მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ. ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს არ შეშინდეთ..მე უბრალოდ მომკლეს ცოცხლად აღარა მყავს საოცნებო სიყვარული აღარც ცრემლი, არც იმედი, აღარც სევდა აღარც ტანჯვას აღარა გრძნობს ჩემი გული რატომ გიკვირთ რომ ვიღიმი .. გული ნახეთ.. აბა გულში ჩაიხედეთ როგორ ცივა იქ ობოლი შენახულა მოგონება და ამდენი ვაებისგან სულიც მტკივა წასვლის დროა მგონი სადღაც ვაგვიანებ აბა კარგად არ მგონია ისევ მნახოთ და ერთსა გთხოვთ დატანჯული გოგოს ხსოვნა სულ მცირე ხნით მოგონებად შეინახოთ.
|
ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით? ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?! ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში... დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო... სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ! ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი? შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან..
|
გითხრა რა იყო? არაფერი. . . მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი რა მიყო? სული დამძიმდა… არაფერი აღარ მახარებს... სევდა მაწვიმს და ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს. ყველა შორი და . . ახლო მდგომი უფრო დუმდება. ის ვინც მოვიდა არ მოსული უკან ბრუნდება.. გზები გაიყო... ცა გაიღო... გული გაიპო…... ბნელმა ნათელი შემიცვალა და მზე წაიღო. შველად ვეძებე შენისთანა არსად არ იყო. უკვე სიკვდილმაც შემიყვარა გესმის რა იყო?!
ბევრი ვეძებე შენისთანა წლები გაფრინდა. . . გული ვერავინ შემიცვალა მოდი თავიდან. . .
|
მე ვარ საქართველო და ვარ ღმერთო,რა დიდი! ვარ ქრისტეს ნაწილი,ვარ სისხლად დაცლილი. მე ვარ საქართველო და ვარ გულში დაჭრილი, ვარ ცრემლად დაღვრილი,ვარ ომით დაღლილი. მე ვარ საქართველო და ვარ ცისა და მიწის, ვარ მუხა აკვნისთვის,ვარ ბუდე არწივის, მე ვარ საქართველო და ვარ ცამდე აზრდილი. ვარ პირმშო აპრილის,ვარ წრფელი,ბავშვი ვით. მე ვარ საქართველო და ვარ გრემი,მარტვილი, ვარ ჯვარი კრწანისი,ვარ ბევრი ყვავილი. მე ვარ საქართველო და ვარ თეთრი მანდილი, ვარ მლოცველ ქალი ვით, ვარ დედა კაი ყმის. მე ვარ საქართველო და ვარ მტრისთვის შხამი ვით, ვარ ბასრი ხმალი ვით,ვარ მტკიცე ფარი ვით. მე ვარ საქართველო და ვარ ძველი,ვაზი ვით, ვარ ზარი ტაძრისთვის,ვარ რწმენით აღვსილი. მე ვარ საქართველო და ვარ წმინდა,ხატი ვით, ვარ ერი ნამდვილი,ვარ ღმერთო,რა დიდი!
|
ნუ მოუნაცვლებ პირვანდელ ადგილს ნივთებს, რომლებმაც დიდი ხანია მყუდროობაში დაისადგურეს. დრო სინქრონული სიზუსტით ადგენს სად, რას და როდის გამინადგურებს... ჩარჩო სურათით, ვერცხლის შანდალი და ფაიფურის ძველი თოჯინა... ვით ბარიერი ჩემი შენდამი, ისევ მყარად დგას, მაგრამ... მორჩილად. ლარნაკი გატყდა, სარდაფის სარკეს სალტე მთლიანად შემოეცალა, ჩემი ბრალია, აქამდე უნდა მიმეხედა და გამომეცვალა... მაღალი სკივრი უამრავ წვრილმანს ძველი ჭორივით გადაუვსია, მონატრებული მზესა და წვიმას ქოთნის ყვავილი უბრად ყუნცია. სხვადასხვა ზომის ფერად ნიჟარებს ზედ შეხმობიათ ზღვათა სიმლაშე. ტალღებმა ხილვა ვერ წამიშალეს... ძველი დარდივით მოდის სიზმარში პატარა გოგო... სანაპიროსთან, ქვიშაზე მზეს რომ ჯიუტად ხატავს, მერე ძალუმად მოვარდნილ ტალღას ზღვასთან მზესა და სინათლეს ატანს!.. ხატავს და ხატავს, ატანს და ატანს... ვერ გაუთავდა, არ დაიღალა, უკიდეგანო ტალღების მიღმა ვიდრე მზესავით არ დაიღვარა!...
|
რა შენი ბრალია, მეოთხე ჯგუფის უარყოფითი სისხლი თუ გამოგყვა. ასეთი მარტოსისხლობაა, ვერავის გადაესხმები, ძნელად შეგერევიან. და მითუმეტეს, რა შენი ბრალია შობის ღამეს მოულოდნელად გახეთქილი ნაღველი. რა შენი, მაინცდამაინც ახალ წელს თუ დამუნჯდი და სულ შემთხვევით აებლანდე მეკვლეს ფეხებში, წააქციე შემოსასვლელში. თუ, სულაც შენი! მეგობრობა შენს ოთხეულთან ძველ ფოტოებზე რომ გიგრძელდება. სინამდვილეში: "სორრი ქევან... ერთი საათი ძაან ბევრია. თან უსაშველოდ შორს გადასახლდი"... აღარ მოდიან..…… ნუთუ მანძილი?
