♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ცნობილი მწერლები♥

ქართული პოეზიის ბერმუხა გიორგი (გოგლა) ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს სოფელ პატარძეულში, სახალხო მასწავლებლის ოჯახში. პოეტის მამას უსწავლია გორის საოსტატო სემინარიაში ვაჟა-ფშაველასთან ერთად, რომელთანაც ახლო მეგობრობაც ჰქონია. დედას ჩაუნერგავს პოეტის გულში ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიის სიყვარული. დედის წყალობით ექვსი წლის გიორგი უკვე დამოუკიდებლად უკითხავდა წიგნებს თანატოლებს.
«ნინოწმინდა პალატები მეფეთა, გალავანი-ჯამი აქაფებული»- ამბობს ერთგან პოეტი და ჩანს, როგორ ეამაყება ისტორიულ სოფელს რომ უკავშირდება მისი წარმომავლობა დედის მხრივ. სოფელი პატარძეული ივრის სანაპიროთი კი ყრმობას მარადჭაბუკს ხდის.
თბილისში გიორგი 1907 წელს ჩამოვიდა; ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სემინარიაში სწავლობდა, 1919 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
გოგლამ ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო. რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკასო,-იგონებდა პოეტი და დასძენდა,-ივრის წნორებს ვუკითხავდი ჩემს პირველ ლექსებო. 12 წლის ჭაბუკი უკვე აქვყნებს პირველ ლექსს ,,მცხეთას” გაზეთ ,,სინათლეში.” ამავე პერიოდიდან იწყებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ისტორიულ-არქეოლოგიური ხასიათის სტატიების გამოქვეყნებას. ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2476 | დამატებულია: giorgi_adu | სრულად წაკითხვა >>



გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს „გენიალური გალაკტიონისა" და „პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის „მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული „ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: „ლურჯა ცხენები", „გობელენი", „შერიგება", „მთაწმინდის მთვარე", „ალვები თოვლში", „ოფორტი", „შიშველი", „მარმარილო", „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი", „დგება თეთრი დღეები...", „მგლოვიარე სერაფიმები", „ყორანი", „Voiles", „სიშორით შენით", „ვინ არის ეს ქალი?", „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში", „შემოდგომა "უმანკო ჩასახების" ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1973 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.

1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.

1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.

მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. 1806 წელს ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807 წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია.

1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი.
ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით

წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1548 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (ლიტერატურული ფსევდონიმი კოლხიდელი) (დ. 6 ოქტომბერი/18 ოქტომბერი, 1814, ზუგდიდი — გ. 6 იანვარი/19 იანვარი, 1902, ქუთაისი), ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე. სამეგრელოს მთავრის ლევან V-ის ძე, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1883).

ბიოგრაფია
1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან პეტერბურგში მსახურობდა ჯერ ლაიბგრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენკოეს პოლკში. 1844 წელს პოლკოვნიკი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ (1845) სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) მონაწილეობისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1880 წელს სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე - გენერალ-ადიუტანტის წოდება.

დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა „რუხის ბრძოლა", რომელშიც აღწერილია მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ 1780 წელს, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში („ცისკარი", „ივერია" და სხვა). „კოლხიდელის" გარდა ზოგჯერ სხვა ფსევდონიმებითაც წერდა („იოანე ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1249 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გიორგი დავითის ძე წერეთელი (დ. 10 აპრილი, 1927, სოფ. ითხვისი, საჩხერის რაიონი), ქართველი პოეტი.


