♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ცნობილი მწერლები♥

ქეთევანი
ქეთევანი იყო ქართლის ფეოდალის, აშოთან მუხრან-ბატონის ასული, კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე, თეიმურაზ მეფის დედა. დაიბადა 1575 წელს. ქეთევან დედოფლის ერთადერთი ელეგიური ლექსი, რომელიც შირაზში „პყრობილებაში მწუხარემან სთქვა ფისტიკაურად", შეტანილია დავით რექტორის ხელნაწერ კრებულში, რომელიც მან 1821-1823 წლებში შეადგინა და გადაწერა. ქეთევანის ფისტიკაური ლექსი დაწერილია „ანბანთქების" სახით.

მარიამი – მაკრინე
მარიამი – მაკრინე, ცნობილი პოეტი-ჰიმნოგრაფი, კახეთის მეფის ერეკლე I-ის ასული. ცხოვრობდა მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე. მარიამის შესახებ მცირე ბიოგრაფიული ცნობები შემოგვრჩა. ვიცით, რომ იგი ერეკლე პირველის სახლთუხუცესის ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ მარიამი მონაზვნად აღიკვეცა. 1716 წელს იგი უკვე „ბატონიშვილ მარიამ ყოფილის მაკრინეს" სახელით იხსენიება. მაკრინეს უმთავრეს ლიტერატურულ ნაშრომს წარმოადგენს იოსებ ალავერდელის სადიდებლად შედგენილი საგალობლები.

მანანა
ამ პოეტი ქალის ორი საკმაოდ მოზრდილი პოეტური ნაწარმოები: „შაირნი" და „ციებასთან ბაასი" დავით რექტორმა თავის ანთოლოგიაში შეიტანა. ასევე მანანას მიეწერება: „ესეც რაღაც ღარიბად თქმული", „ცეცხლი მოედოს ფაშასა" და გაშაირება ახალციხელ მესტვირე კოტაშვილთან. მანანა ერეკლე მეორის თანამედროვე უნდა იყოს. სავარაუდოდ, „შაირნი" 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის მიერ ტფილისის აღებამდეა დაწერილი. ხოლო დარჩენილ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1333 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის-მარიკა ბარათა-შვილის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა. მას დღეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავ საღამოს ორგანიზება დედაქალაქის მერიამ გაუწია.

თეატრის სცენაზე მსახიობებმა-ზაზა იაქაშვილმა, მანანა კაზაკოვამ, ლილე თილ-ფანმა, ბესო ბარათაშვილმა, თამარ ბუხნიკაშვილმა იუბილარის ცნობილი ლექსე-ბი წაიკითხეს. ლევან წულაძის რეჟისორობით დადგმული მცირე იმპროვიზებული წარმო-დგენა მაყურებელს თითქმის ერთი ასეული წლით დაშორებულ წარსულში მცირე ექსკურსს სთავაზობდა.

მარიკა ბარათაშვილის ხანგრძლივი შემოქმედებითი გზა სათავეს ბავშვობიდან იღებს. პოეზიისადმი ინტერესი მას ცნობილმა პოეტმა-შიო მღვიმელმა ანუ, როგორც მას ბარათაშვილების ოჯახში ეძახდნენ-ძია შიომ გაუღვიძა. ,,საბავშვო ლექსები უნდა ვწერო”- გადაწყვიტა პატარა მარიკამ. აქედან მოყოლებული პოეტმა ბავშვებს არაერთი ლექსი თუ პოემა უსახსოვრა.

პოეტი და მწერალი მარიკა ბარათაშვილი თვითონ არაერთხელ ქცეულა პოეტთა შთაგონების წყაროდ. მას უძვნიდნენ და უძღვნიან ლექსებსს, ასხამენ ხოტბას, მის სიტყვებზე იწერება დაუვიწყარი მელოდიები. თუმცა, ალბათ, ყველაზე ხშირად მარიკა ბარათაშვილი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1551 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 6 7 8
შაბათი, 2024-12-21, 7:47 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024