♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » შალვა ამირეჯიბი
4:23 PM
შალვა ამირეჯიბი

შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (დ. 1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა ― გ. ივლისი, 1943, პარიზი, დაკრძალულია იქვე, სენტ-უანის სასაფლაოზე), ქართველი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.
დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. პირველი ლექსებიც სწავლის დროს დაწერა. მოწაფეობაშივე გაიტაცა რევოლუციურმა მოძრაობა, მონაწილეობდა 1905 გამოსვლებში ქუთაისში მიხაკო წერეთელთან ერთად. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს. 1909 წელს ამირეჯიბი სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი "ჩვენი ერი", მალე დააპატიმრეს.

ლიტერატურული მოღვაწეობა 1910-იან წლებში დაიწყო, იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ "კლდის" თანამშრომელი, რომელშიც ნაწარმოებებს ბეჭდავდა "ფარსმან-ფარუხის" ფსევდონიმით. 1915 წლიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი. სავარაუდოა, რომ მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე "ჩორჩანელი", "შ.ა." და "ა.-ი". ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ნაწარმოებები: "დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკური კრედი" ("კლდე", 1912 № 14 ), "შოთა რუსთაველი" ("კლდე", 1913 № 16), "ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო" ("საქართველოს", 1915, № 60), "ვალერიან გუნია" ("საქართველო", 1917, № 92), "ქართველი მენშევიკები" ("საქართველო", 1918, № 8), "ამიერ-კავკასიის სეიმი" ("საქართველო", 1918 № 11), "დამოუკიდებლობა" ("საქართველო, 1918, № 232"), "თბილისის უნივერსიტეტი" ("საქართველო", 1921, № 18) და სხვა.

1916 წელს ამირეჯიბი გაიწვიეს I მსოფლიო ომში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე. ს. კედიასა და რ. გაბაშვილთან ერთად იგი წარმოადგენდა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციას დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში. 1919 წელს ამირეჯიბმა ცოლად შეირთო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების საგანი, უძღვნა მრავალი ლექსი, ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920 წელს გამოსული ლირიკული ლექსების პატარა კრებულში "მინანქრები". ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ სიმბოლისტ მწერლებთა. მეგობრობდა "ცისფერყანწელებთან" — გიორგი ლეონიძესთან, პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვებთან. მისი ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შვიდა "ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919). 1922-1924 წლებში ამირეჯიბმა შექმნა მიძღვნები და ეპიგრამები ს. ყანჩელის, შ, დადიანის, პ. ქავთარაძის, გრიგოლ რობაქიძის, გ. ლეონიძის, შ. შარაძის, ი. გრიშაშვილის, კ. ანდრონიკაშვილისა და სხვების მიმართ. ამავე პერიოდს ეკუთვნის არაერთი შესანიშნავი ლირიკული ლექსი: "შემოდგომა", "ქუთათური სერენადა", "ანტიანაკრეონტი", "მშვიდობით, მწვანე კიკეთო", "ქანდაკი", "რევოლუცია", "მუზას" და სხვა. 1922 წელს ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა პატარა წიგნი — "ვასილ აბაშიძე".

შალვა ამირეჯიბი გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ. ბრძოლაში. წარუმატებელი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ, 1925 წელს, იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში.

ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში — "სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი". 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება". ამირეჯიბის ემიგრანტული პერიოდის ლექსებიდან აღსანიშნავია "მამულს", "კოტე აბხაზის სიკვდილზე", "კოტე ანდრონიკაშვილს", "ელენე აბხაზს", "რუბაიები", "სოფელი", "შლვა შატაშიძეს", "ვერა ფაღავას" და სხვა. მისი მოგონება "ქაქუცა ხევ-გრძელზედ" გვიხატავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავდადებული ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1189 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 6:50 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024