მთავარი » ♥ცნობილი მწერლები♥
დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფ. ლამისყანაში გაიხიზნა.
დაახლოებით 1727—1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია.
ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737) სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, მეტწილად უკრაინაში.
გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში — მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738—
...
Read More
|
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავსრუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალური-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე ს
...
Read More
|
შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (დ. 1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა ― გ. ივლისი, 1943, პარიზი, დაკრძალულია იქვე, სენტ-უანის სასაფლაოზე), ქართველი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. პირველი ლექსებიც სწავლის დროს დაწერა. მოწაფეობაშივე გაიტაცა რევოლუციურმა მოძრაობა, მონაწილეობდა 1905 გამოსვლებში ქუთაისში მიხაკო წერეთელთან ერთად. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს. 1909 წელს ამირეჯიბი სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი "ჩვენი ერი", მალე დააპატიმრეს.
ლიტერატურული მოღვაწეობა 1910-იან წლებში დაიწყო, იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ "კლდის" თანამშრომელი, რომელშიც ნაწარმოებებს ბეჭდავდა "ფარსმან-ფარუხის" ფსევდონიმით. 1915 წლიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი. სავარ
...
Read More
|
ნინო დარბაისელი (* 8 მარტი, 1961, თბილისი), ქართველი პოეტი, ლიტერატურატმცოდნე. საქართველოს მწერალთა ნაციონალური კავშირის წევრი, შემოქმედებითი გაერთიანება "არილის" წევრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იბეჭდება 1974 წლიდან, ფართო დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში „პოეზიის დღე".
გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ახალდედები" (მერანი, 1987), "ჩემი სიყვარულის ბწკარედი" (ლომისი, 1996), "დილისპირული" (მერანი, 2002), "დიოტიმა" (მერანი, 2005 და 2006).
საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის გამომცემლობა "მეცნიერების" მთავარი რედაქტორი (1990-1995). საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში (1994-1997). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ნომინანტი პუბლიცისტიკის დარგში (2005).ფილოლოგიის დოქტორი: დისერტაცია თემაზე "ქართული ვერლიბრი" (1992).
1999 წლიდან დარბაისელი არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი. 2000 წლიდან მუშაობს "გალაკტ
...
Read More
|
ვიქტორ იპატის ძე გაბესკირია (დ. 29 იანვარი/11 თებერვალი, 1903, ფოთი ― გ. 27 აგვისტო, 1964, თბილისი), ქართველი პოეტი და დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1927). მისი პირველი ლექსები 1922 გამოქვეყნდა გაზეთ "ბახტრიონში", ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. გაბესკირია რედაქტორობდა ფოთის გაზეთ "პონტოსს" (1922), შემდეგ ბათუმის ჟურნალ "ისპირს" (1924). მუშაობდა გაზეთების "წითელარმიელის", "კომუნისტისა" და "მუშის" რედაქციებში. გაბესკირიას ლექსთა მომდევნო კრებულში (1939) შეპირისპირებულია ძველი და ახალი საქართველო, ხოლო 1949-ის კრებულის ძირითადი თემაა დიდი სამამულო ომი. "ერთტომეულში" (1955) ლირიკული ლექსების გარდა შევიდა პოემები "ქეთევან წამებული", "შემთხვევა პიონერთა ბანაკში", "ნონია მესხი" და თარგმანები(ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ნ. ნეკრასოვი, ა. მიცკევიჩი, ლესია უკრაინკა და სხვა).
ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა გაბესკირიას პიესები "ლაქაშებს შორის" (1929), "მათი ამბავი" (1938), "მარტოხელა" (1948-1949), "უფსკრულთან" (1953-195
...