ლექსების პირველი წიგნი "ეს ძველი და სხვა ახალი" 1961 წელს გამოსცა. ეკუთვნის პოეტური კრებულები "ლექსები" (1970), "მზეჩაუსვლელი" (1973), "სიმღერა მთის გულიდან" (1979). საბავშვო წიგნები "დედა გაუხარებია" (1965), "გამოცანები" (1969), "ნამცეცას გმირობა" (1971), "ბაჭია მიდის სკოლაში" (1978), "თოხზე ნაწერი ლექსები" (1982) და სხვა.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1401 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილი (დ. 1774 ― გ. 1837), ქართველი პოეტი და მწიგნობარი. 1790-იდან იყო ჯერ ერეკლე II-ის, მერე გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი. მოგვიანებით იყო რუსეთის სახელმწიფო სამსახურში, 1820 მიიღო სტატსკი სოვეტნიკის ჩინი. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის ძეგლთა შეკრებისა და გამრავლების საქმეში. მისი დავალებით გადაიწერა მრავალი ქართული ხელნაწერი. თვითონაც კალიგრაფი იყო. თუმანიშვილი ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარია. იგი არის აგრეთვე "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი ინტერპოლატორი.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1299 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი(დ. 1746 ― გ. 1826), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. ბაგრატიონთა ქართლის შტოს შთამომავალი.

მონაწილეობდა ერეკლე II-ის ცენტრალისტური პოლიტიკით უკმაყოფილო თავადთა შეთქმულებაში, რის გამოც მამულები ჩამოართვეს და საქართველოდან გააძევეს. ცხოვრობდა მოსკოვში, განწესდა სამხედრო სამსახურში, მიიღო კაპიტნის წოდება. ზოგიერთი ცნობით, მონაწილეობდა რუსეთის 1812 სამამულო ომში. ბაგრატიონს ეკუთვნის თეიმურაზ I-ის თხზულების მობაძვით დაწერილი "წამება ქეთევან დედოფლისა" (დაიბეჭდა პეტერბურგში, 1819; ძველი ქართულ ლიტერატურაში ბაგრატიონი პირველი პოეტია, რომლის ნაწარმოები ავტორის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა); პროზაული თხზულება "ღამის ალერსი"; ლექსები "ჩემო მთვარეო", "ნანა", "სულის ყვავილი"; გალექსილი "შესაქმე და სხვ. ბაგრატიონის შემოქმედებაში გამოვლინდა ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი სოფლის მდურვის მოტივი, რომელსაც საფუძვლად სამშობლოსაგან მოშორება და პოლიტიკური მიზნების კრახი ედო. პოეტმა თავისი თხზულებები გააერთიანა კრებულში "დიმიტრიანი". ბაგრატიონი ქართული ანდაზების პირველი შემკრებია; თარგმნა რუსულიდან სამოელ რაბინის "ოქროს აღნაქვსი" და "ისტორია დაწყებისა განხეთქილებისა შორის ბერძენთა და რომაელთა გამოსცლისათვის სულისა წმიდისა".

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1414 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1908) მუშაობდა თბილისში "კავკაზისა" და "ნოვაია რეჩის" რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება", № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი" (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდენიები.

20-იანი წლების დასაწყისისათვის აბაშელის შემოქმედებაში მომძლავრდა დეკადენტური მოტივები (კრებული "ანთებული ხეივანი", 1923). იგი "აკადემიური მწერლობის კავშირის" აქტიური წევრი გახდა. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" (1929) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა.

აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1328 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თეკლე ერეკლე მეფის უსაყვარლესი ასული იყო. თეკლეს სახელით სამი ლექსია ცნობილი: „თეკლა ბატონიშვილისაგან თქმული გაფი, ქეთეონს, თავის დას პასუხს უგებს ამ ლექსით", „თეჯლისი",
„რომელთაგან მქონდა სიამე შვების". მათი თემატური მასალა იგივეა, რაც მისი დების. თეკლეს ლექსები, როგორც მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ პოეტთა უმეტესობის ნაწარმოებები, საკრავებზე დასამღერებლად არის გამიზნული. ამ დროს მიღებული იყო ირანული და თურქული სასიმღერო მოტივები, ლექსებიც შესაფერ რიტმულ აღნაგობას იღებდნენ. თეკლეს ლექსები შესულია დავით რექტორის მიერ შედგენილ და გადაწერილ კრებულში.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1300 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 5 6 7 8 »
შაბათი, 2024-12-21, 7:46 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024