია
სიყვარულის ყველას ეშინია
მე ...მე კი შევიშალე
მიტომ ვეკრძალები,
მხოლოდ მოგონებეს ვეძალები
ქუხდნენ ბედნიერი ორკესტრები!
იჯდა,დარდობდა და ფიქრობა
ღმერთო კიდე როდიე მოვესწრები
ამგვარ მიახლებას საუფლოსთან?
მალე შეაკვდება ხელი სიმებს
სიკვდილი სიყვარულზე ადვილია
უფალო შემიწყალე!შემიბრალე!
უკანასკნელია...ნამდვილია
ქუხდნენ ბედნიერი ორკესტრები!....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1349 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლექსი დედაზე

როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…

დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…

და რო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 4648 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მახსოვს შიში, მე მახსოვს შფოთვა
მე მახსოვს, როგორც ღამის სიზმარი'
ისე უეცრად გაიწყო თხრობა,
ნეტავ რას ჰყვება, ნეტავ ვინ არის...
შიში რომელიც უძლეველია,
შიში, რომელსაც ვერ დასძლევს კარგი,
ამაზე ფიქრი ისე ძნელია,
როგორც გაშინებს ღამის კოშმარი.
განცდა სულის და განცდა სხეულის
თითქოს სიკვდილმაც გააღო კარი,
შეუცნობადი სამყარო ზეცის
სიცოცხლის მიღმა სამითხის არის.
იქნებ ჯოჯოხათს ქრთამი ანათებს,
და მასში სულის ანარეკლია
და ამ ყველაფერს სული ატარებს,
სიცოცხლეს ძალა გამოლევია.
შიში კი მაინც იბყრობს გონებას,
შიში...რომ დგება თვით აღსასრული,
და ამ ყველაფრის მიღმა მორევმა,
ჩათრევა იცის, რომ დასასრული,
საწყის ეტეპზე იხილა მხოლოდ
სიკვდილის მიღმა გაიღო კარი,
და სინათლისკენ ბოლოსდაბოლოს
დაიბადება პატარა ბავშვი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით
და შეაბიჯე ტანჯვასა შინა....
ნუ შეგაშინებს ცეცხლის ტკაცუნი
და ნუ შეგაკრთობს უხილავის კვნესა და გმინვა....
განაღე კარი და განიბანე ცეცხლში
რომელიც დიდხანს გელოდა,
და განინათლე სული წყვდიადში
ყოვლის გამჭვრეტი მაღალი სული!
იყავ ნათელი ამ უღვავ ბნელიში
და მალე იგრძნობ ყოველი კვდება
გარდა სიყვარულისა
ქარში დაშლილი ვარდის ფურცლებად
გადაეფანტე იისფერ მინდორს
გახდი უფალი საკუთარ თავის
რადგან კუთვნილი სამყარო ზიდო!
დაიცხრე რისხვა!მოთოკე ვნება!
დამალე ცრემლი!ღმერთი იყავი!
არ გაიკეთო ყალბი ნიღაბი!
რადგან გაბედე ეშმაკთნ შებმა
ო ვნება შენი! ვნება ხელოვნის,
უზარმაზარი,ყოვლის დამთქმელი,
სევდანი შენი,უსაშველონი
წარიხოცება,როგორც ფანტელი !
წარიხოცება ,როგორც უმწეო
და უსუსური ნისლი დილისა,
ჰოი სინათლევ ბნელის ქაოსში!
მშვენიერებავ ნათლის სხივისა!
განაღე კარი დაგმანული თჴრმეტი კლიტით
და შეაბიჯე ტანკვასა შინნა..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილად,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..

და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..

დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..

თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..

ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..

ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1161 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან....
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი...
იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე თვალებში
დიდი გრძნობით,
დიდი ვნებით,
გაიელვე წამებში,
თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...

ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...

თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 142 143 144 145 146 ... 254 255 »
შაბათი, 2025-02-01, 9:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025