♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » ივნისი » 05


ფერი დაეკარგათ ვარდის წითელ ფურცლებს,
ალბათ მარტოობა იგრძნეს,
ისევ ჩამოდნა თაფლის სანთელი
შენ რომ გაგონებდა ცრემლებს.
ოჰ, ახლა მარტო დავდივარ გზებზე
და წლები კვლავ წლებს მისდევს,
ყვითელი ფოთლები ძლიერ შორს გაფრინდნენ,
თავს ვეღარ აღწევენ ნისლებს.
ფანჯრის რაფაზე წვიმა ჩურჩულებს,
ფიქრები ფიქრებს მისდევს.
ცისფერი სევდა სანთლების შუქზე
დგას, დაუხრია თავი,
წუთები თითქოს საათებს ჰგვანან,
წამებიც ნელა გადის.
და შორ სივრცეში ისევე მესმის
ნაცნობი ფრაზის აზრი:
"რისთვის მოვედი, რისთვის მივდივარ,
გამაგებინო იქნებ?!
ჩემი ცხოვრება წამი ყოფილა,
შენ კი გიტოვებ ფიქრებს.
ჩემზე იდარდე, ნუ დამივიწყებ,
მუდამ ანთებდე სანთლებს,
მარტი რომ მოვა ია მაჩუქე,
ნუღარ დამაღვრი ცრემლებს!"
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1218 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



დეას სახლთან ახლოს, გზის პირას, პატარა კაფეა, ჭადრის ხეებით გარშემორტყმული. გარეთ მდგარ ერთ-ერთ მაგიდას ოთხი კაცი შემოსხდომია, ლუდს სვამენ და თან ეწევიან. მათ შორის ერთი ლუკაა. მათი მიმართულებით ავტომობილი მიჰქროდა, როდესაც კაფეს გაუსწორდა, ავტომობილიდან სროლის ხმა გაისმა.
კაფეში ქაოსი შეიქნა. იქაურობა ქალების წივილმა დააყრუა.
ლუკას მკერდზე გასისხლიანებული დეა ჰყავდა მიკრული. ჯიბიდან ქალის ყელსახვევი ამოიღო, რომელსაც მუდამ თან ატარებდა, ჭრილობაზე დაადო და ხელი მჭიდროდ დააჭირა.
-დეა, ჩემო სიხარულო, შენ აქ რა გინდოდა?!
-ლუკა, მინდა ის გითხრა, რის შენგან გაგონებასაც მთელი წელი ველოდი...
-არა, ანგელოზო, გაჩუმდი, ახლა შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება!
-ლუკა, მიყვარხარ! მინდოდა ეს პირველს შენ გეთქვა, მაგრამ, ახლა, რაღა მნიშვნელობა აქვს? -გამშრალი ტუჩები გაილოკა-ჩვენს ლევანიკოზე იზრუნე! იცი, როგორ გგავს?!
-დეა, ჩუმად!
-ლუკა, ხომ გჯერა ჩემი, გჯერა, რომ ლევანიკო შენი შვილია?
-ჰო, მჯერა, მჯერა! მეც სიგიჟემდე მიყვარხარ!.. სისულელე ჩავიდინე მაშინ რომ მიგატოვე, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მეშინოდა იმ ნაძირლებს რამე არ დაეშავებინათ შენთვის. მთელი ეს დრო შენთან მოსვლა მინდოდა, მინდოდა ამეხსნა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვბ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1732 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



ბიჭუნა ჯანმრთელი დაიბადა, მცირე ტრამვებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც მშობიარობის დროს მიიღო. დეა კი...
-თქვენ ალათ, დეას ახლობლები ბრძანდებით, არა?-იკითხა სამშობიარო ბლოკიდან გამოსულმა ექიმმა.
-დიახ.-უპასუხა ნიამ.
-ბიჭუნა ჯანმრთელი დაიბადა. აი, დედა კი...
-რა ჭირს ჩემს შვილს? -იკითხა დეას დედამ-ქალბატონმა ნინომ.
-ვალდებული ვარ, გითხრათ, რომ მას გული დაუავადმყოფდა. მაქსიმუმ, სამი თვის სიცოცხლეღა დარჩა.
-არა... ჩემი გოგონა... არა... ღმერთო... შეუძლებელი!... ის ხომ ჯერ ასე ახალგაზრდაა... შენ დაიფარე, უფალო!-ატირდა ქალი.
-დეას ნუ ეტყვით ამის შესახებ!-სთხოვა ექიმს ნიამ და ნინოს ჩაეხუტა.
დეას სანახავად პალატაში შესული დედა, ქმარს ეტყვის მათი ქალიშვილის შესახებ. ძილ-ბურანში მყოფი დეა ყველაფეს გაიგებს

....................................

