მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
,,გვირილას გავხარ... სიყვარულად ამოსულს მთებში... შენი თვალები ტბები არის და შიგ ცა მოჩანს... თეთრ ფურცლებს გაცლი... მსურს გაგიცნო…და ვმარჩიელობ... გიყვარს?..არ გიყვარს?.. წასაკითხი ისე ბევრია... ყავის ჭიქიდან გიყურებენ ზღაპრის გმირები... მე ხან ჯადოქრად მეჩვენები და ხან ფერიად... ჩემი ვნებები მივუტოლე შენს ლავის ნაკადს... ნამცეცებია უსუსური... არაფერია... აჰა,დასრულდა,უკანასკნელ ფურცელსაც გაცლი... შემოგახიე საპატარძლო კაბა უბიწოს... გრძნობის ყურებით მე მოვუსმენ ნაცნობად განცდილს... თრთოლვით მოგწყვიტე... ფრთები გინდა ეხლა უმიწოს... განძარცული ხარ, არსი შენი მხოლოდ გულია... დიდება უფალს!!! გადმოღვრილი ფერთა პალიტრა ხატის სიღრმეში დამალული შენი სულია... ჯვარს მოიკიდებს და ზეცაში მზესთან აიტანს... არ იცი რა გინდა... არ იცი რად გინდა... მე კი აი ამ წუთას სულ ზუსტად ვიცი,რომ... გეძებდი... გიპოვე... უშენოდ არ მინდა... გვირილას გავხარ... ასეთი ნაზი... ასეთი წმინდა... გულის ლარნაკში ჩაგისვი და... ვდღესასწაულობ..."
|
წვიმს და შენ გნატრობ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე მინდა ' რომ იყო ახლოს... წვიმს და შენს გარდა არავინ მახსოვს, განა მიყვარხარ, მე ისე გნატრობ. წვიმს და მე ვთვრები, ღვინით კი არა, შენი თვალებით, შენით ვითვრები. წვიმს და შენს გარდა მე არვის ვდარდობ, მე არვის ვნატრობ, მე არვინ მათბობს, არ ვიცი რატომ...
|
ან რად დამყვება უიღბლობის ბნელი აჩრდილი. რატომ ვერ ვაგნებ ჩემს იდუმალ ნათელ სამყაროს, რომ ეს დარდები ღრუბლებივით ჩემგან გავფანტო. ვის უნდა უთხრა! ვინ მომისმენს ბოლომდე გრძნობას, ჩემი ტკივილი ჩემში რჩება და ვიცი მომკლავს. იდუმალებით რად მოცულა მთელი სამყარო, რად ვერ ვიპოვე გასაღები კარი გავაღო. ცხრა კლიტედ არის ჩაკეტილი მე ამას ვხვდები და რომ გავაღო ამ გრძნობისთვის რად ვერ ვიპოვე მე ამ ქვეყნად ჩემი ადგილი, ან რად დამყვება უიღბლობის ბნელი აჩრდილი. რატომ ვერ ვაგნებ ჩემს იდუმალ ნათელ სამყაროს, რომ ეს დარდები ღრუბლებივით ჩემგან გავფანტო. ვის უნდა უთხრა! ვინ მომისმენს ბოლომდე გრძნობას, ჩემი ტკივილი ჩემში რჩება და ვიცი მომკლავს. იდუმალებით რად მოცულა მთელი სამყარო, რად ვერ ვიპოვე გასაღები კარი გავაღო. ცხრა კლიტედ არის ჩაკეტილი მე ამას ვხვდები და რომ გავაღო ამ გრძნობისთვის მე სულსაც ვებრძვი. და რომ გავაღო ამ გრძნობისთვის მე სულსაც ვებრძვი..
|
მუცლით დაგქონდა შენ ჩემი გული, ახლა ამ გულის ტკივილს რომ ვბედავ, რატომ მიდიხარ ეხლა მდუმარედ? რამე გეწყინა? მითხარი, დედა... შენს ჭაღარასთან მიმძიმს ჩურჩული, გალეულ მკლავებს კერავს ძარღვები, შენ მაპატიე, დედიკო, დღეს თუ ბრალს დაგდებ მე და გაგიავდრდები. ასე მგონია, გაქრა ჰაერი და აღარ ძალუძთ ფიქრებს, მასუნთქონ, შემინდე, დედა, შენ რომ დუმხარ და შენს ნაცვლად კითხვებს თვითონ ვპასუხობ... გაფიქრებაც კი მითოშავს სხეულს, დასასრულთან რომ გარინდულს გხედავ, მომენატრები როცა ძალიან, მათხოვრად ვისთან მივიდე, დედა? შენ წახვალ დილით, მოსულა დრო და არ ძალმიძს, გთხოვო დარჩენა ჩემთან, ნახევარიც კი ვერ მოვასწარი იმ სათქმელიდან, რაც უნდა მეთქვა... მოდი, სიზმარში შევხვდეთ და მერე უთქმელ სათქმელსაც ათასჯერ გეტყვი, და მაპატიე, დედიკო, დღეს თუ სულზე საავდრე შავ ღრუბელს შევყრი. მეტკინა გული, ამ ლექსსაც უკვე დასრულება და წერტილი ნებავს, არასდროს გეტყვი, მშვიდობით-მეთქი... ნახვამდის, დედა!
