♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » giorgi leonidze
11:07 AM
giorgi leonidze

ქართული პოეზიის ბერმუხა გიორგი (გოგლა) ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს სოფელ პატარძეულში, სახალხო მასწავლებლის ოჯახში. პოეტის მამას უსწავლია გორის საოსტატო სემინარიაში ვაჟა-ფშაველასთან ერთად, რომელთანაც ახლო მეგობრობაც ჰქონია. დედას ჩაუნერგავს პოეტის გულში ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიის სიყვარული. დედის წყალობით ექვსი წლის გიორგი უკვე დამოუკიდებლად უკითხავდა წიგნებს თანატოლებს.
«ნინოწმინდა პალატები მეფეთა, გალავანი-ჯამი აქაფებული»- ამბობს ერთგან პოეტი და ჩანს, როგორ ეამაყება ისტორიულ სოფელს რომ უკავშირდება მისი წარმომავლობა დედის მხრივ. სოფელი პატარძეული ივრის სანაპიროთი კი ყრმობას მარადჭაბუკს ხდის.
თბილისში გიორგი 1907 წელს ჩამოვიდა; ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სემინარიაში სწავლობდა, 1919 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
გოგლამ ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო. რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკასო,-იგონებდა პოეტი და დასძენდა,-ივრის წნორებს ვუკითხავდი ჩემს პირველ ლექსებო. 12 წლის ჭაბუკი უკვე აქვყნებს პირველ ლექსს ,,მცხეთას” გაზეთ ,,სინათლეში.” ამავე პერიოდიდან იწყებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ისტორიულ-არქეოლოგიური ხასიათის სტატიების გამოქვეყნებას.
გ.ლეონიძე საკუთარი სახსრებით სცემს ლიტერატურულ კრებულს ,,საფირონს,” მონაწილეობს ჟურნალების ,,გრდემლის” და ,,დროშის” დაარსებაში, მისი ინიციატივით გამოდიოდა ლიტერატურული გაზეთი ,,ბახტრიონი.”
გ. ლეონიძემ 1931 წელს მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარა ქართველ მწერალთა მუზეუმს, რომელიც შემდგოში საქართველოს
სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა, მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ალმანახი ,,ლიტერატურული მემკვიდრეობა”. წლების განმავლობაში სათავეში ედგა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. მუშაობდა მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ, იყო მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი. Kკომიტეტის სახელით გიორგი ლეონიძემ 1958 წელს ბუქარესტში გააკეთა მოხსენება ქართულ_რუმინულ კულტურათა ურთიერთობაზე. აქვე წაიკითხა ვრცელი მოხსენება ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუმინეთის საზოგადოებრიობაზე. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის ამსახველი მასალები რუმინეთის სასკოლო სახელმძღვანელოში შეიტანეს.
1944 წელს გ. ლეონიძე აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებეთა აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 1959 წელს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდება. ლეონიძე იყო სახელმწიფო პრემიის სამგზის ლაურეატი.
გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს თბილისის მახლობლად, წყნეთში.
14 აგვისტოს მთაწმინდის პანთეონში, რეპროდუქტორიდან გოგლას ომახიანი ხმა ისმოდა _ ცოცხალი გიორგი ლეონიძე განსვენებულ გიორგი ლიონიძეს საკუთარი ლექსებით მიაცილებდა.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2477 | დაამატა: giorgi_adu | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024