მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მე გამაცილებს შენზე ოცნება მე გამაცილებს ჩადრების რიგი მე ერთს დავეძებ სველი თვალებით მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი. მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა მე გამაცილებს ფართო შარა გზა და ის ძვირფასი თვალები არა. მე შემიყვარებს სულ სხვისი გული და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა. სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს და ის ზვირპასი თვალები არა. სხვა გამახარებს მაინც უბედურს და უფრო ძლიერ ავქვითინდები ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ და ერთგულებას ვერ დამპირდები. სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს და ის ძვირფასი თვალები არა რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი. მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი?
|
დღეს უშენობის სახლში მიწევს მე არსებობა, თითქოს ლოდინიც გათანგულა ცრუ მოლოდინით, ვცდილობ განვაგრძო უშენობით ჩემი ცხოვრება, თავდაკარგული გადაჩვევას ავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე წუთებს დავითვლი, დრო და წამები მატარებენ ხელის გულებზე, შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად მიქრის დღეები, ჩემთვის კი...ვითვლი, უშენობის საუკუნეებს...
დღეს უშენობის ოცნებებში მიწევს გაფრენა, ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ იწყეს ჩაფერფვლა, სიკვდილის ჩრდილი აედევნად სიცოცხლეს ლანდად, იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო შენი დაკარგვა...
დღეს უშენობის ვეგებები მერამდენე სხივს, თითქოს მძულს კიდეც გაყინული გარიჟრაჟები, ღამის ქარიშხალს გავუწოდებ თითებს გაცრეცილს, სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ გავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე სტრიქონებს დავწერ, თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ გრძნობების ფონზე, ისე მიყვარხარ აი ახლა... გაგიჟებამდე... მონატრებას კი...ხიდად გავდებ გადაჩვევამდე...
|
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას. არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი. რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა! მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები! თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი. ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი! ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად. ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?! იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
|
ვთამაშობ, გიწყობ სიტყვებს ხელისგულზე და ვჩუმდები, ველოდები რეაქციებს სივრცეში... ველოდები რომ შეირხევა ფარდა გატოკდება სკამი ან სულაც გავიგებ შრიალს...
ეს ის თამაშია, სადაც მხოლოდ მე და შენ - ორნი ვართ, შენ გამუდმებით მაკვირდები მე კი თვალებს ვხრი და... როგორც ყოველთვის გეღიმება; ფანჯარასთან აკაციები ირხევიან...
ვიღებ ფანჯარას, ვშლი ფრთებს, რომლებიც არ მქონდა და მაჩუქე - სივრცე ფოთლებს შორის ერთგვარი ნაზავია გვირაბის და ასაფრენი ზოლის, მგონი უნდა ვიფრინო შეზღუდულად.
ვხუჭავ თვალებს მინდა ბოლომდე შევიგრძნო, შეგიგრძნო და ვგრძნობ აკაციებს... ვწყდები ჩარჩოებს...
ჩარჩოები სველია და ხის... ჩარჩოები ძველია, ვხსნი და... ამ ზოლში უსაზღვრო ოცნების უფლება მაქვს, ამ ზოლში უსაზღვროდ ვთამაშობ, თითებზე დაწყობილი სიტყვებით მხოლოდ გვირაბი მახსენებს რომ არ ხარ.
|
მთელი ზამთარი ისე გავიდა, არ დამცდენია არც ერთი ბწკარი. მხოლოდ დათოვლილ სახურავიდან, მესმოდა, როგორ კიოდა ქარი. მიშტერებული გაყინულ მინას, თავს ვიტყუებდი ფერადი ზღაპრით და როგორც წინათ, დიდი ხნის წინათ, დიდი იმედით ველოდი აპრილს. მობორიალდნენ ლანდები შორი, აწკრიალებულ ბროლით და ღვინით. ქალაქში დადის ახალი ჭორი თმაშეღებილი ცეცხლისფერ ინით. დადის ჩურჩულით და ლაპარაკით, ულულავს თვალებს ქუჩებს ეზოებს და აკვირდება მთელი ქალაქი ვნებით არეულ მაღალ თეძოებს. მოგონებებით აჩონჩხლილ გალას, შეახებს თითებს ეჭვი ცბიერი, თქვენ დაავიწყდით დროებით ქალაქს პატივმოყვარე და ნებიერი. რა ვუყოთ, ახლა სხვისი ჯერია, რომ ჯამბაზივით თოკზე გავიდეს. მე კი აქამდე რაც მიწერია, ერთად გავიტან ზამთრის ამინდებს. კედლებმა უხმოდ გაინაწილეს მოსალოდნელი დღეების შიში, ისე ილევა ეს სიყმაწვილე, როგორც სანთელი შედგმული ნიშში. მაგრამ სანამდე გადამაფარებს, სიკვდილის ზეწარს სიგრილე დილის, ერთ, ერთხელ მაინც შევაზანზარებ გაბრდღვიალებულ აპრილით თბილისს. იყო თუ არა რაც ასე მწამდა, მოვარდნილ წყალში შესვლა მხარულით, მქონდა თუ არა სიმღერის გარდა, სხვა აღტაცება ან სიხარული. არა არ მქონდა, მაგრამ პატარა, მეც მადგა კუზი ცოდვიან კაცთა და მოგონებამ უხმოდ ატარა მიტოვებული სიზმრების განცდა. სული კი თეთრი თოვლით დაღლილი, ეძებს ყოველი წვრილმანის მიზეზს და იღიმება, მკერდზე დახრილი, ჩამ
...
Read More
|
თეთრი ფიქრები სადღაც მიდიან, თითქოს ქარია ჩემი ცხოვრება, რა ვქნა, რომ აწი არ შემიძლია ამ შეცდომების გამოსწორება. კარგია ასე ტაძარში შესვლა, ამ ქვეყანაზე მე მარტო დავრჩი, ავადმყოფივით დავდივარ ახლა ასე უდროოდ მოკლული ბავშვი.
|
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია... იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს, ...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს... იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ... ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ... ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია... დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია... ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე... ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე... ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი... მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი... წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია... მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერი..
|
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი , ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია.
|
...ყოველთვის ასე ხდება... დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის თეთრ, უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს. იმიტომ, რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი...
.........................................................................
მენატრები ისევე შენზე ფიქრით ვისვენებ თვალებს ცრემლით ვისველებ... მომანატრე მოცარტი, შეიყვარე შენც "Aღთ”-ი თორემ მოვა 8 მარტი ვერ მაჩუქებ ყვავილებს მე როგორიც მინდოდა… ეს გზა ისევ ვიდოდა ჩემი სახლის კუთხეში, გზად არავინ არ ჩანდა დაღლას ვგრძნობდი მუხლებში ფანჯარასთან დგომისგან, იქნებ ერთი ბარათი მომივიდეს მე მისგან. უკვე ვეღარ ვისვენებ, თვალებს ცრემლით ვისველებ… მაგონდები ისევე… მენატრები ისევე… ვერ გაიგებ ისე ვარ- მარად შენი MISS EVA!
...
Read More
|
უფროა გრძნობა, უფრო ანთება, ისევ აპრილის დღეა მზიანი, გაზაფხულია, ნელა ღამდება და სადღაც ტირის ადამიანი.
მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე, ისევ აპრილის დღეა მზიანი. სადღაც ლანდივით დადის მიწაზე, ვიღაც მწუხარე ადამიანი.
მე ისევ მინდა გავექცე იღბალს, ისევ აპრილის დღეა მზიანი. ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც, ლოცულობს ვიღაც ადამიან..
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
|
|