♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თვი 43)
6:15 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თვი 43)

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

მერე ჩაიცვა და გამოვიდა ისე, რომ არც დამშვიდობებია. არც იმაზე უდარდია, რომ თვითონ გააღო კარი, რადგან ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, ოდესმე აქ დაბრუნება თუ მოუნდებოდა.
ტერენსმა გაიგონა კარის ჯახუნი, ცოტა შეიცადა, სანამ არ დარწმუნდა, რომ მარია ხელახლა არ დაბრუნედებოდა იმ საბაბით, თითქოს რაღაც დარჩა, და მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგა სიგარეტის მოსაკიდებლად.
„ამ გოგოს გემოვნება აქვს", — გაიფიქრა მან. შოლტს გაუძლო, თუმცა ეს ყველაზე ბანალური, ყველაზე ძველთაძველი და ყველაზე უწყინარი რამ არის ყველა სხვა წამებას შორის. წამით გაახსენდა, პირველად როგორ შევიდა მეორე ადამიანთან ამ საიდუმლო კავშირში, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა ორ არსებას ერთმანეთთან მიახლოება სურს, მაგრამ ამას სხვაგვარად ვერ აკეთებენ, თუ ერთმანეთს ტანჯვა არ მიაყენეს.
იქ, ამ სასტუმროს კედლებს მიღმა, მილიონობით ცოლქმრული წყვილი ყოველდღიურად ეძლევა სადომაზოხიზმის საიდუმლოებას ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებს ამას. დილაობით ქმრები მიდიან სამსახურში, საღამოს ბრუნდებიან შინ, ბუზღუნებენ და ჩივიან, არაფერი არ მოსწონთ, ტირანებივით ექცევიან ცოლს ან ისმენენ მის საყვედურებს, თავს ძალიან უბედურად გრძნობენ, მაგრამ, ამავე დროს, მყარად არიან მიჯაჭვულნი თავიანთ უბედურებას და ვერ ხვდებიან, რომ საკმარისია ერთი მოძრაობა, ერთი პატარა ფრაზა „აღარ მინდა", რომ მისი ჩაგვრისაგან გათავისუფლდნენ. ტერენსმა ეს თავის ცოლთან, ცნობილ ინგლისელ მომღერალთან გამოსცადა. საშინლად ეჭვიანობდა მასზე, სცენებს უმართავდა. დღისით მუჭა-მუჭა იყრიდა პირში ტრანკვილიზატორებს, საღამოობით კი თვრებოდა. ცოლს უყვარდა იგი და ვერ გაეგო, რატომ იქცეოდა ასე, მასაც უყვარდა ცოლი და ვერ გაეგო, რა უნდოდა. გეგონებოდა, ეს ტანჯვა, რომელსაც ერთმანეთს აყენებდნენ, აუცილებელი იყო მათი ერთობლივი ცხოვრებისათვის.
და აი, ერთხელაც ვიღაც მუსიკოსს (ტერენსი მას ცოტა უცნაურად მიიჩნევდა, რადგან მათ ექსტრავაგანტურ გარემოში მეტისმეტად ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა) მათ სტუდიაში დარჩა წიგნი, რომლის ავტორი ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი იყო. წიგნს „დამსჯელი ვენერა" ერქვა. ტერენსი ჩაუჯდა წიგნს, ინტერესით დაიწყო კითხვა და აღმოაჩინა, რომ მისი წყალობით უკეთ გაუგო საკუთარ თავს.
„მშვენიერმა ქალმა ტანთ გაიხადა და აიღო მოკლეტარიანი შოლტი. ტარზე ყულფი ჰქონდა, რომლითაც იგი მაჯაზე მაგრდებოდა. „შენ მთხოვე, — თქვა მან, — მე შენ გაგროზგავ". „მიდი, გააკეთე ეს, — ჩაიჩურჩულა მისმა საყვარელმა, — გევედრები".
ამ დროს ცოლი მინის ტიხარს იქით რეპეტიციას გადიოდა. მისი თხოვნით მიკროფონები, რომელთა მეშვეობით ხმის ოპერატორებს შეეძლოთ ყველაფერი მოესმინათ, გამორთული იყო. ტერენსმა გადაწყვიტა, რომ მისი ცოლი პაემანს უნიშნავს კონცერტმეისტერს, მკაფიოდ შეიგრძნო ეს. ცოლმა ის სიგიჟემდე მიიყვანა, მაგრამ უკვე იმდენად მიეჩვია ტანჯვას, რომ ვეღარ ძლებდა მის გარეშე.