20 დღის შემდეგ, დეა მშობლებს ეტყვის:
-ჩემი ავადმყოფობის შესახებ ვიცი. ბავშვის მამა უნდა ვნახო და როგორმე დავუმტკიცო, რომ ლევანიკო მისი შვილია, იგი ვალდებულია იზრუნოს ბავშვზე...-ცოტა დააყოვნა- მე რომ აღარ ვიქნები...
-დეა, არც გაბედო მისი ნახვა!-უყვირა ბატონმა დავითმა-მასთან ურთიერთობა ახლა საშიშია.
-კართან მისულინდეა უკან დაბრუნდა. წარბები შეჭმუხნა და მამას ჰკითხა:
-რატომ? < ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1555 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



-რაა?-იყვირა მან. ხმაზე ეტყობოდა, რომ მოსმენილი არ ესიამოვნა.
-მალე მამა გახდები, ჩვენ პატარა ანგელოზი გვეყოლება, რომელიც დედოკოს ძალინ ეყვარება, იმედია, მამიკოსაც...-გაუმეორა დეამ და გაუღიმა.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო.
-იქნებ...
-რა იქნებ?
-ეგ ბავშვი...-ცოტა დააყოვნა-ნამდვილად ჩემია?
დეას ღიმილი ბაგეზე შეეყინა.
-ამას როგორ მეუბნები?-აცრემლებული თვალებით და გაბზარული ხმით ჰკითხა გოგონამ.
-ამას ნებისმიერი კაცი იკითხავდა, რა გარანტია მაქვს, რომ ამ ბავშვის მამა, თუ საერთოდ ელოდები მას, ნამდვილად მე ვარ?!
-ლუკა, ასე ნუ ხუმრობ!-ტირილს ცოტათა აკლდა დეას.
-მე არ ვხუმრობ!-მე ხმა გაიმკაცრა ლუკამ.
დეა შეტრიალდა და კარისკენ წავიდა. ლუკას გახედა, მან კი თითქოს არაფერი მომხდარაო, სიგარეტს მოუკიდა და დივანზე გაიშხლართა.
გოგონამ კარები მოაჯახუნა, კიბე ჩაირბინა და გარეთ გავარდა.
ქუჩაში ისე წვიმდა, ლამის ცა ჩამოიქცა.
დეა ატირდა, კაპიუშონი გადაიხურა და გზას ჩქარი ნაბიჯით გაუყვა.

........................................

დეას ძლიერ ტოქსიკური ორსულობა აქვს.
ლუკას იგი არც გახსენებია...
ნია კი გვერდიდან არ სცილდება მეგობარს.

..........................................

6 თვის შემდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1579 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



დეას ლუკას შიშველ მკერდზე თავი დაედო და მშვიდად ეძინა. კაცი მის გაშლილ თმებს ნაზად ეფერებოდა, თან ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას გაჰყურებდა.
უცებ, აცივდა, დეას გაეღვიძა. ლუკამ მას გაუღიმა, თვალებში ჩახედა და მგზნებარედ აკოცა. დეამაც გაუღიმა, თავი ისევ მის მკერდზე დადო და წელზე მაგრად მოხვია ხელები.

.........................................

6 კვირის შემდეგ დეამ შეიტყო, რომ ლუკასაგან ბავშვს ელოდება.
-მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა,-უთხრა მან ლუკას, როდესაც ბიჭმა დაურეკა.
-როგორი აღელვებული ხმა გაქვს, სად ხარ?
-უნივერსიტეტში.
-კარგი, ნახევარ საათში იმ კაფეში იმ კაფეში შევხვდეთ, სადაც ერთმანეთი გავიცანით.
-არა, კაფეში არა, იქ ხალხია, სჯობს, მარტონი ვიყოთ, მხოლოდ მე და შენ!
-კარგი, მანდ გამოგივლი, მერე სადმე წავიდეთ!
-გელოდები!

..........................................

