♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ცნობილი მწერლები♥


1946 წელს მშობლებმა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. მეგობრებს საერთო მიზანი აერთიანებდა - სამშობლოს თავისუფლება. მე-9 კლასიდან მერაბ კოსტავა მუსიკალურ ათწლედში გადავიდა. მას შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეათე კლასის მოსწავლე 1956 წელს პირველად დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. სურდა პიანისტი გამხდარიყო. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი, მაგრამ რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.

მეორედ 1977 წლის 7 აპრი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1225 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბიორნსტიერნე ბიორნსონი

ბიორნსტიერნე მარტინუს ბიორნსონი (ნორვ. Bjørnstjerne Martinus Bjørnson); (*8 დეკემბერი 1832, კვიკნე (ტინსეტი), ნორვეგია — 26 აპრილი 1910, პარიზი, საფრანგეთი) — დიდი ნორვეგიელი პოეტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1903). ნორვეგიის ჰიმნის ტექსტის ავტორი.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1238 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI საუკუნე). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს".

გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, ერეკლეს II-ის ქალის, ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.

გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო. ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1851 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გიორგი ორბელიანი დაიბადა 1818 წელს. 1862-1863 წწ. ცხოვრობდა ქუთაისში, 70-იანი წლებიდან თბილისში. დაახლოებული იყო თანამედროვე მოწინავე ადამიანებთან. მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ საქმეებშიც. 1879 წელს გიორგი იყო საადგილმამულო ბანკის შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე. მისი პირველი ლექსი „ჰე, საყვარელო.." გამოქვეყნდა 1852 წელს ჟურნალ „ცისკარში". 60-70-იან წწ. პოეტის სატრფიალო და პატრიოტული ლექსები ქვეყნდებოდა „მნათობსა" და „ცისკარში". თარგმნილი აქვს კრილოვის „მელა და ყურძენი" ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კეროლ ენ დაფი (ინგლ. Carol Ann Duffy; დ. 23 დეკემბერი, 1955, გლაზგო, შოტლანდია) — შოტლანდიელი პოეტი, დრამატურგი, მწერალი და მიმდინარე პოეტი-ლაურეატი. ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი და კომანდორი (1995, 2002).

დაფი დაიბადა გლაზგოში. გაიზარდა სტაფორდშირში. 1977 წელს ლივერპულის უნივერსიტეტი დაამთავრდა ფილოსოფიის განხრით. ამჟამად ცხოვრობს მანჩესტერში და პოეზიას ასწავლის მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის წერის ფაკულტეტზე. 2009 წლის 1 მაისს ის ენდრიუ მოშენის შემდეგ გახდა პოეტი-ლაურეატი, ასევე პირველი ქალი და პირველი შოტლანდიელი ამ პოსტზე.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეფრემ ასური (”სინანულის მოძღვარი” 306 - 9.VI.373) სირიელი პოეტი, მწერალი, ასკეტური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოში.

დაიბადა ქალაქ ნისიბინში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.

როდესაც ნისიბიმი სპარსელთა ხელში გადავიდა, იძულებული გახდა (363) დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი. ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1780 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

აბუ დულაფი მისარ იბნ მუჰალგილ ალ-ხაზრაჯი ალ-იანბუი, X საუკუნის არაბი პოეტი, მოგზაური და მეცნიერი. იმოგზაურა ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და ამიერკავკასიაში.

