♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

მე დიდხანს ვფიქრობ
და ყოველ სიტყვას
დაფიქრებული
ვზომავ და ვარჩევ.
ხანდახან მინდა.
დამადნოს წვიმამ
ან შენთან ერთად
დუმილში ჩავრჩე.

ხან მიყვარს დილა,
ხან თავად ღამე,
ხან სულ არ ვიცი
მართლა რა მიყვარს.
ამ დროს მგონია,
დედა მოვა და
ფიქრით დაქანცულს
სახლში წამიყვანს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1233 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზამთრის მიწურული,
ფერი - მოწყენილი,
სულში ჩაიღვარა
სევდის მოტივებად
და მე ახლა ვხვდები,
რომ რაც გამაჩნია,
არის სიყვარული,
კიდევ - მოთმინება.

სევდა ხასიათში,
ალბათ, დამებედა,
თვალსაც დაღლილობის
დაჰკრავს მუდამ რული.
მიჭირს ამ დღეების
ცრემლად გამეტება,
არ ღირს! ჯერ შორსაა
გზების დასასრული.

ჩემი უშენობა
ჯერ ვერ ავითვისე,
ვცდილობ, ყველა წუთი
მშვიდად ავიტანო.
ამ დროს სულ ყველასგან
მინდა, გავნაპირდე,
მერე ქაღალდებზე
სიტყვად დავიღვარო.

ასეთ გულდამდუღრულს,
ვიცი, გამიწყრები,
სულში გაგიჯდები
სევდის მოტივებად...
რადგან ყველაფერი,
რაც დღეს გაგვაჩნია,
არის სიყვარული,
არის მოთმინება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აკინძულია დაღლილ დღეთა ერთნაირობა -
უძინარ თვალებს მოთენთილი ირეკლავს თოვა,
მე შენთან მოვალ, მაშინ როცა დაგეძინება,
რომ შეგიხორცო საკესავით მწარე ჭრილობა...

მე მოვალ მაშინ - აბსურდივით ქვეცნობიერში,
დავილექები უჩინარად, გაგიქრობ ელდას,
შენ გაიღვიძებ უჩვეულოდ თბილი ტერფებით
და შენს ოთახში სითბოს მიზეზს დაუწყებ ძებნას...

მე მოვალ თეთრი კიმონოთი, თოვლს რომ უხდება,
და შირმის უკან დაგიყენებ ჟასმინის ჩაის,
შენ გაიღვიძებ უჩვეულოდ თბილი ტერფებით
და უნებურად ვიღაცა ქალს შენს ქალად ჩამთვლი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ წლევანდელი ზამთრის საღამოა,
ისევ ჩურჩულებენ ცეცხლთან მეზობლები.
ჩვენი სიყვარული, ალბათ, არ გამოვა?!
მართლა არ ვიცი და... მაინც ველოდები...

ღუმელს მივუჯექი გუშინდელივით და
რწმენას ჩავაფრინდი თმაში გაგიჟებით.
გულმა შეგატყო, რომ მართლა შეგეშინდა,
ალბათ, ახლა უფრო ძვირი დაგიჯდები.

გარეთ ზამთრის მუქი, სველი პეიზაჟი
როგორც გუშინ, დღესაც ფიფქებს გვთავაზობდა...
მიჯობს, გადავბარგდე რწმენის ქვეყანაში,
თორემ რას მეყოფა მხოლოდ თანაგრძნობა...

ისევ წლევანდელი ზამთრის საღამოა
(დღესაც გაჭორავენ ერთურთს მეზობლები),
რაღაც გამოგვივა, რაღაც - არ გამოვა...
მაგრამ მე ყველაფერს სუფთას ველოდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1223 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღრუბლებს გამეტებით
ისევ ეწვიმებათ,
დროის ხანგრძლივობას
ვჩივი მორიდებით.
ვიცი, ერთ საღამოს
ცეცხლთან დავსხდებით და
ჩემზე სულ ყველაფერს
ჩუმად მოგიყვები.

ცხელი ორთქლი ასდის
ხელში ფინჯან ჩაის
და თრთის მოშორებით
მკრთალი ათინათი...
ჰოდა, ასე მყუდროდ
უნდა გაგიმხილო,
როგორ დამეფანტა
ძველი ხასიათი

და რა ტანჯვის ფერი
ედო ყველა ღიმილს,
მე რომ შენს ნახვამდე
სხვებზე ვარიგებდი...
როგორ გავიარე
სულის კარანტინი,
როგორ მჯეროდა, რომ
მაინც გამიგებდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1204 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1481 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შიშველი ქალი ხელში მჭერია,
მე მის შიშიშვლე არ მინახია.
მე მარტო სახე დამინახია,
მასზე ლექსები დამიწერია;
და ტრფობა ჩემი ცად აზიდულა,
დაბლა ერთხელაც არ დაცემულა;
თუ ვინმე იტყვის: "სულ ტყუილია",
მეც ვუპასუხებ: "სულ მართალია
და ტრფობა ასე უფრო ტკბილია




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1346 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1305 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უხერხულია შენ გერქვას ქალი
შენში დევს ძალა რაღაც ღვთიური
ქვეყნად ბევრია ლამაზი მაგრამ
შენ ხარ ყველაზე ფანტასტიური.

აეკიდება ყველა პოეტს შენი ზმანება
შენი თვალებით შეიქმნება მუზა ულევი
შენი ღიმილი გააღვივებს გრძნობას მიმალულს
ამოიფრქვევა პოეზია გამოულევი.

ძვირფასო შენთვის არ არსებობს ალბათ ოცნება
რადგან ოცნების დედოფალი თავად შენახარ
თვით რუსთაველიც კი დაწერდა ახალ პოემას
შენი უმანკო სილამაზე რომ დაენახა.

ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი
ყოველი კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი
ზოგი მათგანი სევდიანი გგიცქერს დუმილით
ზოგი მათგანი იტანგება შენი წყურვილით

შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას
შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას,
ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება
შენს სილამაზეს ანგელოზიც დაემონება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 135 136 137 138 139 ... 254 255 »
შაბათი, 2025-02-01, 9:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025