მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ის აქ არ არის, ის აქ არ არის, სადღაც წყვდიადში გაისმა ოხვრა, ნუთუ შორს წავა და თან წაიღებს ჩემს პატარა გულს და აღარ მოვა. ნუთუ უფალიც ისე გამწირავს, როგორც ბოგანოს უდაბურ ველზე, აი, ეს იყო რაც წინ მელოდა, რაც იკითხვოდა გაყინულ ხელზე. ოხ, ეს სიცივე, მკვდარი სიცივე თანდათან ათოვს თაფლისფერ თვალებს თანდათან გულში, ისიც ხანდახან
|
ისეთი წვიმაა, ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები, ასე მგონია უსახლკარო ვარ, და თავზე მაწვიმს თავგამეტებით...
ისეთი წვიმაა, რომ მოვინდომო მდინარეებად გადავევლები სამოთხის ბაღებს, ბროწეულების ჩრდილში დავჯდები, და ლექსებს დავწერ დაღამებამდე
ისეთი წვიმაა, ასე მგონია ხან სიზმარში ვარ, დავბორიალობ ხან მთვარეული, წვიმის წვეთები შენზე მიყვება, მეც შენზე უფრო გადარეული,
ვფიქრობ და ვფიქრო როდემდე ღმერთო ჩემს ფიქრს თავადაც ნეტავ ხვდებოდე რომ მე არა მაქვს იმხელა ძალა დაუსრულებლად მენატრებოდე
|
მენატრები, სიგიჟემდე მენატრები. სად გეძებო?!ანდა როგორ დაგიძახო? ეშმაკები ხარხარებენ სასთუმალზე, თვალებს ვხუჭავ,იქნებ სიზმრად მაინც გნახო. თვალებს ვხუჭავ ცისფერ ნისლში მელანდები, სიხარულითგული თითქოსშეშლილია, ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც... სიზმრად მაინც არ დაგკარგო მეშინია !!! იღიმები თვალებს გიშრობ გიჟურ კოცნით, ვერ მივმხვდარვარ ცხადია თუ სიზმარია, ცხოვრებაშიდავშორდით და სიზმრად მაინც, სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია.
|
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს, გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის" ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე, არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე, მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს, ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს! ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს, გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს, სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს, ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს...
|
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას, უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში, ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ? ცუდად ვარ. რა გჭირს?? დეპრესია..დაწერე? დავწერე,მაგრამ რეგრესია.
|
ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს და ეს დროა უმძიმესი ლოდი. დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.
აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს. რა ქარია, რა სიცივე დადგა და დღეიდან ზამთარია, დაო!
და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის, დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ. ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.
|
გესმის? - გაწვიმდა. ხედავ? - გაწვიმდა. მე მიყვარს წვიმა, წვიმა და ფიქრი. წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს. წვიმა მოვიდა, წვიმამ მომისწრო, წვიმას წავყვები, წვიმის წილი ვარ, წვიმით ავივსე, წვიმად ვიქცევი, წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე? წვიმა კი მოდის, ხმამაღლა მოდის და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები, ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები, ხის სურვილები და იმედები. და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე, ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი, ადამიანთა თავშესაფარი, თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ. ამასობაში გადიღო კიდეც და შემოდგომის მზე ამოვიდა, და შემოდგომის მზე გალიებში კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად. შეინარჩუნე თუ შეგიძლია, ნაწილი მაინც შეინარჩუნე. რადგან უმზეოდ გაგიჭირდება, გაგიჭირდება... გაგიჭირდება... მზე ამოვიდა, მზემ გამაბრუა, მზეს შევეფარე, მზის იმედი მაქვს, მზით გავთამამდი, მზედ მინდა ვიქცე, მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან! მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს მისი გაყოფა და დარიგება, რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ, როცა სხეული მზითაა სავსე.
