♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ცნობილი მწერლები♥

ჰომეროსი (ბერძ.: Ὅμηρος Hómēros) -- ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς) და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე. მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრახომიომახია (Βατραχομυομαχία, ბაყაყისა და თაგვის ომი) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.

გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის. ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1590 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არქილოქე (Archilochos), ძვ. წ. VII საუკუნის ბერძენი პოეტი. არისტოკრატისა და მხევლის უკანონო ვაჟი. მკვიდრი კ. პაროსისა, სადაც გაატარა სიცოცხლის მეტი ნაწილი. იბრძოდა როგორც დაქირავებული ჯარისკაცი. დაიღუპა პაროსელთა და ნაქსოსელთა შეტაკებაში.

მისი შემოქმედება, რომელმაც ფრაგმენტების სახით მოაღწია, გვაცვიფრებს ჟანრობრივი და რიტმული მრავალფეროვნებით. წერდა ელეგიებს, ჰიმნებს, იგავებს, ეპოდებს. არქილოქე ითვლება იამბიკური პოეზიის მამათავრად. მის სახელთანაა დაკავშირებული ლირიკული სტროფის რამდენიმე სახე, დაქტილურ-ტროქეული ლექსის თავისებური ფორმა და მუსიკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების მთელი რიგი სიახლენი.

არქილოქე პირველი პოეტია, რომელმაც საკუთარი ვნებანი, პირადი სიხარული თუ ტკივილები პოეზიის საგნად აქცია. მხიარული და გონებამახვილი, მიამიტი და სარკასტი, მეომარი და მიჯნური ფატალისტი და ჰედონისტი - ასეთია მისივე ლექსების მიხედვით არქილოქეს ლიტერატურული პორტრეტი. პლატონი "ბრძენთა ბრძენს" უწოდებს მას. არქილოქეს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ბერძნულ ტრაგედიისა და კომედიოგრაფიის განვითარებაზე, არქილოქეს ნაწარმოებებს ასწავლიდნენ სკოლებში, მის ლირიკულ ლექსებს ისევე ასრულებდნენ რაფსოდები, როგორც ჰომეროსისა და ჰესიოდეს ეპიკურ ქმნილებებს. მისგან სწავლობდნენ ჰორაციუსი და კატულუსი. ძვ. ბერძნები ჰომეროსის გვერდით იხსენიებდნენ. არქილოქეს სახელს და მის სადიდე ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო (დ. 27 თებერვალი, 1807 - გ. 24 მარტი, 1882) იყო ამერიკელი პედაგოგი და პოეტი, რომლის ნამუშევრებია: „პოლ რევერეს მგზავრობა", ჰაიავათას სიმღერა, და „ევანჯელინა". ის იყო აგრეთვე პირველი ამერიკელი რომელმაც გადათარგმნა დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია და იყო ერთ-ერთი წევრი ჯგუფისა სახელად Fireside Poets.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1235 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჯაკომო ლეოპარდი (ინგლ. Giacomo Taldegardo Francesco di Sales Saverio Pietro Leopardi; დ. 29 ივნისი, 1798 – გ. 14 ივნისი, 1837) იყო იტალიელი პოეტი, ესეისტი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი.

ჯაკომო ლეოპარდი დაიბადა რეკანატში, მარკეს რეგიონში, რომის პაპის მმართველობის პერიოდში. მამამისი იყო გრაფი მონალდო ლეოპარდი და დედამისი მარკეზის ქალიშვილი ადელაიდე ანტისი მატეი. ლეოპარდის მამა იყო კარგი გულის კაცი და ლიტერატურის მოყვარული, ხოლო დედა ცივი და ავტორიტარული ქალი.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1990 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)
(14 ივლისი, 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი ― † 17 ივლისი, 1915, თბილისი)

„...მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით.
დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა... სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია...
წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე..."
„მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით". ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა...

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინე (Christian Johann Heinrich Heine) ( 13 დეკემბერი, 1797 – 17 თებერვალი, 1856) - ესეისტი, ჟურნალისტი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანელი რომანტიკოსი პოეტებისა. წარმოშობით ებრაელი, მოწიფულობის ასაკში მოექცა ქრისტიანობაზე.


სიყვარული - ეს ტკბილი ტკივილია გულში.


იქ, სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ, ადამიანებსაც დაწვავენ.


თუ მკერდში გული არ გიცემს, ვერასოდეს დაწერ ფართო მასებისათვის.


მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი ... შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე .


როცა სიტყვები უძლურია, ისინი ადგილს მუსიკას უთმობენ.


