♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ცნობილი მწერლები♥


ჯონ ბოინტონ პრისტლი (ინგლ. John Boynton Priestley; დ. 13 სექტემბერი, 1894, ბრედფორდი, ინგლისი – გ. 14 აგვისტო, 1984, ინგლისი), იყო ინგლისელი მწერალი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 20-იან წლებში. წერდა ლექსებსა და ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. პოპულარობა მოუტანა რომანმა "გულითადი ამხანაგები" (1929). პრიესტლის რომანებში ასახული საზოგადოება დემოკრატიულია, პერსონაჟები უმთავრესად უბრალო, "პატარა ადამიანები" არიან. აღსანიშნავია ამ ნაწარმოებთა პატრიოტიზმი, "ინგლისური ტრადიციების" გაიდეალება. პრიესტლის მნიშვნელოვანი რომანებია: "ანგელოზის ქუჩა" (1930), "ისინი დადიან ქალაქში" (1936), "ნათელი დღე" (1946), "ფესტივალი ფარბრიჯში" (1951), "ლონდონის ჩიხი" (1969) და სხვა. პრიესტლის ეკუთვნის პიესებიც, რომლებშიც სვამს სოციალურ და მორალურ პრობლემებს, მაგრამ ხშირად მიმართავს ექსპერიმენტს, პირობითობას, დროთა აღრევას. წარმატება მოიპოვა პიესებმა "სახიფათო მოსახვევი" (1932), "ტირიფების ჭალა" (1933), "სამოთხის კიდე" (1934), "დრო და კონვეის ოჯახი" (1937), "განძი" (1953), "შუშის გალია" (1958) და სხვა.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უილიამ ბლეიკი (*28 ნოემბერი, 1757, ლონდონი ― † 12 აგვისტო, 1827, იქვე) – ინგლისელი პოეტი, მხატვარი და ლითოგრაფი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში თითქმის შეუმჩნეველი იყო, ბლეიკის ნამუშევრები, შესრულებული მის მეუღლე ქეთრინთან ერთად, ამჟამად საყოველთაოდ არის ცნობილი. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის აზრით "ბლეიკი ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ხელოვანია, რომელიც ბრიტანეთს ოდესმე აღუზრდია".

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1253 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვლადიმერ სოლოვიოვი (რუს.: Владимир Сергеевич Соловьёв; დ. 16 იანვარი, 1853 - გ. 1900) — რუსი ფილსოფოსი, პოეტი, ლიტერატურათმცოდე; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის XIX საუკუნის ბოლოს რუსული ფილოსოფიის განვითარებაში.

დაიბადა მოსკოვში რუსი ისტორიკოსი სერგეი სოლოვიოვის ოჯახში. დედამისი, პოლიქსენა ვლადიმიროვნა, წარმოშობით უკრაინელ-პოლონელი იყო, ჰრიჰორი სკოვოროდას შთამომავალი. ყმაწვილკაცობაში სოლოვიოვმა მართლმადიდებლური (ორთოდოქსული) ქრისტიანობა უარყო და ნიჰილისტი გახდა, თუმცა მოგვიანებით ის ისევ უბრუნდება (ნაწილობრივ მაინც) რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. სოლოვიოვი ასევე თედორე დოსტოევსკის ახლო მეგობარი იყო. მიუხედავად დოსტოევსკის შეხედულებისა რომაული კათოლიკური ეკლესიის შესახებ, სოლოვიოვი გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე კათოლიკე გახდა, თუმცა საკუთარი განცხადებით მას რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი რწმენა არასდროს დაუკარგავს.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვლადიმერ მაიაკოვსკი დაიბადა საქართველოში, სოფელ ბაღდათში (ამჟ. ბაღდათის რაიონი), ვლადიმერ კონსტანინეს ძე მაიაკოვსკის (1857-1906) ოჯახში, რომელიც 1889 წლიდან ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. პოეტის დედა, ალექსანდრა ალექსეევნა (1867-1954) წარმოშობით კაზაკი იყო. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.

1908 წელს შევიდა რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარიაში და სამჯერ იქნა დაპატიმრებული. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. 1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი მისი გამოქვეყნებული ლექსი, "ღამე" (1912), შევიდა ფუტურისტულ კრებულში "სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას". 1913 წელს წერს და დგამს ტრაგედიას "ვლადიმერ მაიაკოვსკი", რომელშიც თავადვე ასრულებს მთავარ როლს.

1914 - 1915 წლებში მუშაობს პოემაზე "შარვლიან ღრუბელს", რომელიც ფ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1356 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

  
ბავშვობა დედულეთში, პენზის გუბერნიის სოფ. ტარხანში გაატარა. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. პოეტის მამას, ხელმოკლე აზნაურ იური ლერმონტოვსა და დიდგვაროვან, პატივმოყვარე ბებიას, ელისაბედ არსენიევას შორის უთანხმოებამ მტკივნეული კვალი დაამჩნია ფაქიზ სულს. ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა, იშვიათი ნიჭით ანცვიფრებდა შინამასწავლებლებს. 1827 ბებია-შვილიშვილი მოსკოვში გადასახლდა. 1828 ლერმონტოვი უნივერსიტეტთან არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო 1830 — ამავე უნივერსიტეტის ზნეობრივ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ჩარიცხეს. 1832 ლერმონტოვმა მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი, როგორც ვარაუდობენ, რეაქციონერ პროფესორებთან კონფლიქტის გამო და პეტერბურგში გადავიდა. აქაური სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1834-იდან, ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად.