|
ფერებმა დაფარეს სამყარო, მე კი უფეროდ ვარ... გავაშავთეთრებ ცხოვრებას,ფუნჯს მივაყოლებ თვალს, გონება დამიშლის ოცნებას,შავ ძაძებს ჩავაცმევ ცას! ფერებმა დაიპყრეს სამყარო მე კი უფეროდ ვარ... ამ შედევრს ამ ნახატს ნაფერებს დგეს შევცვლი გავუსმევ ხაზს. დავხატავ, დავხატავ ფერებში-შვიდ ფერად მოვხატავ ცას. ოცნებას ვერავინ დამიშლის, დავარღვევ ზომას და ზღვარს... ფერებმა დაფარეს სამყარო, მე კი უფეროდ ვარ... დავხატავ ჭრელ ფერებს დავხატავ,ოქროსფერ მზესა და ზღვას. მე შევცვლი ცხოვრებას უბადრუკს, ყველა ფერს ავურევ ტილოზე დავარღვევ ბუნების კანონებს და მაინც მრავალფრად ითოვებს. მე ვქმნი და მე ვხატავ ცხოვრებას, ათასფრად მოვხატავ ოცნებას. ვერასდროს ვერავინ დამიშლის რომ ფუნჯი მოვუსვა თამამად!....
|
დავიკარგები გული მიგრძნობს ფოთოლცვენისას, ილუზიები გამიფანტავს გონებას ბოლოს, სიტყვა მომეცით! ჩენი თავი მინდა დავიცვა! ამ განკიცხვისგან , დაუნდობლად გულში , რომ მონობს.
დავიკარგები ,გული მიგრძნობს სავსე მთვარისას, გავბატონდები უგზო უკვლოდ ჩემს თავში მხოლოდ, მათხოვარივით გავიწოდებ ხელს მე გავლისას, იქნებ ეს არის, ჩემი ბედის ნატვრული ბოლო?!
დამალევინეთ! კიდევ ბევრი მინდა დავისხა! რომ ლხინში ვპოვი ჩემი თავი ბოლოს და ბოლოს, ცარიელ ოთახს გადავხედავ მხოლოდ გასვლისას, სარკის წინ მდგარი შევყურებ თითქოს გაცრეცილ ფოტოს...
დავიკარგები, რადგან ვიცი, არვინ წამიყვანს, მე ღმერთს შევფიცავ არაერთხელ ნაფიცარ გოგოს, მაგრამ ვაი, რომ ისევ ისე ღვინოს დავისხავ, რომ სიმთვრალეში ჩემი თავის აზრი მე ვპოვო...
დავიარები...გული მიგრძნობს ბედიც გამწირავს, დღეს ღამეც თითქოს ლამაზია, როგორც არასდროს, სიტყვა მომეცით! ჩემი თავი მინდა დავიცვა ! ამ ქვეყნად ზოგი, ბატონია, ზოგი კი მონობს!..
|
უკვე ზარია და ვღელავ თითქოს. გულმაც რაღაცა მანიშნა ისევ. და ცხოველების სუნი და სითბო მძიმე ხელივით მომისვა პირზე ცირკის არენამ.
გულს კი საყურე უცვნია შენი და მეც მანიშნებს. და ერთნაირად ჩაცმულ მსახურებს კლოუნი ზურგზე აწყობს ბალიშებს.
აი, მუსიკაც! ვისთან ხარ ნეტავ... ანდა ამ კლოუნს რა მოუვიდა, თოკზე შედგომას რომ ვეღარ ბედავს და ცრემლის ნაკადს ასხამს ყურიდან.
არაფერს ფასი არა აქვს ისე თუ არ დამალა შიში კლოუნმა. და ალბათ ისიც მოიმტვრევს კისერს, ხიფათი თუ ვერ იგრძნო დრუოლად.
მეც უნდა დროზე მეგრძნო ხიფათი, თუმცა ხიფათზე სულ არ ვფიქრობდი. მე მქონდა ფრთები და რაც მხიბლავდა, დაუფიქრებლად მისკენ მივქროდი.
დუმილს და ყოყმანს გადაჩვეული, დაუფიქრებლად მივქროდი ასე. და ცა მიმქონდა, როგორც რვეული, ჯერ გაურკვეველ ნიშნებით სავსე.
სურვილი იყო ჩემი ბატონი. მეც ვუჯერებდი, რადგან მომწონდა ჩემი სურვილი... და საათობით ვმღეროდი, როგორც ბავშვი კოცონთან.
შენ არ გესმოდა, რადგან ბუნება მაღლა ახედვას გიშლიდა მაშინ, და სანამ თვითონ არ გაცდუნებდა, ცის მეტს ვერაფერს ნახავდი ცაში.
მეც ვეჩვეოდი ამ ამბავს თითქოს და უშენობით ყელამდე სავსე, ვიძენდი ხუთი კაპიკის სითბოს და ავტობუსის გაცვეთილ სკამზე
ვჯდებოდი ჩემთვის და დიდი წვიმის მოახლოებას ვგრძნობდ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 |
|
|