♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ოხ, ეს სიცივე, მკვდარი სიცივე,
თანდათან ათოვს თაფლისფერ თვალებს,
თანდათან გულში, ისიც ხანდახან,
ის, ძველი ნატვრა იღვიზებს,თან თვლემს.
ნატვრა მომავლის, ტკბილი მომავლის,
სადაც არასდროს, აროდეს, არგზის,
არ იქნებოდა გლოვის ზარები,
არცერთი ცრემლი უბედო ქალის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1010 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ, ვიცოდა რა გინდა, რას მთხოვ,
ნეტავ, ერთი დღით ფერულად შენში,
შემომაპარა სულში და გამცნობ,
რომ მყვარებიხარ თურმე და ვერ ვთქვი,
ვერ ვთქვი, რომ შენზე ვნატრობ სრულიად,
რომ მინდა შენც თქვა სულ ერთხელ მხოლოდ,
და ამდენს გვერდით, თვალებს შურიანს
ასე ერთბაშად მოვუგაბ ბოლოს.
ჩემში იმედი სულ ოდნავ ფეთქავს,
რომ იქნებ მაინც , მითხრა გაბედო,
ან იქნებ შიში გაბრკოლებს ვერაგს...
და თუ ასეა გეტყვი,----------თავხედო!
მაგრამ ხანდახან ისე მიყვარხარ,
გამკვირვებია, არ მჯერა ჩემი
ნეტავ ვიცოდე ახლა ვისთან ხარ,
იქნებ სხვა გიყვარს, სხვა გსურს და ვერ თქვი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა, ასაკი...
გიყვარდეს, მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი,
თუ შეგიძლია სიყვარული - ბედნიერი ხარ,
რადგამ ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები,
ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად...
ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი,
გაუშიფრავი დავურჩი ვისაც.
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ
ცამდე მართალნი არიან ალბათ,
ვინაც ახლობლად მიიღო გულმა
რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს.
რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც
და სიახლოვე მაშინებს ხალხთა,
ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო
ადამიანის დაკარგვის განცდა...
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,_
მაინც მართალნი არიან ორნივ
ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა,
ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რად ვერ ვიპოვე მე ამ ქვეყნად ჩემი ადგილი,
ან რად დამყვება უიღბლობის ბნელი აჩრდილი.
რატომ ვერ ვაგნებ ჩემს იდუმალ ნათელ სამყაროს,
რომ ეს დარდები ღრუბლებივით ჩემგან გავფანტო.
ვის უნდა უთხრა! ვინ მომისმენს ბოლომდე გრძნობას,
ჩემი ტკივილი ჩემში რჩება და ვიცი მომკლავს.
იდუმალებით რად მოცულა მთელი სამყარო,
რად ვერ ვიპოვე გასაღები კარი გავაღო.
ცხრა კლიტედ არის ჩაკეტილი მე ამას ვხვდები
და რომ გავაღო ამ გრძნობისთვის რად ვერ ვიპოვე მე ამ ქვეყნად ჩემი ადგილი,
ან რად დამყვება უიღბლობის ბნელი აჩრდილი.
რატომ ვერ ვაგნებ ჩემს იდუმალ ნათელ სამყაროს,
რომ ეს დარდები ღრუბლებივით ჩემგან გავფანტო.
ვის უნდა უთხრა! ვინ მომისმენს ბოლომდე გრძნობას,
ჩემი ტკივილი ჩემში რჩება და ვიცი მომკლავს.
იდუმალებით რად მოცულა მთელი სამყარო,
რად ვერ ვიპოვე გასაღები კარი გავაღო.
ცხრა კლიტედ არის ჩაკეტილი მე ამას ვხვდები
და რომ გავაღო ამ გრძნობისთვის მე სულსაც ვებრძვი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალი სიყვარულის სიმბოლოა,,
მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი.
ქალი ოცნება და ფიქრებია,
ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი.
ქალი სითბოა და ალერსია,
ზოგჯერ ზამთრის ფიფქით დათოვლილი.
ქალი გაზაფხულის პირმშოა და
მარტის გიჟურ განცდებს აყოლილი.
ქალი ტურფააა და ტანწერწეტა
როგორც ალვების ხე აშოლტილი.
ქალი აპრილების იაა და
ტოტი საფერებლად ჩამოწვდილი.
ქალი რბილია და სათუთია,
კვირტი ნუშის ყლორტზე ამოზრდილი.
ქალი მათრობელა ღვინოა და
ძეგლი საუცხოოდ ჩამოქნილი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1248 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჭიქას ჩახედა ცისფერი თვალებით ,
მთვრალი იყო და მაინც დალია !!!
მხოლოდ ესა თქვა მან დანანებით :
ოხ სიყვარულო შენი ბრალია

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1341 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..

-----------------------------------------------------------------------------------------------

გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...


----------------------------------------------------------------------------------------------

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

-----------------------------------------------------------------------------------------------

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...

------------------------------------------------------------------------- ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოგესალმებით,
მეომარნო ქართველნო,
შვილნო ღვთისაო
წინ გამარჯვება გველოდება,
მარცხი მტრისაო.

ქართველნო ისევ მე მოგმართავთ,
თხოვნა მაქვს ერთი
მტერს ნუ იცოდებთ, დავამარცხოთ
გწყალობდეთ ღმერთი.

არ დაგვავიწყდეს წინაპრები
ჩვენი დიადი
წინ! შევუტიოთ და გავფანტოთ
ბნელი, წყვდიადი.

არ დაგვავიწყდეს წინაპრები
შოთა, ილია
მათი ღვაწლისგან საქართველო
არ დაილია.

ნუთუ არ გახსოვთ საქართველოს
განვლილი გზები,
ნიკოფსიითგან დარუბანდამდე
ჩვენი საზღვრები.

დღეს საქართველო აღარ არის
ისე ძლიერი
მოდით ვიბრძოლოთ, აღუდგინოთ
ძველი იერი.

არ დაივიწყოთ წინაპრები
ქართველ მეფენი
აბო, ქეთევან, შუშანიკი
დიდი ეფრემი.

არ დაივიწყოთ მონასტრები
ოპიზა, ზარზმა
დაე დარეკოს საქართველოს
დიდების ზარმა.

და ნუ ივიწყებთ მუდამ გვახსოვდეს
„გურიის მთები"
და წინ „მერანმა" ჩვენ გაგვინათოს
სავალი გზები.

„ლურჯა ცხენები" მიმაქროლებენ
„ლაჰილზე ისევ"
და „ბახტრიონი" ისევ შორიდან
მიჩვენებს ცის სვეტს.

ისევ აღსდგება დაღუპული
„ხოგაის მინდი"
გადაეკვრება „გველის მჭამელს"
თვალებზე ბინდი.

ისევ გასინჯავს მუხრანის ბოლოს
ყივჩაღი იარაღს,
ქართველი ქრივი ალმაცერად
გასცქერს იალაღს.

ისევ დაყვება საქართველოს
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 139 140 141 142 143 ... 254 255 »
შაბათი, 2025-02-01, 2:46 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025