ლექსების წერა ლერმონტოვმა 1828 წელს დაიწყო, გამოქვეყნება — 1837-დან. ლერმონტოვს სახელი გაუთქვა ამავე წელს დაწერილმა ლექსმა „პოეტის სიკვდილი", რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. მძაფრი მამხილებელი პათოსის გამო მეფის მთავრობამ „რევოლუციის მოწოდებად" მიიჩნია პუშკინის მკვლელებისადმი მიმართული ეს ლექსი. ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრა ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1456 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

  

ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი ( რუს. Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин) (დ. 26 მაისი/6 ივნისი, 1799, მოსკოვი ― გ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1837, პეტერბურგი), რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი.

ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - ნადეჟდა ოსიპის ასული - პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი.

1811 პუშკინი შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელოში. პუშკინმა ლიცეუმშივე აირჩია ლიტერატურის გზა, იქ სწავლისას დაწერა 120-მდე რომანსი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. იგი განიცდიდა დერჟავინის, ჟუკოვსკის, ბატიუშკოვის, რადიშჩევის გავლენას; კრიტიკულად ითვისებდა მათ პოეტურ მემკვიდრეობას და თანდათანობით იკვლევდა საკუთარ გზას მწერლობაში.

1814-იდან პუშკინის ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პეტერბურგში პუშკინის ცხოვრების დასაწყი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1888 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

  

ანტონიო დე ტრუება ი ლა კინტანა (ესპ. Antonio María de Trueba y de la Quintana; დ. 1821-10 მარტი, 1889) იყო ესპანელი პოეტი, ნოველისტი და ფოლკლორისტი. იგი დაიბადა მონტელაში, ბისკაიში 1821 წელს (ზოგი წყაროს მიხედვით 1819 წელს) სადაც პირადად მიიღო განათლება.

ტრუება ადრინდელი ესპანური რეალიზმის წარმომადგენელია. იგი წარმოშობით ბასკია და მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ბასკური ფოლკლორის ნიმუშებს. გამოქვეყნებული აქვს ნოველების კრებულები "ხალხური მოთხრობები" (1859), "ვარდისფერი მოთხრობები" (1859), "სოფლური მოთხრობები" (1960), სადაც ასახავს ბასკეთის ყოფა-ცხოვრების სურათებს, ისტორიასა და ფოლკლორს. შესანიშნავად ხატავს მთელს გალერეას გულწრფელ, გულახდილ, მორჩილ შრომელთა ხასიათებისა, რომლებიც მთლიანად მინდობილნი არიან ეკლესიასა და ბურჟუაზიულ მორალს. ანტონიო ტრუება არც ქალაქის წვრილ ბურჟუაზიას ივიწყებს. ავტორია ისტორიული რომანებისა: "სიფი" (1851), "სიდის ქალიშვილი" და ეპოქის ცხოვრების ამსახველი რომანისა "თანამედროვე სიჩლუნგე" (1876).
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კალიმაქე (დაახლ. ძვ. წ. 315, კირენე, ჩრდ. აფრიკა – დაახლ. ძვ. წ. 240, ალექსანდრია), ელინიზმის ეპოქის ბერძენი პოეტი და მეცნიერი. ალექსანდრიის პოეტთა წრისა და ბიბლიოთეკის მეთაური იყო. შეადგინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ თხზულებათა კომენტირებული 15–წიგნიანი კატალოგი, ე. წ. პინაკები. შექმნა მცირე მოცულობის პოემის ჟანრი – ეპილიონი, რის გამოც დავა ჰქონდა აპოლონიოს როდოსელთან. ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს 60 ეპიგრამა, 6 ჰიმნი, კრებულ "მიზეზების" ფრაგმენტები, ეპილიონის "ჰეკალესა" და იამბების ნაწყვეტები. მცირე მოცულობის პოემა "იბისი" დაკარგულია.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აპოლონიოს როდოსელი — გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსი, სწავლული, პოეტი, დაიბადა ძვ.წ. 295 წელს ალექსანდრიაში, მერე ლიტერატურულ მოქიშპეებს გაერიდა, როდოსზე გადასახლდა და დაამუშავა „არგონავტიკის" პირველი ვარიანტი, რომელიც კალიმაქემ და სხვა მოღვაწეებმა სასტიკად გაუკრიტიკეს. ამიტომ შექმნა ახალი ვარიანტი, რამაც დიდად განუთქვა სახელი. ეს წიგნი მრავალგზის ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როდოსელ მგოსანს თვით ვალერიუს ფლაკუსი და ვერგილიუსი ბაძავდნენ, იყენებდნენ და სწავლობდნენ. მართალია, მან სრულყოფილი ოსტატობით ვერ განახორციელა გაბედული მიზანი, ჰომეროსის დიდი ეპოსი უნდა აღვადგინოო, მაგრამ მისმა ეპოსმაც ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და წყაროს მნიშვნელობა შეიძინა.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არატე (Aratos) (* ძვ. წ. დაახლოებით 315 - ძვ. წ. 240). ძველი ბერძენი დიდაქტიკოსი-პოეტი და ასტრონომი კილოკიის ქ. სოლედან.

მრავალ სხვა ნაწარმოებთან ერთად დაწერა დიდაქტიკური პოემა "ფენომენი" ("ციური მოვლენები"), რომელიც ევდოქსეს (ძვ. წ. 390 - ძვ. წ. 337) ასტრონომიული მოძღვრების გადმოცემაა. პოემაში მან შეიტანა თქმულებები ციურ სხეულებზე და ცნობები ამინდის ნიშნებზე. "ფენომენა" მეტად პოპულარული თხზულება იყო ანტიკურ სამყაროში (ლათინურად თარგმნეს ციცერონმა, გერმანიკუსმა, ავიენუსმა) და შუა საუკუნეების ევროპაში. პოემიის უდიდესმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
კვირა, 2024-12-22, 5:51 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024