Read More
|
პეტრე გიორგის ძე ლარაძე (დ. 1770 ― გ. 1837), ქართველი პოეტი, კალიგრაფი. განაგებდა თბილისის სამეფო წიგნსაცავს. მონაწილეობდა პოლიტიკურ დაჯგუფებაში. 1803-1810 თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სპარსეთს იყო გადახვეწილი. 1810-იდან პეტერბურგში ცხოვრობდა. 20-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. ლარაძეს ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული "მრავალფერყვავილოვანი", პოემები "საქართველოს ძველი დროის თავგადასავალი", "დილარიანი", "სახე-მგოსანი" და სხვა. ლარაძის პოემაშიაისახა ყველა ის საკითხი, რომელიც აღელვებდა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის ქართულ მწერლობას.
|
დუტუ მეგრელი (ნამდვილი სახელი — დიმიტრი თომას ძე ხოშტარია), (* 26 ოქტომბერი, 1867, სოფ. სუჯუნა, ახლანდელი აბაშის რაიონი ― † 13 მარტი, 1938, თბილისი), ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე. დიმიტრი ხოშტარია დაიბადა 1867 წელს, 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში. მამამისი თომა სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანის მამას). აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით.
აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა.
ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში.
აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლოების ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნი
...
Read More
|
რევაზ აკაკის ძე მარგიანი (დ. 24 ნოემბერი, 1916, სოფ. მულახი, მესტიის რაიონი) ქართველი პოეტი. სკკპ-ის წევრი 1947-დან.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი. 1979-დან გამომცემლობა "მერანის" დირექტორი.
პირველი ლექსი "მირანგულა" 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" - 1940. სამამულო ომის წლებში დაწერილმა ლექსებმა შეადგინა ეპიკური სულისკვეთებით გამსჭვალული წიგნი "მუმლი მუხასა" (1946). შემდგომ კრებულში ("მხოლოდ ახალი", 1958; "მთანი მაღალნი", 1960; "ლილე", 1965; "გამოღვიძება", 1966; "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან", 1975 და სხვ.), მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მარგიანის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის თხზულებებში წარმოჩინდა სვანური ბუნება და მითოსი, რომელიც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას ("ოია ოიალე", "ოიდა ნანაილა", "მარილი", "ელეგია მეგობრის სიკვდილზე" და სხვ.).
...
Read More
|
ონანა მდივანი (ნამდვილი სახელი და გვარი ონანა გიორგის ძე ქობულაშვილი) (* 1757/1758 ― † 1728, მოსკოვი), ქართველი პოეტი, მდივან-მწიგნობარი ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე.
აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის თაოსნობით გაჩაღებულ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. ასტრახანში გალექსა პოემა "ბარამგულიჯანიანი", დაწერა ანბანთქებანი, რომლებშიც გადმოსცემდა ეკლესიურ-სარწმუნოებრივ მოტივებს, სატრფიალო განწყობილებებს, XVIII საუკუნის ქართველ ემიგრანტთათვის დამახასიათებელ შეხედულებებს წუთისოფლის დაუნდობლობაზე.
ონანა მდივანმა გადმოიღო ვახტანგ VI-ის მიერ პროზაულად თარგმნილი "ქილილა და დამანას" პოეტური ფრაგმენტები. 1726-იდან მოსკოვში ცხოვრობდა.
|
გალაკტიონი ბენდიერ ვარსკვლავზე დაიბადა,ოღონდ, როგორც პოეტი. უკვდავ მგოსანთა თანავარსკვლავედს: რუსთაველს, გურამიშვილს, ბარათაშვილს, ილიას, აკაკის, ვაჟას – ერთი მნათობი აკლდა და მეოცე საუკუნემ კიდევ ერთი ვარსკვლავი შემატა მათ.... მაგრამ უბედური იყო იგი პირად ცხოვებაში. გზააბნეული, მიუსაფარი, უმეგობრო, ''მარტოობის ორდენის კავალერი''...თითქოს შემთხვევით მოხვედრილიყო ის ამ ქვეყანაზე, ''ამაოების ბაზარში''... უყვარდა სიცოცხლე, თან მუდამ გაურბოდა მას....
''არ გიცხოვრია შენ ქვეყანაზე შენ გაიარე სიცოცხლის ახლო''
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|