|
დამიზეპირე დღეს საღამოს. მერე დაწექი, დაიძინე. დილით, როგორც კი გაიღვიძებ, გამიმეორე. მე ვიწვები შენ გვერდით და ტკბილად ვიძინებ. სიზმრად გნახავ ჩემზე თავდახრილს და მობუტბუტეს. გნახავ, როგორ უყვები ჩემს თავს ხეებს, ვარსკვლავებს. როგორ გადიხარ ქალაქში და ყოველ შემხვედრს აბარებ საგანს, სახელად «შოთა».
დამიზეპირე ყოველ საღამოს. მერე იძინე ან იფხიზლე, ხოლო დილით ჩამაბარე ხალხსა და ნივთებს, ლოცვას, ბალახებს.
იქნებ ლექსი ვარ, იქნებ კაცი, იქნებ ბამბუკი.
დამიზეპირე. ან, ბოლო-ბოლო, დამიზუთხე _ მე ესეც მაწყობს.
|
ჩვენ ბავშობიდან ერთ თამაშს ვთამაშობთ ყველაზე რთული და მარტივი თამაშია სიტყვობანა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: შენ რატომღაც სიტყვა "გოგოდ" გადაიქეცი მე სიტყვა "ბიჭად". და ორივემ ვისწავლეთ კითხვა. მერე შენ სიტყვა "ვითომ"? გახდი მე კი - "ნამდვილად"! რასაც მოჰყვა სიტყვა "თითქმის" და ვერაფრით გახდა სიტყვა "ჩვენ" მე სიბრაზისგან "დედამიწად" გადავიქეცი რომ ვეღარსად დამმალვოდი შენ კი მაშინვე "საჩვენებელ თითად" იქეცი... და ყოველთვის ასე მჯობნიდი... მოდი დავზავდეთ მე გავხდები დღეიდან სიტყვა "როგორ ხარ" შენ - "არამიშავს" და ამ სიტყვების სამყაროში ყველაზე ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს.
|
ვერ წავიკითხე შენს თვალებში ჩამდგარი სევდა, ვერ გამოვიცან გამოცანა შენი ოცნების, ვერ გადამღალეს სევდიანმა შენზე ფიქრებმა, ვერ შემაგუეს უშენობას, ტკივილს ცხოვრების... ვერ ვეგუები უშენობას და მუდამ ვდარდობ, თითქოსდა სადღაც უსასრულოდ გეძებო მინდა, ვინ იცის იქნებ წარსულს კიდეც შემორჩი სადმე, ვიცი ცხოვრებას სიურპრიზი უყვარს რარიგად... ველაციცები მოგონებებს ასე სანუკვარს და მეშინია არ დავკარგო ოცნების ნიჭი, კრძალვით ვიმეტებ გამეტებულ ბედის საჩუქარს და შენზე სათქმელს მე ოდესმე უთუოდ ვიტყვი...
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
|
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში... მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე... რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით... სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო... აქაც ბოლო ვიყავი. და როდესაც დახლთან მიველ მომღიმარი თვალებით, სიყვარულით ლაჟვარდს ხელში შეუერთდნენ ქალები. წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებული, და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა გადადებული... სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო... გაზაფხული იღვიძებდა იაში, მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.. სიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე...
|
,,გული ჯადოსნური პატარა სარკეა, ავსილი ზღვა ემოციებით, გაზაფხულს სულ რაღაც წუთები აკლია და ლურჯი იები. არაფერს არ ნიშნავს მთებზე რომ მოთოვა და თმებზე აქა იქ ჭაღარა, მე ისევ ისა ვარ,მე გულით თოთო ვარ, თუმც ბავშვი აღარ ვარ. ამ დილას სულ ერთი ნაკლი აქვს, მწვავს და ვგრძნობ ნელ–ნელა ვთავდები, გაზაფხულს სულ რაღაც წუთები აკლია და შენი თვალები."
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|