ლუკამ ხუთსართულიანი შენობის მესამე სართულზე ერთ-ერთი ბინის კარი შეაღო და გოგონაც შეიპატიჟა.
-ეს მამიდაჩემის ბინაა, არავინ შეგვაწუხებს, თვითონ სამსახურშია. აბა, მითხარი, რა მოხდა?!
დეა ფანჯარასთან მივიდა და ეზოში ჩაიხედა, სადაც 4-5 წლის ბავშვები თამაშობდნენ. კაცი მიუახლოვდა და თმაზე აკოცა.
-ნახე, რა საყვარლები არიან!-უთხრა დეა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



გარეთ გავიდნენ. დეამ ლუკას სთხოვა სახლში წაეყვანა. კაცმა გოგონა მანქანაში ჩასვა, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით, სათიბისაკენ აიღო გეზი..
მოცელილი ბალახი გამხმარიყო. ლუკა სალონიდან გადავიდა, მანქანას უკნიდან მოუარა, კარები გააღო და დეას გადმოსვლისას ხელი შეაშველა.
უკანა სავარძლიდან თეთრი, ნახევრად მშრალი, შუშხუნა ღვინო გადმოიტანა, მაგრად შეანჯღრია და გახსნა. ქაფი დეას შეესხა, გოგონას შეეშინდა და შეჰკივლა, მერე კი გულიანად გადაიკისკისა. ლუკამ სითხე ფუჟერებში ჩამოასხა, ერთი დეას გაუწოდა.
-ამ ჭიქით, იმ ადამიანს გაუმარჯოს,-დაიწყო მან-რომელიც უფსკრულის პირას დგას და საყვარელი ადამიანის ხელის შეშველებას ელოდება, რათა არ გადაიჩეხოს.-ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს, ცოტა მოსვეს, ისე, რომ ერთმანეთისათვის თვალები არ მოუშორებიათ.
-იცი, ამ ჭიქას ვარსკვლავებთან ყოფნა სურს!-თქვა დეამ კისკისით და ჭიქა ზურგს უკან მოისროლა. ჭიქა ქვაზე დაეცა და დაიმსხვრა.
-ამას კი მთვარეზე.-არ ჩამორჩა ლუკა გოგონას დაჭიქა მანაც ზურგს უკან ისროლა. ისიც ქვაზე დაიმსხვრა.
კაცმა ბოთლს ხელი დააფარა, შეანჯღრია და შიგ დარჩენილი ღვინო დეას გადაასხა. ორივემ გულიანად იცინეს.
ბიჭმა გოგონას გახედა, ნელი ნაბიჯებით მისკენ დაიძრა, ველურივით ეცა და გაშმაგებით დაუწყო კოცნა. დეას თავბრუ დაეხვა, ლიკ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



მდინარის ნაპირი ლოდებიანად მოლით არის მოფენილი, წინ ჩანჩქერი მოჩქეფს, ჩანჩქერის ირგვლივ ტირიფის ხეებია დარგული, რომლის ტოტებიც წყლის ზედაპირს ნაზად ელამუნება. ერთ გვერდზე კლდეა შეღრმავებული. სწორედ ამ შეღრმავებულ ადგილზეა აშენებული პატარა კაფე.
ლუკამ მანქანა ფრთხილად შეასრიალა ხეებს შორის და კლდესთან გააჩერა. ქვაში ნაკვეთი კიბით მაღლა ავიდნენ.
-მოგწონს აქაურობა?-ჰკითხა კაცმა გოგონას, როდესაც მაგიდას მიუსხდნენ.
-ფანტასტიკური ადგილია.
-მხოლოდ ანგელოზი აკლდა, აი, ახლა კი ნამდვილი სამოთხეა...-გაიღიმა ლუკამ.

.............................

შავი JAGUAR-ი ქალაქგარეთ მიჰქროდა, გზატკეცილის ორივე მხარეს ტირიფის ხეები იყო დარგული, რომელთა ტოტებს სიო ნაზად არხევდა.
ავტომობილი ტყეს მიუახლოვდა, სადღაც ღრმად სესვლისას სიჩქარეს უკლო და XVI საუკუნეში აშენებულ საყდართან გაჩერდა.
უკვე კარგად შებინდებულიყო, ტყეში კი უფრო ბნელოდა.
ლუკამ დეას სთხოვა:
-თვალები დახუჭე!-დეამ თხოვნა შეუსრულა.
კაცმა ხელი მოჰკიდა და შიგნით შეიყვანა.
-თვალები გაახილე!-უთხრა ცოტა ხნის შემდეგ.
საყდარში უამრავი სანთელი ლიცლიცებდა და საკმევლის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებდა.
დეას თვალები გაუბრწყინდა, თან უნებურად მოსწყდა ცრემლი წამწამებიდან. ლუ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1216 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