„— მე შენ გაგროზგავ, — ამბობდა გაშიშვლებული ქალი რომანის ფურცლებზე, — მიდი, გააკეთე ეს, გევედრები".
ტერენსი ლამაზი კაცი იყო, კომპაქტ-დისკების გამომშვებ კომპანიაშიც თვალსაჩინო მდგომარეობა ეკავა, მაშ, რატომ იყო განწირული ასეთი ცხოვრებისათვის?
იმიტომ, რომ მას ეს მოსწონდა. მას მიაჩნდა, რომ იმსახურებდა ტანჯვას თუნდაც იმიტომ, რომ არ დაუმსახურებია ის მოწყალება, რომლითაც ასე უხვად აჯილდოებდა მას ბედისწერა: არ იმსახურებდა არც ფულს, არც სახელს, არც პატივისცემას. და როცა გააცნობიერა, რომ თავის კარიერაში ზღვარს მიაღწია, რომლის იქითაც სრულად იქნებოდა დამოკიდებული წარმატებაზე, შეშინდა, რადგან ბევრჯერ უნახავს, როგორ ცვივიან ადამიანები მათ მიერ დაპყრობილი სიმაღლეებიდან.
მან წაიკითხა ეს წიგნიც და სხვა დანარჩენიც, სადაც ლაპარაკი იყო ტკივილისა და სიამოვნების ურთიერთკავშირზე. ცოლი წააწყდა ამ წიგნებს, იპოვა გაქირავებიდან გამოტანილი კასეტები და ჰკითხა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ავად ხომ არა ხარო? არა, უპასუხა ტერენსმა, ეს მხოლოდ მასალაა ახალი სამუშაოსათვისო. და ისე, სხვათა შორის, დასძინა:
„იქნებ ჩვენც გვეცადა?"
და მათ სცადეს. თავიდან მორიდებით და გაუბედავად, სექს-შოპებში მოძიებული სახელმძღვანელოს მონური მიბაძვით. შემდეგ უფრო თამამად და გამომგონებლურად, რისკით და თავისუფლად. ამავე დროს, ორივენი გრძნობდნენ, რომ მათი ოჯახი სულ უფრო მყარი ხდებოდა. ამიერიდან უბრალოდ ცოლი და ქმარი კი არ იყვნენ, არამედ თანამზრახველები რომელიღაც საიდუმლო, აკრძალულ, საძრახის საქმეში.
მათი ექსპერიმენტები ხელოვნებაშიც გამოვლინდა. ისინი იგონებდნენ მეტალითა და ტყავით გაწყობილ ახალ კოსტიუმებს. ცოლი ესტრადაზე მაღალყელიან ჩექმებში, საკვართულებიანი წინდებით, შოლტით ხელში გამოდიოდა და პუბლიკა ექსტაზამდე მიჰყავდა. ახალ კომპაქტ-დისკს უცვლელად ეკავა პირველი ადგილები ჰიტ-აღლუმებში თავიდან ინგლისში, შემდეგ კი მთელ ევროპაში. ტერენსს უკვირდა, რატომ აღმოჩნდა ახლობელი სრულიად ახალგაზრდა ადამიანებისათვის მისი საკუთარი, ბოდვის ზღვარზე მყოფი ფანტაზიები და ერთადერთ ახსნას პოულობდა: მხოლოდ ასე შეიძლება მისცე გზა დამთრგუნველ სწრაფვას ძალადობისკენ; მშფოთვარე, ხმაურიანი, მაგრამ უვნებელი გზა.
შოლტი გახდა მათი ჯგუფის სიმბოლო: მას გამოსახავდნენ მაისურებზე, საფოსტო ბარათებზე, აფიშებზე, ნაწებებზე, მათი თაყვანისმცემლები მას სხეულზე ისვირინგებდნენ. ტერენსს მიღებულმა კარგმა განათლებამ უბიძგა, ეძებნა ამ ყველაფრის საწყისები და ფესვები. ამ მოვლენის ახსნით მას უკეთ ესმოდა საკუთარი თავისა.
არა, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამ მეძავს უამბო პირველი შეხვედრისას, — არა, მომნანიებლები არ ცდილობდნენ მსოფლიო სენის განდევნას. დასაბამიდან ადამიანმა გაიგო, რომ უდრტვინველად ტანჯვის მიღება არის თავისუფლების საშვი.
