მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მოვალ! უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები, ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები. მოვალ! ის ტკივილი უნდა გაგინელო გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით, ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო სუნთქვა შეგიკრა და დაგახრ
...
Read More
|
ისევ გაწვიმდა გამთენიისას, ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები, საუცხოოა აქ სურნელება მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი. არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს, იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა და ხვდები მალე - გაიმაისებს! აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის, როცა სარკმლიდან შენ მეგებები ლოიალური იერი გმოსავს თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით. და ვხვდები უკვე არის გვიანი ეს სიყვარულიც ოცნება გახდა ვიღაც პოეტი სარკმელთან გიცდი და მაინც, მაინც იწევა ფარდა.. რომელიც გმმალავს, არ გაჩენს, მზერას უნიღბავს ზურმუხტის თვალებს ქალს - მე, რომელსაც მუზა ვუწოდე და ჩემს ლექსებში გავაქალღმერთე! ვიცი... ძნელია ეს სიყვარული, გრძნობა, რომელიც არ ჰგავს გაზაფხულს ხარ საოცარი უფლის ქმნილება და ჩემი ლანდიც ალბათ აღარ გსურს... რომ დაინახო იმნაირი, რომ ვერვინ გეტრფოდა დედამიწაზე წვეთებს ითვლიან შენი ნაკვთები და ჩვენც ვეყრებით ამ წვიმის ხარჯზე... ჰო... ვერ შეხედავ უღვინოდ დამთვრალს და ვერ გაუგებ რითმებს ჩემებურს კალამმა ცრემლი შენთვის დაღვარა უნდოდა ეთქვა (სიყვარული მსურს) ქალის, რომელიც უცდის ბეღურებს და გარიჟრაჟზე აპურებს ხშირად უმზერს განთიადს - სიამით ტკბება და ინუგეშებს ამით ხასიათს... კიდეც ხალისობს იმ პოეზიით, რომელიც მხოლოდ მისთვის შექმნილა უშედეგოა პოეტის ლოცვაც, „თავზევით ძალა ჯერ არ შობილა" გაწვიმებისას სარკმელთან ხშირად ისევ გაივლის ვიღაც პოეტი,
...
Read More
|
დამიტირებენ სამარადჟამოდ ანგელოზები... და ჩემ ცივ ხელებს შეეხება შენი ხელები... გადმოგცვივდება ლამაზ თვალთაგან ცხელი ცრემლები ატირდებიან... ირგვლივ მდგარი მუხის ხეები... შუაღამისას ჩამოჰკრავენ სიკვდილის ზარებს... შევეგებები საიქიოდან წამოსულ ლანდებს... ეს სიყვარული... მძიმე ლოდად მე გულზე მაწევს და შენ ტირილით ნუ ისველებ მაგ ლამაზ თვალ.....
|
იყო სურვილი გრძნობა კი არა, იყო ტყუილი, იყო მიყვარხარ. იყო ცრემლები, სიცილი იყო და ყველაფერი ხანმოკლე იყო. თითქოს არც იყო, იყო კი, არა, ცხოვრებამ ისე დაგვატრიალა, აღარც კი მახსოვს, სიმართლე იყო? ან როდის იყო, იყო? არ იყო? იქნებ საერთოდ არც კი ყოფილა, იქნებ სურვილი დაკმაყოფილდა, ან ბედისწერის ხარვეზი იყო ის, რაც ოდესღაც ჩვენს შორის იყო. იქნებ ნიშანი სიმართლე იყო, იქნებ საერთოდ არ წასულიყო? ან ვინც მეგონა, ის, სულ არ იყო და ბედისწერის გზებიც გაიყო.
|
ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის
ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო
სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის
მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია
მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის
მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.