ლუკა ადგა, დეას ყელსახვევი აიღო, დაყნოსა, გოგონას ნაზი და გრილი
სურნელი ღრმად შეისუნთქა და დეას გახედა, რომელსაც ნია ალით მიათრევდა. 
მეორე დღე.
ლიკამ დეას უნივერსიტეტში მიაკითხა. გოგონა მეორე სართულის დერეფანში მეგობრებთან ერთად იდგა. ლუკა მის უკან შორიახლოს დადგა და მისი ტელეფონზე მისი ნომერი აკრიფა.
დეა ზარის ხმაზე შეკრთა.
-უკან მოიხედე, მშვენიეროგაისმა ტელეფონში
წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც უცნობი ნომრის პატრონის ხმა გუშინ გაცნობილი სიმპათიური მამაკაცის ხმას მიამსგავსა. არც შემცდარა...
დეამ უკან მიიხედა და ლუკა შეამჩნია, რომელსაც ხელში, სახესთან ახლოს მისი ყელსახვევი ეჭირა, მისკენ ნელა წავიდა. კაცმა გაუღიმა და ხელში სუნამოს პაწაწინა ფლაკონი ჩაუდო.
-ამ სუნამოს "ანგელოზის ცრემლები" ჰქვია. მგონი ეს ისაა შენ რომ ხმარობ, არა?! როდესაც ვიტრინაში შევამჩნიე, შენ მომაგონდი. ამ თავშლის საფასურია,-უთხრა გოგონას და ყელსახვევი ჰაერში ააფრიალა.
-დიდი მადლობა, მაგრამ უცნობებს ასეთ ძვირფას საჩუქრებს არ უკეთებენ...
-ეს ჩუქება კი არა გაცვლაა. რაც შეეხება უცნობობას, უკეთ გაცნობის მიზნით, კაფეში გეპატიჟები, მაგარი ადგილი ვიცი! უარი არ მი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1285 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>




კაფე "ოაზისში" შავებში ჩაცმული ორი მამაკაცი ?(ლუკა და ლაშა) ზის, რომლებიც ლუდს სვამენ და სიგარეტს ეწევიან. ამავე კაფეში ორი გოგონა (დეა და ნია) შევიდა, რომლებიც კაცების მაგიდის წინ მდებარე მაგიდას მიუსხდნენ. ლუკას დეა მოეწონა და მისი გაცნობა გადაწყვიტა.
ბიჭები წამოდგნენ და გოგონების მაგიდისაკენ გაემართნენ.
-მე ლუკა მქვია, ეს კი ჩემი მეგობარია-ლაშა,-გაეცნო იგი გოგონებს, როცა მათ მაგიდას მიუახლოვდა.
-სასიამოვნოა, დეა,-გოგონა ხელს ჩამოართმევს ორივე მათგანს-ეს კი ნიაა, განუყრელი მეგობრები ვართ.
-ოჰო, სამყაროს უმშვენიერესი გოგონებისათვის ალამაზესი სახელები დაურქმევიათ.-აღნიშნა ლაშამ.
დეამ გაიღიმა და თავი დახარა, ნიამ კი ირიბად გახედა დაუპატიჟებელ სტუმრებს. არ ესიამოვნა ეს ორი უცნობი ასე უცერემონიოდ რომ გადმობარგდა მათ მაგიდასთან.
-მე და ლაშა თანამშრომლები ვართ,-"სხვათაშორის თქვა ლუკამ და NOKIA-ს ფირმის უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი და ახლადშეძენილი JAGUAR-ის გასაღები მაგიდაზე დადო.-თქვენ რას საქნიანობთ?
-სტუდენტები ვართ.-მკვახედ მიახალა ნიამ და ფორთოხლის წვენი მოსვა.
-ჟურნალისტიკაზე ვსწავლობთ, მეორე კურსზე,-გააგრძელა დეამ, თან ლუკას ღიმილით გახედა, რ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1250 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>


რ შემიყვარო!
სატანჯველი მე ჩემიც მყოფნის
და შენი გულის გადარჩენა გამიჭირდება,
ესა ყოფილა სამართალი ამ წუთისოფლის,
მისი წყალი ხომ არასოდეს დაიწმინდება?!
არ შემიყვარო!
ჩვენს სიყვარულს არა აქვს შანსი
და არც უფლება იარსებოს ამქვეყანაზე,
გულმართალ გრძნობას ათას ჭორის ტალახი გასვრის,
ცეცხლს მიეცემა რომანტიკა და სილამაზე.
არ შემიყვარო!
ამდენს მართლა ვერ გადავიტან,
შენ ხომ ისედაც არ გიხდება სევდა-ნაღველი,
დავაგვიანეთ ორთქლმავალი უკვე წავიდა
და მშრალ ტუჩებზე მეყინება შენი სახელი.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1537 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მიყვარხარ,
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა, ეს ლექსი და იცი უკვე
შენ რომ მიყვარხარ,
მე რომ
მიყვარხარ...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1536 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>

შაბათი, 2024-12-21, 5:07 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024