♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ფიფქები ნაწილი 8 (ბოლო ნაწილი)
9:23 PM
ფიფქები ნაწილი 8 (ბოლო ნაწილი)

როდესაც ხელი გაუწოდა,ისეთი სითბო მოდიოდა მისგან...ლიზი მას გაყვა,რაღაც საამური და ლამაზი მდელო გადაშლილიყო,უამრავი ყვავილი,ია,ყაყაჩო..უამრავი ფრინველი,ცხოველი,უფალო სად ვარ?განცვიფრდა ლიზი,"სახლში"
-მკვდარი ვარ?
-ადამიანი არასდროს კვდება გაიღიმა მან...
-სად ვარ მაშინ..
-სახლში,ჩემს სახლში...
ლიზის მეტი არაფერი უკითხავს,მერე შეხედა იქურობას, მზე არსად იყო,მზე არ ჭირდებოდა იქაურობას,იქ ისედაც სითბო სუფევდა..
-რატომ მოხვედი აქ იკითხა მან,,,
-იმიტომ რომ დავიღალე,რატომ წამართვი ბედნიერება?ყველაფერი შენი ბრალია.. ლიზიმ თავი ძირს დახარა...
მე ვარ სიცოცხლე შენ კი არ მეძებდი
მე ვარ გზე შენ კი არ მომყვებოდი
მე ვარ ნათელი შენ კი ვერ დამინახე
მე ვარ მოძღვარი შენ კი არ მისმენდი
მე ვარ ერთგული მეგობარი შენ კი არ გიყვარდი
მე ვარ უფალი შენ კი არ დამემორჩილე
მე ვარ ღმერთი შენი შენ კი არ ილოცე ჩემდამი
და თუ შენ არა ხარ ბედნიერი,ნუ დამადანაშაულებ მე
უფალი გვერდზე გადგა,თითქოს ლიზის პასუხს ელოდა,ლიზი ერთხანს დუმდა,მერე მუხლებზე დაემხო და წაიჩურჩულა
-მაპატიე,მაპატიე...ხელები თვალებზე მიიდო და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოცვივდა,გვერდზე ნაცრისფერი კაცუნა იჯდა რომელიც ბლოკნოტში რაღაცას წერდა,ლლიზიმ ბლოკნოტს გახედა და დაინახა ყველაფერი,ყველაფერი რაც კი ოდესმე შესცოდა,რაც არ ახსოვდა ისიც დაინახა,უცებ ეს ყველაფერი წაიშალა,ეს ყველაფერი ლიზის გულმა წაშალა რომელიც სავსე იყო სიყვარულით,მხოლოდ ერთი ცოდვა ვერ წაშალა სიკეთემ, ცოდვა რომელიც ბოლოში ნახევრად ეწერა "თვითმკვლელობა" ლიზი გამოფხიზლდა
-ესეიგი მოვკვდი? რა ჩავიდინე,ეხლა დამსჯით? უფალო ნუ დამსჯი მომიტევე,მე უბრალოდ აღარ ვიცი რას ვჩადი...უფალმა ლიზის თვალებში შეხედა,გაუღიმა და იქით მიუთითა,იქით სადღაც შორს მცენარეების და ცხოველების იქით მოჩანდა ზღვა,ზღვასთან ბიჭის სილუეტი იჯდა და იქით იყურებოდა,მერე უკან გაიხედა და ლიზის თვალებში ჩახედა,გაუღიმა,მისი ღრმა ზღვისფერი თვალებით გაუღიმა,შემდგომ თავი მიაბრუნა და ფიქრი განაგრძო..
-გახსოვს მას რას დაპირდი?უფალმა გაიღიმა და ლიზის თვალებში ჩააცივდა...მახსოვს წამოილუღლუღა ლიზიმ და გაიცინა...უფალმა ანგელოზს დაავალა ლიზი წაეყვანა,ლიზიმ გზაზე უამრავი ხალხი ნახა,ყველა იღიმოდა,ყველა ბედნიერი იყო,.ოო რა საამური იყო იქაურობა,უცებ ყველაფერი გაქრა,გაქრა და ლიზის დაეძინა..
მზის სხივებმა ოთახში შემოანათა,ლიზიმ თვალები გაახილა,უჩვეულო სიცივე იყო,ოთახი თეთრი იყო,საავადმყოფო,წაილუღლუღა ლიზიმ,ვენებზე მიმაგრებული კათეტერი ნელა მოიშორა და წამოდგა,ფანჯარასთან მივიდა,თოვდა,ფიფქები ერთმანეთში ირეოდნენ,თოვდა ისე როგორც უწინ,სადღაც შორს მზე მოჩანდა,თბილი მზე რომელიც მუდამ მას დასცქეროდა,,,უკან მოისმა ხმა,"გაიღვიძა! გაიღვიძა",პირველად მაინც ანა კიოდა... ლიზისაც გაეღიმა,გაეღიმა რადგან ადამიანს რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა დაპირება აუსრულა,ჯუბა მას ელოდა,სადღაც ცაში ისე ელოდა როგორც უწინ...

დასასრული...

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1303 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 4:55 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024