გამოცდილება საუკეთესო სკოლაა, უბრალოდ აქ სწავლა ძვირი ღირს.


ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები — ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი — სიყვარულს.


ბრიყვების რიცხვი დედამიწაზე გაცილებით აღემატება მოსახლეობის რაოდენობას.


უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.


რამდენი ცრემლიც არ უნდა დაღვარო, ბოლო მაინც ერთი იქნება - ცხვირის მოხოცვა.


ყოველი ქალი სამყაროს საჩუქარია ჩემთვის.


უნდა მიუტევო შენს მტრებს, რაღა თქმა უნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ.


... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1384 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რალფ ოულდო ემერსონი (Ralph Waldo Emerson) (1803–1882) – ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.


როცა თვალები ერთს ლაპარაკობს, ხოლო ენა- სხვას, გამოცდილი ადამიანი პირველს უფრო ენდობა.


ცხოვრებასთან მეტისმეტი სიახლოვე ხელოვნებისათვის მომაკვდინებელია.


მხატვარმა მთლიანად უნდა შესწიროს თავი ხელოვნებას ისევე, როგორც ფუტკარი თმობს სიცოცხლეს ნესტართან ერთად.


ერი არ მოკვდება, თუისევე თავს არ მოიკლავს.


მიბაძვა დედანს ვერ აღემატება. მიმბაძველი განწირულია: უიმედო საშუალო დონეს თავს ვერ დააღწევს.



ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უილიამ კუტბერტ ფოლკნერი (William Cuthbert Faulkner) (25 სექტემბერი, 1897 – 6 ივლისი, 1962)- ამერიკელი ნოველისტი და პოეტი. მიჩნეულია მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად. 1949 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.




ფაქტებსა და ჭეშმარიტებას ბევრი არაფერი ესაქმებათ ერთმანეთთან.


თუ გსურს მთის გადადგმა, პატარა ქვების გადატანით უნდა დაიწყო.


შეუძლებელია ჭეშმარიტების მზერა: იგი აბრმავებს, უმზერს ერთი და ერთ ფაზას ხედავს მისას, უმზერს მეორე და ხედავს მეორეს. მაგრამ თუ ამათ შევაერთებთ მივიღებთ მთლიან ჭეშმარიტებას, თუმცა თითოეულმა მათგანმა ვერ შეძლო მისი მთლიანობაში დანახვა.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უილიამ შექსპირი (დ. 23 აპრილი, 1564 — გ. 23 აპრილი, 1616), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.



თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას.
„ჰამლეტი"; უილიამ შექსპირი, ტრაგედიები, I ტომი; „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა", გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო"; თბილისი, 1980 წ.
სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი.


უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე.


ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება.


კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა.


არა- სულელი ის არის ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა.


გულქვა დიაცი სატანაზედ უარესია.


ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა.


ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1229 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს

მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,

იმ წარსულის ყველაფერი,

მოვიგონოთ იმ ოქროში

გადამდნარი დილის ფერი.



მოვიგონოთ, რომ ნაღველის

არც მისხალი გულში ჩანდეს,

ბორჯომიდან გზა ხვეული

მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს.



ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში

ჩვენი კვალის ნაფეხურსა?-

წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით

ვაზის ფურცელ გახვეულსა.



გრიალებდნენ ჩანჩქერები

აზელილი მარჯნის სხივით.

ხმა მყივარი ჯიბრაილი

აყრუებდა ჩანჩქრის შხივილს.



შორს აწყურის ციხე ჩანდა,

წააბნელა ორბის ფრთამა,

ალუბალის ფანტელებში

ვიგონებდით: ნინას, თამარს.



უცბათ ფეხით მომავალი,

როგორც ქართლის ჯიოკონდა,

გამობრძანდა ეთერ-ქალი,

საქართველო თან მოჰქონდა.



ავადმყოფი აბესალომ

ჩვენ მოგვყავდა ნამტკივარი;

მხოლოდ მოხუც მებადურსა

იმედად-ღა ჰქონდა მტკვარი.



გამარჯვებას მოელოდა

ახლა მხოლოდ ნაუცბადევს,

ღამე-ბინდზე ცახცახითა

წყალს ესროდა გაშლილ ბადეს.



ყველა სროლა ფუჭი იყო,

შერცხვენილი დაგვემალა

და ფარულად მისტიროდა

ოსტატობის გამქრალ ძალას.



ჩვენ კი... ლექსით ცასა ვხედვით,

ვერ გვიძლებდა ვერ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 4 5 6 7 8 »
ოთხშაბათი, 2024-04-24, 4:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024