მთავარი » ♥ცნობილი მწერლები♥
ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური (12 ივლისი, 1970 თბილისი) - ქართველი მსახიობი და პოეტი.
1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობს გრიბოედოვის თეატრში. არის კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.
2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო[1].
|
მსახიობ ნიკო გომელაურს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ამის გამო არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა და არც ცხოვრებაზე ჩაუქნევია ხელი. სცენის გარეშე იმდენად ვერ წარმოუდგენია ყოფნა, თუ მკურნალობის კურსი ხელს შეუშლიდა, მზად იყო არ ჩაეტარებინა.
– როდის აღმოაჩინეთ თქვენში შემოქმედებითი ნიჭი?
– ვერ ვიტყვი, რომ არ ვიცოდი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე. ბავშვობიდან მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. არა მხოლოდ მინდოდა, ვთვლიდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო, უკვე მსახიობად ვგრძნობდი თავს. ასე მივედი თეატრალურ ინსტიტუტში. რაც შეეხება პოეზიას, გარდა იმისა, რაც ღმერთმა ნიჭი მომცა, აქ ჩემი მშობლებისა და ძმის დიდი დამსახურებაა. ბავშვობიდან, სანამ კითხვას ვისწავლიდი, ბევრს მიკითხავდა, შემაყვარეს კითხვა, პოეზია. განსაკუთრებული დღე და წელი არ ყოფილა, რომ მივმხვდარიყავი, წერა შემეძლო. რაც შეეხება აღმოჩენებს, პატარ–პატარა აღმოჩენები დღემდე გრძელდება და, დიდი იმედი მაქვს, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.
– თქვენი ცხოვრებისეული გზის არჩევანი აღზრდამ განაპირობა?
– ადამიანის ქცევებს დიდწილად აღზრდა და ოჯახი განაპირობებს. სიამოვნებით ვუსმენდი, როცა მიკითხავდნენ. ეს არ იყო იძულებითი. იძულებითი იყო, როცა კითხვას ვსწავლობდი და მიჭირდა. როცა რაღაც გიჭირს და ძალა უ
...
Read More
|
სურათი გადაღებულია ქუთაისის ერთ-ერთ საოჯახო ბაღში. ექიმ გოკიელის სახლის პირდაპირ, დღევანდელ წერეთლის ქუჩაზე – სასტუმრო "სევერნაიას” უკან. ფოტო ეკუთვნის ნიკოლოზ საღარაძეს, რომელმაც 7000 სურათი და 150 ნეგატივი უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს.
სურათზე სხედან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. ტიციან ტაბიძე, 2. გრიგოლ ვეშაპელი, 3. იროდიონ ევდოშვილი, 4. ვარლამ რუხაძე, 5. აკაკი წერეთელი, 6. დავით კლდიაშვილი, 7. ლადო დარჩიაშვილი, 8. იასონ ნიკოლაიშვილი, 9. ისიდორე კვიცარიძე. დგანან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. აკაკი სვანი, 3. ბ. გელაზანია, 4. ილია ბახტაძე, 5. ია ეკალაძე, 6. მიხაკო ჯანოევი (ნემო), 7. თეოფილე ხუსკივაძე, 8. კონსტანტინე გამსახურდია, 9. ჯაჯუ ჯორჯიკია, 10. დავით მებუკე (ცვარნამი), 11. ლელიკო ჯაფარიძე.
____________________________________________
1914 ნწელს აკაკი წერეთლის მონაწილეობით ქუთაისში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რაც ნ. საღარაძემ ფოტოზე აღბეჭდა.
7000 სურათი და 150 ნეგატივი ნიკო საღარაძემ უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს (სადაა ეს არქ2ივი?). სურათების სია თან აქვს, თუ არა. აგრეთვე ნეგატივების?
საინტერესოა, რომ აქ არის ევდოშვილი. ის ჩამოვიდა ქუთაისში საღამოს გასამართავად და, ალბათ, ეს ფოტოც იმ დროისაა. როდის გაიმართა ევდოშვილის საღამო ქუთაისში? საჭიროა აღვადგინოთ.
ის
...
Read More
|
1
ზაქარია ჭიჭინაძეს, ცნობილ მწიგნობარსა და ისტორიკოსს, ახალგაზრდებმა უქეს ჩემი ლექსი ”მერი” – ეს ლექსი დიდი პოპულიარობით სარგებლობდა ერთ დროს.