არაფერია. არ გაგიკვირდეს თუ აღმოაჩენ, ჭიამაია დაიმეგობრე აივანზე შემოჩვეული მერცხლები კი ჭორაობაში გამოიჭირე. გესმის მათი? არ გაგიკვირდეს, სიტყვების ჯარი ერთბაშად თუ დაგეხოცება, შენს ულამაზეს წინადადებებს კი გაწყვეტს ხოლერა. ადამიანის შვილებს ვერაფერს გააგებინებ. ააარ გაგიკვირდეს, 27-სამ უცებ ხეების ენა ისწავლო და სიყვარული ახსნა შრიალით. იქცე ალუბლის თავნება პრინცესად, ხან ტყის მწარე ბალს გადაეხვიო, ხან ტირიფთან ერთად დალიო მდინარის პირას, არ გაგიკვირდეს.
რა შენი ბრალია. თუ გაღარიბდი. რომიანი შოკოლადის გიჟი, დღეს კოწახურის, პიტნის კანფეტებს პარავ სუფრას და ჯიბეს იტენი. რა შენი, ასეთი წინადადებები თუ გესმის: "სორრი, ქევან, საჩუქარი ნაძვის ხესთან აღარ დაგიდეთ, ჩვენიანი ხარ, გაიგებ მაინც". სორრი, რადგანაც ეს შაბათ-კვირაც დაგეგმილი გვაქვს. სორ
...
Read More
|
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი, ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს. შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი, ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი. მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი, მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან. რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე. შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან. მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს, რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან..
|
ShEnI SiZmReBi MaChuQe, UgOnO WuTeBi MaChuQe, Da Me Am YvElAfRiS SaNaCvLoD, DaRchEnIl SiCoCxLEs GaChuQeB!
TvAlEbZe ShEgAxEb CxEl TuChEbS, Es KoCnA TkIvIlEbS AyUcHeBs! GtXoV ShEnI TvAlEbI MaChUqE, ShEnI SiNaZe MaChUqE,
DaXuChE TvAlEbI DaXuChe, SiNaTlE YvElAfErS AfUcHeBs, SiBnElE MaTbObS Da MaYuCheBs Ar GiNdA SiCoCxLeS GaChuQeB?
MiYvArXaR MaGrAm Chu, Ar TqVa GuLsHi DaMaLe, ArSaD Ar GaMtQvA! RoM MeNaTrEbI ChuRcHuLiT GeTyVi,
Da Am SiTyVeBiT UaRs Nu MeTyVI...
|
ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები. მე დილით საწოლიდან კი არა, ჩეი სხეულიდან ვდგები.
მერე ვკითხულობ სიზმრებიდან ყველაზე სკანდალურ აბზაცებს, რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს და რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს. მერე აყვირდება გაზქურაზე ჩემი დაჭეჭყილი ჩაიდანი (შენ უცხო განცდა გეუფლება, თითქოს რაღაც ცუდი ჩაიდინე). ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები! მე დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები. ხედავ? მეორდება, მეორდება! როგორ უსასრულოდ მეორდება, როგორც ყველაფერი, ეს სტრიქონიც უცვლელი სახით მეორდება. და მეც უსასრულოდ ვიმეორებ, რომ გაიღვიძებენ მკვდრები, რომ დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები, რომ გუშინ ქუჩაში მიმავალ ჩემს საკუთარ თავს შევეჩეხე, რაღაც უცნაურად ემოსა და ემოსა რაღაც შავი ჩოხა. ალილუია! მეშინია! ალილუია! მეშინია! ალილუია! «მე» ჩემია. ალილუია! «მე» შენია. ძილი მსურს, ანუ: ჩემს სხეულში ისე მყუდროდ უნდა მოვკალათდე, რომ არ გავიღვიძო შემწვარი მზის სხივის უკანასკნელ მორკალვამდე. მოდის ფიქრი _ ჩემი საცოლე და ამბობს, სანამ სათქმელს ავწონიდე, რომ მკვდრებს არასოდეს ეღვიძებათ, თანაც, როცა დგები საწოლიდან.
ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები! მე დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები!
(სათაური ტექსტთან
...
Read More
|
ჩვენ ერთ დიდ დარბაზში გვძინავს და ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობთ- ჭერზე გაჭიმულ ტილოს ეკრანზე...
და ყველაფერია ამ სამყაროში- მთავარია გააკეთო ორი საგნის, ორი არსების სწორი სინთეზი...
შენი სხეული, სიყვარულის ბრაილი შრიფტი ბრმა თითებისთვის ერთადერთი პასუხია ყველა კითხვაზე.
დღეს გადავწყვიტე, ყველაფერი უნდა მოგიყვე
საუბარს ალბათ ასე დავიწყებ: -რა მარტოობის დღეა და რა დღეების მარტოობაა... და ვერ გეტყვი, ვიფიქრებ: -რა უჩემო ხარ რომ იცოდე და რა უშენო ვარ რომ იცოდე...
და რამეს მოვიმიზეზებ და ისე სწრაფად წავალ შენგან თითქოს უკან მოსვლას ვჩქარობდე. და შენ იცი, რომ ყოველი ჩემი შენგან წამოსვლა არის ცდა შენთან დაბრუნებისა...
და მაინც გაბუტულ მზერას მაყოლებ...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
|
|