|
წაგიკითხო მოდი მარტი არეული ფურცელ-ფურცელ, მიმიყვანე აპრილთან და ნუშის ხესთან გადამფურცლე... გადამთვალე ამდენ სითბოდ ამდენ უთქმელ სიტყვად მფანტე... მე დაგიწერ მაისს წვიმით შენ ნისლებით დამიხატე... ნარცისებად გამომკარი ჩამაყოლე მწკრივად მზერას... ატმისფერი წამიკიდე თამამ კაბას შემიკერავს ეს ამდენი პწკალი ლექსის,
რითმის წვიმად დამითოვე... მარტში აპრილს შემახვედრე ადექი და მიმათხოვე იმ ნუშის ხეს აყვავებულს, ნატვრის ხეს,რომ ეფარება, თორემ ნახე თმაში მგონი ნისლის ფერი მეპარება... წაგაკითხო მოდი მარტი არეული ფურცელ-ფურცელ მე აპრილთან გელოდები შენ მაისთან გადამფურცლე...
|
აღარ იტირო...მე რომ ვტირი ისიც მეყოფა დრო გარბის ხედავ?გზები უკვე მართლა გვეყოფა აღარ იტირო... ჩემი გული შენთან დარჩება ცრემლებით მაინც არაფერი არ გადარჩება აღარ იტირო... თუმცა ცრემლი მართლა გიხდება ჩემს გარდა კარგო შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება ნუ ტირი... გინდა?გულის სითბოს გაგიზიარებ მე წავალ მაგრამ სულს არასდროს დაგიზიანებ გათენებისას მზესთან ერთად დაგებედები არა!... წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები.
|
თმებშეფიფქული ჩემს საწოლთან დგახარ და ვხედავ.. ცრემლს ხელით იწმენდ,მოფერებას გატყობ ვერ ბედავ... ცრემლი დამალე გეხვეწები,ცრემლი არ გინდა, უხეში ხელი შუბლზე ფრთხილად გადამისვი და.. სულ უსიტყვოდმაკოცე დედა...
-------------------------
დე, იცი... ღამით ცრემლი მომდის ხანდახან და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი, ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი. დე, იცი... მე მაჩუქეს, აპრილის კაბა და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი, მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი. დე, იცი... მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული, ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ, საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ. დე, იცი აღარ მინდა დავხუჭო თვალი, აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება, უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება. დე,იცი... დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს მე... გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას. დე, იცი... გაზაფხული მოვიდა მგონი...
----------------------------------------
- დე... - მეთამაშე, დე... - მეძინება, დე... - ზღაპარი მომიყევი, დე... - მაკოცე ,დე.. - მომეფერე, დე... - მიყვარხარ,
...
Read More
|
იცი?.. იცი რომ... უშენოდ გატარებული დღეებით.. დაღვრილი ცრემლების დაბრუნება მინდა?.. შენს პატარა გულში დიდი ადგილი მინდა! ლაღი ოცნების სხივი, წითელი ვარდების სეტყვა მინდა... იცი რომ... თეთრი თოვლის პატარა ფიფქი მინდა?! რომ ლამაზი დღის ერთი წამიც მინდა!.. და.. შენ იცი? იცი რომ... უშენოდ არაფერი მინდა?!
|
ძალიან მიჭირს, დავრჩი უშენოდ... ვევედრე წვიმას, ვევედრე სეტყვას... გავყურებ წარსულს, თავს რომ ვუშველო... წარსულს... რომელიც, უშენოდ ფეთქავს... ვოცნებობ იქნებ, რომ შენთვის მოვკვდე... ვოცნებობ ამას, ყველაზე მეტად... მე მოგონება ფეხდაფეხ მომსდევს... მე კი... გავრბივარ, საშველად ღმერთთან... მკლავს უშენობა... და ამწყოს ვუმხელ... წარსულს, მომავლის სანაპიროდან... რად არ მესიზმრე... ვერ ვხვდები, წუხელ... ან ღამე, ასე რატომ ტიროდა... ძალიან მიჭირს... და დავრჩი კენტად... დამაპეტრონა მე სიმარტოვე... მე მყვარებიხარ იმაზე მეტად... წარსულში , სადღაც რომ მიმატოვე... ჩავდივარ დაბლა, ავდივარ მაღლა... შენამდე, მინდა გზა გადმოვლახო... მე რომ მეგონა, იყავი სადღაც... თურმე... ჩემს გულში, ყოფილხარ ახლოს... გავყურებ წარსულს,... თავს, რომ ვუშველო... წარსულს, რომელიც უშენოდ ფეთქავს... გავგიჟდი, როცა დავრჩი უშენოდ... და ციდან... ისევ მოვყევი სეტყვას..
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|