მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით, ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით, ბედნიერება მარტოობაა, - რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?
ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე, დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე, წყალს მივეც ყველა ია და ვარდი, სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.
კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს, ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს, ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, - რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?
თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე, ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე... თუ დავამთავრე უკანასკნელი, თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე".
„მაღლა გორაზე დაუთოვია, გულს მოსვენება ვერ უპოვია. იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს, იცოდე, ჩემი მეკუბოვეა..
|
სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს? ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს? შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს, და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!
სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა, სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა; ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა, გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.
შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის! თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის? ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის, მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის..
|
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს, ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს! შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!.. შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის... ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..
|
ატირდნენ მთები და... ლამის მეც ავტირდე, ნაძვები დაღონდნენ და მეც... მეც ვღონდები... მოსწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები... ხეთ ხელი აღაპყრეს და ღმერთი ადიდეს, მაგრამ უჩვეულო კვნესით და გოდებით. მოსწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები...
|
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..
მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..
შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ, მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად..
|
ღამით როდესაც სუყველას სძინავს მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს, მასა გონია რომ მე იგი მიყვარს, მაგრამ მე მისი თვალები მომწონს. ჩემი ტუჩები მისსას ეხება, და ის კრთის, როგორც ჩიტი პატარა, მე იმ ღამითს მას ვაჩუქე კოცნა, რომელიც იმან გულით ატარა. ის ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო, რომ მე ის მომწონდა და არ მიყვარდა, და ყოველ დილით მე მის საფლავზე ია ვარდების კონა მიმქონდა. ერთხელ როდესაც კონა დავუდე, ჩემგან დაკარგულ პატარა გოგოს ბრწყინვალე ცრემლი, შევნიშნე თვალზე თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს. და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა, დროს მე მივყავდი დრო მე მომყავდა ხალხო გაიგეთ რომ მე ის გოგო ცოცხალი მომწონდა მკვდარი მიყვარდა..
|

იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე... იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა... იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება .... მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო გეფიცები უფრო გამეხარდება.... მე ვარ სულელი სიყვარულისგან გაგიჯებული და გონება გამოცლილი... არასოდეს არავინ არ უნდა შეიყვარო ესეთი სიყვარულით, რა იცით რა ხდება,ძლიერ შეყვარებას ყოველთვის მოასწრებ.თავს უნდა გაუფრთხილდე და ეცადო რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ არ ინანო... მაგრამ მე ხომ ის მიყვარს და არ შემიძლია დავიწყება იმის მიუხედავად რომ ვიცი არასოდეს ვიქნებით ერთად.
|
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები, კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა, შორიდან მოგიარონ მორიდებით, სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა. ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს, მამულეთს გაჰქონდეს გოდება, ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე, უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა. ახლად გამოჩორკნილ სატივეზე, ვეფინო უშენობით დაღლილი, ბებერი რიონის ნაპირებზე, ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით. დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით, მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს... ისეთი სიკვდილით მოგიკვდები, შენში უჩემობა გაგიჟდეს.
|
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა, გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი. წვიმის წვეთები მარცვლების ხელა, სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.
თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს, ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს. ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს, როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან... არ იცის თვითონ. ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი. მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ, ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.
|
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა; მე მქონდა ბინა, თავშესაფარი, მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა, ხან დარაჯობდა სარკმელის წინა. გადამიშალა თვალწინ წარსული და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი - ვეხეტებოდი სევდიან ღამეს, რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო, რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა და როცა დილით გამომეღვიძა, ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე ფენილი იყო ფოთოლი რბილი, და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი წარსულ სიზმრებში გადაფრენილი...
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|