♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » ივნისი » 20

Blue Crush 2

დასახელება: ცისფერი ტალღა 2
ჟანრი: მელოდრამა, დრამა,
წელი: 2011
პროდიუსერი: მაიკ ელიოტი
ენა: ინგლისური
როლებში: შარნი ვინსონი,ელიზაბეტ მეთისი, გიდეონ ემერი,როჯერ ჰალსტონი,ბენ მილიკენი

მოკლე შინაარსი:

გარდაცვლილი დედის სულის მოსაგონრად დანა მალიბუს ტოვებს და სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, რა ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1859 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მოწყენილი მდუმარების ნისლი მხვევია,
და უკვალო სიყვარული გულში მწვევია
მე შენ მიყვარხარ ეს სიტყვები შენთვის მითქვია,
ეს ჩემიი ცრემლიც შენი გულისთვის გადმომიგდია;

ეს უკვდავება შენი გულისთვის გამიყიდია
ეს ჩემი სული შენი სულისთვის გადამიცია,
მე შენ მიყვარხარ ეს სიტყვების გადამიყრია
ჩემი ოცნებაც შენ ოცნებაში გადამიცვლია.

ჩემი ფიქრებიც ისევ უკვალოდ სადღაც გარბიან,
და ჩემი გულიც უღიმღამოდ
ნატვრად გიქცია,
ეს სიყვარულიც უფერულო
ამბად გიქცია…


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1341 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Love, like a river, will cut a new path
whenever it meets an obstacle.

Love is like a mustard seed;
planted by God
and watered by men

There is only one happiness in life,
to love and be loved.

You know you are in love
when you see the world in her eyes,
and her eyes everywhere in the world.

The snow, so peaceful and serene,
caressed by the soft moonlight,
gave magical feelings to the night.

The soft blue glow,
the lovers' words that then did flow,
their lips closer and closer
until, locked in the throes
of a passionate embrace,
he decided to express his feelings,
to keep her safe.

He whispered softly,
his words like music to her ears,
"I Love You,"
and her response the same,
heard like the gentle breeze,
"And I, love you, forever."

That was the night they promised
to be together through everything,
each to care for the other when old and gray
A lovers' pact
the most likely to last

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა მარტო ვარ იწყება ფიქრი
როცა მარტო ვარ სულ ვიწყებ ტირილს
მარტო დარჩენა აღვიძებს ტირილს
ამ ჩემს უაზროდ დარჩენილ ტკივილს

როცა მარტო ვარ ვიწყებ ლექსზე ფიქრს
როცა მარტო ვარ ვერ ბედავ ღიმილს
როცა მარტო ვარ ველი იმ წუთებს,
როცა მოვრჩები უაზროდ ფიქრებს

მე სულ ყოველთვის მარტო ვარ ყველგან,
მე სულ ყოველთვის ვიტირებ გულში
და ვიოცნებებ ყოველ საღამოს
მალე დამთავრდეს ტკივილი გულის.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1651 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ აყვავდა გული ვარდივით,
და ისევ მინდა შენზე დავწერო
შენი თვალები ცას მოწყვეტილი,
უკვდავებაო სიჩუმით ამბობს.

მე მინდა ისევ შენი ღიმილით
ვიცხოვრო მუდამ, მარადიულად
მე მინა ვიყო შენი ოცნება,
და სასწაული სიყვარულისა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1402 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თქვენ ჩემთვის გულწრფელ საუბრებსჰგავხართ,
ალბათ არც მინდა სხვა რამეს ჰგავდეთ...
ისე ჯერ სულში ვერავინ ჩამწვდა
და მხოლოდ ჩემმა ლექსებმა გამთქვეს

ვიცი სიცოცხლე წამიერია,
მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე,
თუ ყველაფერი ღვთისმიერია
მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს

ცხოვრება სცენად არასდროს მედგა,
არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი,
თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად,
იცით – არც ერთი არ არის ყალბი

დღეს ეს სიტყვებიც ლექსებად წამცდა
დაჯდეს წერტილი და ასე მორჩეს:
ვიცი, რომ ვამბობ ათასჯერ ნათქვამს
და მაინც – მინდა ღიმილით მოვკვდე!

