♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 22)
3:14 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 22)
http://s48.radikal.ru/i119/1005/67/dcaab618592d.jpg


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


სწორედ რომ თავგადასავალს! შეიძლება მარია ცხოვრებაში თავგადასავლებს ეძებდა, მაგრამ ამ აკრძალული სიტყვის წარმოთქმასაც კი ვერ ბედავდა ხალხი. არადა, სხვის თავგადასავლებს სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს ტელეეკრანებზე და კინოში. რა საუცხოოდ ეხამება ეს სიტყვა უდაბნოებსა და მყინვარებს, მოგზაურობებს ველურ, შეუცნობელ ადგილებში იდუმალი ადამიანებით, კინოსტუდიებით, თვითმფრინავებით, ინდიელთა ტომებით, აფრიკით!
წიგნის დაწერა ჭკუაში დაუჯდა, სახელიც კი მოიფიქრა: — „თერთმეტი წუთი".
მარიამ თავისი კლიენტები სამ ტიპად დაყო. პირველი — „ტერმინატორები" (ფილმის გმირის პატივსაცემად, რომელიც ძალიან მოსწონდა): ესენი „კოპაკაბანაში" უკვე ცოტა შეზარხოშებულები შემოდიოდნენ, თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს ვერავის ამჩნევდნენ და ეგონათ, რომ ყველა მათ უყურებდა. ცეკვა არ უყვარდათ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე მიდიოდნენ მასთან ერთად ოტელში. მეორე ტიპს „ტურფები" შეარქვა (ამასაც ფილმს დაესესხა): ესენი იმდენად ელეგანტური, თავაზიანი და გულისხმიერი იყვნენ, თითქოს ამის გარეშე დედამიწა თავისი ღერძიდან ამოვარდებოდა. თავს ისე მოგაჩვენებდნენ, თითქოს თავისთვის ქუჩაში მიდიოდნენ და შემთხვევით დაინახეს ბარი „კოპაკაბანა", რატომაც არ უნდა შეიხედონ? თავიდან ალერსიანები ოტელის ნომერში არც ისე თავდაჯერებული ხდებოდნენ და სწორედ ამიტომ „ტერმინატორებთან" შედარებით ათასჯერ უფრო მომთხოვნი იყვნენ. მესამე ტიპს დაარქვა „დიდი ბოსი" (ესეც კინოს წყალობით): ამათ ქალთან ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც საქონელთან. მათ არ რცხვენოდათ და არც თვალთმაქცობდნენ. ცეკვავდნენ, ლაპარაკობდნენ, იხდიდნენ ზუსტად იმდენს, რამდენზეც მორიგებული იყვნენ, არც ერთი ფრანკით მეტს, რადგან თავიდანვე იცოდნენ, რას და რამდენად ყიდულობდნენ. ისინი გულს არასოდეს გადაგიშლიდნენ. აი, ესენი იყვნენ ერთადერთნი, ვისაც სრულად ესმოდა არსი სიტყვისა — „თავგადასავალი".
ჩანაწერი მარიას დღიურში მენსტრუაციის დროს, როდესაც არ შეეძლო მუშაობა.