- რა ჰქვია სახელად იმ ლექსს – კიდევ შეეკითხა ზაქარია.
- ”მერი”.- იყო პასუხი.
- აა, გამიგონია,- სთქვა დინჯმა მწიგნობარმა… – მესხეთ-ჯავახეთშიც კი ძლიერ გავრცელებულია ეს ლექსი.
- ეს როგორო – გაოცდნენ ახალგაზრდები.
- იქ ასეთი ლექსია, – სთქვა ზაქარიამ, – ”მე რომ მოვკვდე, მე რისთვისა, გადამთიელ მერისთვისა”! – ძალიან პოპულარული ლექსია, – დარწმუნებით დაამატა ზაქარიამ.
2
სახელი ”მერი”- მე არ გამომიგონებია; თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელლის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ერთი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი – სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია…
3
ერთხელ ოპერის თეატრში – ”მერი” ცოცხალ სურათად დასდგეს. მერის ახო
...
Read More
|
1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.
მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.
დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის".
ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.
1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.
1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს", „შავი ღრუბელი" და სხვა.).
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი".
1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში".
1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავ
...
Read More
|
„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი", ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული-მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მარტამდე (№ 1-9). ჟურნალი ბეჭდავდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, ლიტერატურულ კრიტიკას; წერილებს მხატვრობის, თეატრისა და მუსიკის საინტერესო საკითხებზე და სხვა. რედაქტორ-გამომცემელი — გ. ტაბიძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: გ. ქუჩიშვილი, შიო მღვიმელი, ბაბილინა, დ. შენგელაია, ია ეკალაძე, ი. ვართაგავა, ს. მელაძე, ი. მოსაშვილი, ტ. გრანელი, ვ. გუნია, ა. ღვინიაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ი. ქავჟარაძე და სხვა. ჟურნალი მხატვრულად გააფორმეს ლადო გუდიაშვილმა და კირილ ზდანევიჩმა. „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალმა" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში.~
|
გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
ბიოგრაფია გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალ
...
Read More
|
იპოლიტ ბარტდინსკი (დაბადება და გარდაცვალება უცნობია), XIX საუკუნის 30-40-იანი წლების რუსი პოეტი, მთარგმნელი.
1841-1845 წლებში თეთრი ლექსით თარგმნა "ვეფხისტყაოსნის" 142 სტროფი. ეს იყო რუსთაველის პოემის ერთერთი პირველი თარგმანი. გამოქვეყნდა 1845 წელს პეტერბურგის ჟურნალ ილლუსტრაციაში (№ 6, 7) სათაურით "Тариель - Барсова кожа". "ვეფხისტყაოსანს" რუსი მთარგმნელი გასცნობია პეტერბურგში მყოფი ქართველი პოეტის გრიგოლ დადიანის (კოლხიდელის) დახმარებით, ხოლო თარგმნისას უსარგებლია დავით ჩუბინაშვილისეული პწკარედით.
|
ბორის ლეონიდის ძე პასტერნაკი (დ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1890, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 30 მაისი, 1960, პერედელკინო, მოსკოვის ოლქი, სსრკ), რუსი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1958).
ბიოგრაფია 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წლიდან - გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1913 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები, 1914 — პირველი პოეტური კრებული „ტყუპისცალი ღრუბლებში". ვლადიმერ მაიაკოვსკისთან შემოქმედებითმა მტერ-მოყვრობამ ერთხანს განსაზღვრა პასტერნაკის პოეტური გეზი. ლერმონტოვისა და ტიუტჩევის ტრადიციათა მიმდევრობას შემდგომ წლებში დაემატა უღრმესი კავშირი პუშკინისა და ბლოკის პოეტურ სამყაროსთან, აგრეთვე, რ. მ. რილკეს დიდი გავლენა.
პასტერნაკის კრებულში „დაი ჩემი, ცხოვრება" (1917, გამოქვეყნდა 1922), ციკლებში „ბარიერთა ზემოთ", „თემები და ვარიაციები" და 1918-1919 წლებში შექმნილ სხვა ლექსებში რევოლუციური აღქმა გადმოცემულია ბუნებ
...
Read More
|
*** მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
***
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე (სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით
***
განგრევს მოძრაობის ილუზია, გახრჩობს უძრაობის ანაკონდა. შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია წლების ფრაგმენტული ამარკორდი. <
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|