და მინდა მუდამ იყოთ ასეთი –
თქვენ ახლა გულწრფელ საუბრებს ჰგავხართ...
სადაც დავიწყე იქვე გავჩერდი,
ეს იყო ჩემი ალთაც და ბალთაც


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1204 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?!

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს.

ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!

თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები ისევ მოგელის.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1300 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები
რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1310 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაზაფხულმა დაკრიფა,
შენს ღაწვებზე ატმები,
ტუჩებზე კი სიმწიფით ალუბლები აფეთქდნენ!
ვიცი, ბავშვობასავით თბილად მომენატრები,
თუმცა მაინც ბოლოჯერ ვკოცნი რძისფერ საფეთქლებს...

ახლაც შენი, კვალდაკვალ,
მომდევს თბილი აურა,
ცხელი, ცხელი აპრილის, მიწის სუნი მაბრუებს...
სტრიქონებიც გავგზავნე
დროში სამოგზაუროდ,
ფრთხილად ვიხსნი გულიდან
ნოსტალგიურ თავბრუ-ებს!

ჩაბნელებულ ოთახში, მარტოობა სრულიად,
„ჰეფი ენდში" ყოველთვის სასაცილოდ მიმართლებს!
მერე რა რომ ტუჩებში კოცნა აკრძალულია?..
ბოლო სუნთქვაც ცრემლიან
თვალებისკენ მივმართოთ.

შენიღბულად შეკრული,
უხეშად გაწყვეტილი...
ახლა ერთურთს ზედიზედ ცვლიან თბილი კადრები,
ის დროა, რომ სისხლისფრად დავსვათ მრავალწერტილი...
დამალულ ცრემლებივით - ჩუმად
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი !

 

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1. ნეტა ორი ვიყო, ორმაგად მოგიშლიდით ნერვებს… ! ! !
2. როდესაც მე მინდა რამე ჭკვიანური მოვისმინო, მე ვიწყებ ლაპარაკს..
3. არავის ვჩუქნი ოქროებს, ვერცხლებს და არ ვარიგებ ქათინაურებს, თუ ვამბობ, ვამბობ, მხოლოდ სიმართლეს, მძულს, ვინც არიგებს ცრუ დაპირებებს.****
4. დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს..****
5. ბევრი გადაცვლიდა თავის პლიუსებს ჩემს მინუსებში
6. ნამდვილი მტერი არასოდეს მიგატოვებს (მეგობრისგან განსხვევებით!)
7. სიკვდილო, მოვდივარ! გიხაროდეს!
8. ზოგიერთი ადამიანის ტვინის მიდამოებიდან ისმის ჩალის შრიალი
9. ცხოვრება გაბმული ხუმრობაა …. ბოლოს კი სიკვდილი იცინის…
10. არასოდეს დაუკაკუნო სიკვდილს კარებზე… დარეკე ზარი და უკანმოუხედავად მოქუსლე.. ვერ იტანს ამას რომ უკეთებენ!
11. ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე : მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო
12. რომ დაგენახა ლოყამ ცრემლი როგორ ატარა, ვიცი მეტყოდი... სულელი ხარ თანაც პატარა..
13. ყველაზე ლამაზი ის სიყვარულია რომელიც ყველასათვის გაუგებარი და ამოუხსნელია
14. .მხოლოდ ადამიანებს შეგვწევს უნარი "ერთგულების ფიცი” ღალატით დავაგვირგვინოთ, მეგობრობა შევთავაზოთ და გავანადგუროდ, სიყვარული ავუხსნათ და მივატოვოთ...
15. მე არ მსურს თქვენი სამყარო... ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1334 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-30, 7:08 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024