X საუკუნის 50-იან წლებში იყო თბილისში. ცნობილია აბუ დულაფის ორი "რისალა" (წერილი, დღიური). პირველი აღწერს აბუ დულაფის მოგზაურობას ჩინეთში, მეორე - ირანსა და ამიერკავკასიაში. საინტერესოა აბუ დულაფის ცნობები ძვირფასი წიაღისეული სიმდიდრეების, მინერალური წყაროებისა და სამკურნალო მცენარეების შესახებ. მეორე "რისალაში" აღწერილია X საუკუნის თბილისი.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იულიან ტუვიმი (პოლონ. Julian Tuwim; დ. 13 სექტემბერი, 1894, ლოძი, პოლონეთი – გ. 27 დეკემბერი, 1953, ზაკოპანე, პოლონეთი), პოლონელი პოეტი, პოლონეთის სრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951). 1916-18 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტი იურიდიულ და ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1913 წლიდან. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი პოეტურ ჯგუფ "სკამადრის", რომელიც იცავდა "ყოველდღიურობის პოეზიას" და ილაშქრებდა "ახალგაზრდა პოლონეთის" ტრადიციების წინააღმდეგ. თავდაპირველად ტუვიმმა განიცადა ფრანგი სიმბოლისტებისა და უოლტ უიტმენის გავლენა. ეკუთვნის ლექსთა კრებულები "ვდარაჯობ ღმერთს" (1918), "ბოშური ბიბლია..." (1933), "მოგიზგიზე არსი" (1936) და სხვა. ტუვიმმა პოეზიაში შემოიყვანა ლირიკული გმირი – თანამედროვე ქალაქის მკვიდრი, დანერგა სასაუბრო მეტყველება, რითაც დემოკრატიული ხასიათი შესძინა თავის ლექსებს. მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945) ანტიფაშისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ემიგრაციაში. 1946 წელს დაბრუნდა სამშობლოში. განახლებულ პოლონეთს მიუძღვნა ლირიკული ეპიკური პოემა "პოლონეთის ყვავილები" (1949, დაუმთავრებელი გამოცემა). ტუვიმმა თარგმნა ვეფხისტყაოსნის პროლოგი ორი რედაქციით ("Nova Kultura", 1952, N45).
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაიბადა შეძლებული ლონდონელი მოქალაქის ოჯახში. 8 წლის ასაკში, მამამისი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ხოლო 14 წლისას დედაც გარდაეცვალა. სწორედ დედისგან მიიღო მომავალმა პოეტმა მძიმე მემკვიდრეობად ჭლექი, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა. პატარა ჯონი ენფილდში, კლარკის სკოლაში სწავლისას, თავდაპირველად თითქოს არაფრით გამოირჩეოდა თანატოლებისგან. 1810 წელს ჯონ კიტსი მეურვემ სკოლიდან გამოიყვანა და ქირურგს მიაბარა შეგირდად. 1815 წელს ჯონმა გაისს საავადმყოფოს სასწავლებელში განაგრძო სწავლა, მომდევნო წელს კი გამოცდებიც ჩააბარა და ექიმის წოდება მიენიჭა, თუმცა ექიმად არასოდეს უმუშავია – მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე პოეზიას მიუძღვნა.

პოეტობის სურვილი ჯონ კიტსს სპენსერის "ფერიების დედოფალის" წაკითხვამ აღუძრა. პირველი ლექსი კიტსმა 1814 წელს დაწერა, რომლის სათაურია "an imitation of Spenser".

ჯონ კიტსი თავისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს "უზრუნველს" უწოდებდა და სავსებით იზიარებდა იმ შენიშვნას, რომ მისი ზოგიერთი ნაწარმოები მეტისმეტად დამტკბარი იყო.

ჯონ კიტსის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია ჯონ მილტონმა შექსპირმა ჯონ დრაიდენმა ჯონ დო ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1331 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რობერტ ბერნსი (ინგლ. Robert Burns; დ. 25 იანვარი, 1759, შოტლანდია – გ. 21 ივლისი, 1796, დამფრისი, შოტლანდია), იყო შოტლანდიელი პოეტი და ლირიკოსი, ის ერთერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა, ვინც შოტლანდიური ენაზე წერდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ინგლისურია, მცირე შოტლანდიური დიალექტით. 25 იანვარი, ბერნსის დაბადების დღე, შოტლანდიის ეროვნულ დღესასწაულად ითვლება (Burns supper).
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1424 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
კვირა, 2024-12-22, 6:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024