ეგვიპტეშიც, რომშიც, სპარსეთშიც არსებობდა რწმენა, რომ თუ ადამიანი თავს გაწირავს, მაშინ ის შეძლებს თავისი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს გადარჩენას. როდესაც ჩინეთში რაიმე სტიქიური უბედურება ხდებოდა, სჯიდნენ იმპერატორს, რადგანაც სწორედ ის იყო დედამიწაზე ღვთიური ძალების წარმომადგენელი. ძველ სპარტაში საუკეთესო მეომრებს წელიწადში ერთხელ დილიდან საღამომდე როზგავდნენ ქალღმერთ არტემიდეს პატივსაცემად, ბრბო კი შეძახილებით ამხნევებდა და მოუწოდებდა მეომრებს, ღირსეულად მოეთმინათ ტკივილი, რადგანაც ის წარმართავდა მათ ბრძოლებისა და ლაშქრობებისაკენ. რიტუალის დასრულებისას ქურუმები მეომრებს უთვალიერებდნენ ზურგზე იარებს და მათი განლაგების მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ მომავალს.
„მეუდაბნოე მამები", წევრები ადრექრისტიანული თემისა, რომელიც IV საუკუნეში წარმოიქმნა, იკრიბებოდნენ ალექსანდრიის მონასტერში და მათრახებით როზგავდნენ ერთმანეთს. ამით განაგდებდნენ დემონებს და ამტკიცებდნენ ხორცის არარაობას სულიერების ძიებაში. წმინდანთა ცხოვრება აჭრელებულია მსგავსი მაგალითებით: წმინდა როზა ბაღში დარბოდა და ეკლები უღადრავდა სხეულს, წმინდა დომინიკო ყოველ საღამოს ძილის წინ იშოლტავდა ხორცს, წამებულნი ნებაყოფლობით იღებდნენ ნელ სიკვდილს ჯვარზე გაკვრით ან გარეული მხეცების ბრჭყალებისა და ეშვებისაგან გამოწვეულს. ყველა ამბობდა, რომ დაძლეულ ტანჯვას შეუძლია, მიანიჭოს ადამიანს რელიგიური ექსტაზი.
სულ ახლანდელი, მაგრამ ჯერ კიდევ საბოლოოდ დაუდასტურებელი გამოკვლევები მოწმობს, რომ სოკოს გარკვეულ ჯიშს ჰალუცინოგენური თვისებები აქვს: ადამიანს აიძულებს, ცხადშიც იოცნებოს. ეს ისეთი სიამოვნების მომნიჭებელია, რომ მალე მსგავსი ცდები მონასტრის კედლებს გასცდა და მთელი მსოფლიო დაიპყრო.
1718 წელს გამოვიდა „ტრაქტატი თვითგვემის შესახებ", რომელშიც აღწერილი იყო, როგორ უნდა მიიღო სიამოვნება ფიზიკური ტკივილის გზით ისე, რომ ზიანი არ მიაყენო საკუთარ თავს. XVIII საუკუნის დასასრულს ევროპაში არსებობდა ათობით ადგილი, სადაც ადამიანები ტანჯვით აღწევდნენ ნეტარებას. შემონახულია ცნობები მეფეებსა და სეფექალებზე, რომლებიც უბრძანებდნენ მსახურებს, გაეროზგათ საკუთარი თავი. მერე კი ხვდებოდნენ, სიამოვნება მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ აიტანო ტკივილი, არამედ იმაშიც, რომ მიაყენო ის სხვას, თუმცა ეს უფრო მომქანცველია და ნაკლებად სასარგებლო.
ტერენსი სიგარეტს აბოლებდა და გარკვეულ კმაყოფილებას განიცდიდა იმის გაფიქრებაზე, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ვერასდროს გაუგებდა მას.
ის თავს რომელიღაც დახურული კლუბის წევრად გრძნობდა, სადაც მხოლოდ რჩეულნი დაიშვებიან. ტერენსი ისევ და ისევ იხსენებდა, როგორ გარდაიქმნა მისი ურთიერთობა ცოლთან მუდმივი წამებიდან ჭეშმარიტ სასწაულად. ცოლმა იცოდა, რისთვის დადიოდა იგი დროდადრო ჟენევაში, მაგრამ ეს სრულიად არ ანაღვლებდა. პირიქით, მას უხაროდა, რომ ქმარი მთელი კვირის მომქანცველი შრომის შემდეგ იქ სასურველ განმუხტვას იღებდა.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1276 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 10:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024