♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

თოვლი მოსულა,სიცივე მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
სიზმრად შენც მოხველ,მაგრამ არ ვიცი,
ფიფქებთან ერთად თუ ცოტა გვიან,
თოვლი მოსულა ისე ქათქათა,
თითქოს ანთებენ ჯადოთა ლამპარს,
ჩემს სასთუმალზე ნებივრობს კატა,
და ყვება ღამის სევდიან ზღაპარს.
თოვლი მოსულა, შიშველ ხეების
შემორჩენილი კვდება ფერები......
თოვს!
და იწყება სითეთრეების ეფემერული გამოფენები.
თოვლი მოსულა,შენფერად მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
მახსოვს შენც მოხველ,
მაგრამ არ მახსოვს,
თორმეტ საათზე,თუ ცოტა გვიან...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1869 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სახეს ხელები! სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მარტოს ნუ დაგვტოვებ მე და სამყაროს!...
შენი ხელები- უფლისადმი ჩუმი ვედრება,
რომ დრომ და სივრცემ ერთმანეთთან აღარ გაგვყაროს.

ჩემი ბუნება-შენთვის ჩელოს უვერტურა...
და ეს ისაა, რაც ყოველთვის ვიქნები შენთვის...
მე აღარ გკითხავ არასოდეს მოხვალ თუ არა.
შენც შეხვედრაზე, ნურასოდეს ნურაფერს მეტყვი.

ნიავღვარივით მოვარდნილი, შენს სიმფონიებს
დავაბოლოვებ ჩელოს სიმზე ბოლო აკორდით...
რაც შენ გეხება ყველაფერი ჩემი მგონია....
შენზე ვფიქრობ და ფიქრებიც კი ლექსი გამოდის.

თუ ჩემთვის, ჩემი მიწიერი შვილის სული ხარ...
(შვილი სიკეთის ინსტიქტია ტყეში მტაცებლის)
მოგონებებად ბავშვობიდან გამომყოლიხარ,
არ მაქვს სურვილი უცოდველის ცოდვით დაცემის.

სახეს ხელები!-სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მართლა ხათაბალას არ გადამყარო!...
შენ იტირე და დედამიწა არ დაბერდება,
განიწმინდება სინანულით მთელი სამყარო.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ოცი წლის ბიჭებს ვაცილებ ცრემლით,
ისინი ჩემი სისხლხორცებია...
მე რაღად მინდა სიცოცხლე ჩემი,
როცა შვილები იხოცებიან!

მათ ნაცვლად სიკვდილს ვნატრობ ათასჯერ,
ზეცა ჰქუხს, მიწას გააქვს ზანზარი...
ღმერთო, რა ცოდვის გამო დამსაჯე,
ღმერთო, ამ დღეებს რად მომასწარი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მშიერი ტალღები ნაპირებს ლოკავენ...
დაფერფლილ ოცნებას ვერავის გავანდობ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცის მკლავები გაგათბობს...

ცბიერი ტალღები გიჟივით ბორგავენ...
არ ვიცი, რა მოსდით...
არ ვიცი, რა ვუყო...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცას სარეცელს გაუყოფ...

უგულო ტალღები ნაპირთან როკავენ...
შიშველი ფეხებით გავთელე ნამუსი...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ მე, უშენოდ დამათრობს ბახუსი...

შეშლილი ტალღები უშენოდ ბოდავენ...
ვიბრძოლებ ბოლომდე და მაინც გავასწრებ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამდე, შენს კოცნას ვიღაცა დამასწრებს...

დღეს,
მშიერ ტალღებში ოცნებებს ქოლავენ...
და ბოლოს, მიხვდები, სიცოცხლე არ ღირდა...
არ ვნანობ,
ტალღები ახლა თუ მომკლავენ...
და მერე,
უეცრად მიპოვი ნაპირთან...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1356 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც დარდი დაგიმარტოვებს
ძნელია თითქოს,
ძნელია,როცა გაყინულ ხელებს
არავინ გითბობს,
ძნელია,როცა მარტო დაა ბიჯებ
მზეში და ქარში
ძნელია როცა არ იყურები
ოცნებით ცაში
როდესაც ძვირფასი ხელების ნაცვლად
ქარი გეფერება
გული ვეღარ იტევს ამდენ დარდს
და დრო გეფერება,
ძნელია ლოდინი უზომო ლოდინი
ძნელი თითქოს უნდა ელოდო
შენზე კი თურმე......
არავინ ფიქრობს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცრუო ისეთი ადვილია,სიმართლის თქმაა ძნელი
შეცდომის დაშვება ადვილია,აღიარებაა ძნელი,
რაღაცას დამპირდე ადვილია,შესრულებაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია,აზრი დაატანო ძნელი,
გული მატკინო ადვილია,მოფერებაა ძნელი,
ჩემი მოსმენა ადვილია,გაგებაა ძნელი,
რაღაც გამახსენო ადვილია,დავიწყებაა ძნელი,
დარდი დამიტოვო ადვილია,ბედნიერი გამხადო ძნელი
ჩემს ღალატს რა უნდა?ერთგულებაა ძნელი,
ჩემზე უარის თქმა ადვილია,შერიგებაა ძნელი
ჩემი დაკარგვა ადვილია,შერიგებაა ძნელი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძნელია,როცა გიყვარს და
ეს სიყვარული აკრძალულია
როცა ცხოვრობდა
ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია
ძნელია როცა გჯერა ტყუილის და
სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ
გრძნობ როგორ ქრება და
შენს სიყვარულს გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ
ძნელია,როცა შეგცვალა დრომ და
შენს გულს არაფერი არ შეუცვლია.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მახსოვს, რომ აღმართს ავყევი ზევით
და თეთრ სარაფანს მირხევდა სიო,
და ამ სარაფნის სპეტაკი ფერი
მეჩურჩულება რაღაცა თქვიო...
და მეც დავწერე ლექსი პაწია,
თეთრ სარაფანზე დავწერე ლექსი,
და მაშინ ფაქრმა ცაში ამწია
და რაც დავწერე, მახსოვს, რომ ვერ ვთქვი.
ვერ ვთქვი, რომ აღმართს მივყვები ნელა,
რომ ამ სიმაღლეს მოვყავდი შენსკენ
და გამახსენდა აღარ მიყვარდი...
ალბათ ამიტომ ვეღარ ვწერ ლექსებს.
ისე გაგრძელდა, რომ გამიჭირდა,
დავიღალე და უკან დავბრუნდი...
არც წლებს, არც ძველს, დროს, არა არ მინდა
არა არ მინდა... ბოდიშს არ ვუხდი!
და ახლა დაღმართს მივყვები ქვემით,
მაგრამ სარაფანს არ მირხევს სიო
და ამ სარაფნის სპეტეკი ფერი
მეჩურჩულება რაღაცა თქვიო.

2009 წლის აგვისტო




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1253 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,
უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა.
თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება,
მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1284 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი_მეპატიება.
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და თუ გიყვარდი, როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენ თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად:
გულმა, თვალებმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები:
შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ..

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე.. დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 141 142 143 144 145 ... 254 255 »
შაბათი, 2025-02-01, 5:51 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025