დღეს რომ მომენდომებინა ვინმესთვის ჩემი ცხოვრების შესახებ მომეთხრო, ამას ისე გავაკეთებდი, რომ დამოუკიდებელ, გამბედავ, ბედნიერ ქალად ჩამთვლიდნენ, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის: მე აკრძალული მაქვს იმ ერთადერთი სიტყვის წარმოთქმა, რომელიც თერთმეტ წუთზე უფრო მთავარია. ეს არის სიყვარული.
მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულს აღვიქვამდი, როგორც გაცნობიერებულ და ნებაყოფლობით მონობას... და ვტყუვდებოდი. თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როდესაც ის ხილულია. ის, ვინც უკანმოუხედავად მიეცემა გრძნობას, ის, ვინც გრძნობს, რომ თავისუფალია, სწორედ მას უყვარს მთელი ძალით.
და ის კი, ვისაც უყვარს მთელი ძალით, თავისუფალია.
და სწორედ ამიტომ, რაც უნდა ვაკეთო, როგორც უნდა ვიცხოვრო, რაც უნდა აღმოვაჩინო — ყველაფერი უაზროა. იმედი მაქვს, ეს დრო მალე გაივლის და მე დავუბრუნდები საკუთარ თავს, ვიპოვი მამაკაცს, რომელიც გამიგებს და ტანჯვასა და ტკივილს არ მომაყენებს.
რა სისულელეებს ვროშავ? შეყვარებული არასოდეს მიაყენებს ტკივილს შეყვარებულს. ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია გრძნობებზე, რომლებსაც განიცდის და ამაში სხვისი დადანაშაულების უფლება არ აქვს.
იმათი დაკარგვა, ვინც მყვარებია, ადრე გულს მტკენდა. ახლა დარწმუნებული ვარ: ვერავინ ვერავის დაკარგავს, იმიტომ, რომ არავინ არავის არ ეკუთვნის.
აი, ჭეშმარიტი თავისუფლება — გქონდეს ის, რაც შენთვის ყველაფერზე ძვირფასია, მაგრამ არ ფლობდე მას.

კიდევ სამმა თვემ ჩაიარა. ახლოვდებოდა შემოდგომა და მასთან ერთად — კალენდარში მონიშნული თარიღიც: ოთხმოცდაათ დღეში შინ დაბრუნება. რა სწრაფად მიქრის და თან რა გულსაკლავად მიიზლაზნება დრო, გაიფიქრა მარიამ, როცა შენიშნა, რომ სულის სიმხნევის გათვალისწინებით დრო მართლაც სხვადასხვაგვარად გადის სხვადასხვა დღეებში. ასეა თუ ისე, მარიას თავგადასავალი დასასრულს უახლოვდებოდა. რა თქმა უნდა, მას შეეძლო, კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ თვალიდან არ შორდებოდა ნაღვლიანი ღიმილი უხილავი ქალისა, რომელმაც მაშინ, ტბის ნაპირას სეირნობისას, უთხრა: „არც ისე მარტივადაა ყველაფერი..." რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო დარჩენის ცდუნება, რა მზადაც არ უნდა ყოფილიყო მარია, ეპასუხა ნებისმიერ გამოწვევაზე, გადაელახა მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი წინაღობა, მარტოობის ეს თვეები მაინც ცხადად უკარნახებდა: დადგება წამი, როდესაც საჭირო გახდება „კოპაკაბანაში" ჩვეული ცხოვრების შეწყვეტა. სამი თვის შემდეგ მარია დაბრუნდება ბრაზილიის მიყრუებულ პროვინციაში, იყიდის პატარა ფაზენდას (აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი ფული დააგროვა, ვიდრე ელოდა), ძროხებს (ადგილობრივს და არა შვეიცარიულს), გადმოიყვანს თავისთან მშობლებს, იქირავებს ორ მუშას და წამოიწყებს საკუთარ საქმეს.
თუმცა მარია უწინდებურად ფიქრობდა, რომ თავისუფლება სხვა ყველაფერზე უკეთესად გვასწავლის სიყვარულის აუცილებლობას და არავინ არავის არ უნდა ეკუთვნოდეს, თავში ჯერ ისევ უტრიალებდა შურისძიების გეგმები, რომელთა შორისაც ძირითადი იყო ბრაზილიაში ძლევამოსილი დაბრუნება. მას შემდეგ, რაც ფაზენდას შეიძენს, წავა ქალაქში, შევა ბანკში, სადაც სწორედ ის ბიჭი მუშაობს, რომელმაც ოდესღაც მას მისივე საუკეთესო მეგობარი ამჯობინა და გახსნის სოლიდურ ანგარიშს.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1058 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 2:07 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024