ლუკა ადგა, დეას ყელსახვევი აიღო, დაყნოსა, გოგონას ნაზი და გრილი სურნელი ღრმად შეისუნთქა და დეას გახედა, რომელსაც ნია ალით მიათრევდა. მეორე დღე. ლიკამ დეას უნივერსიტეტში მიაკითხა. გოგონა მეორე სართულის დერეფანში მეგობრებთან ერთად იდგა. ლუკა მის უკან შორიახლოს დადგა და მისი ტელეფონზე მისი ნომერი აკრიფა. დეა ზარის ხმაზე შეკრთა. -უკან მოიხედე, მშვენიეროგაისმა ტელეფონში წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც უცნობი ნომრის პატრონის ხმა გუშინ გაცნობილი სიმპათიური მამაკაცის ხმას მიამსგავსა. არც შემცდარა... დეამ უკან მიიხედა და ლუკა შეამჩნია, რომელსაც ხელში, სახესთან ახლოს მისი ყელსახვევი ეჭირა, მისკენ ნელა წავიდა. კაცმა გაუღიმა და ხელში სუნამოს პაწაწინა ფლაკონი ჩაუდო. -ამ სუნამოს "ანგელოზის ცრემლები" ჰქვია. მგონი ეს ისაა შენ რომ ხმარობ, არა?! როდესაც ვიტრინაში შევამჩნიე, შენ მომაგონდი. ამ თავშლის საფასურია,-უთხრა გოგონას და ყელსახვევი ჰაერში ააფრიალა. -დიდი მადლობა, მაგრამ უცნობებს ასეთ ძვირფას საჩუქრებს არ უკეთებენ... -ეს ჩუქება კი არა გაცვლაა. რაც შეეხება უცნობობას, უკეთ გაცნობის მიზნით, კაფეში გეპატიჟები, მაგარი ადგილი ვიცი! უარი არ მიიღება!- ლუკას ამ სიტყვებს მომაჯადოებელი ღიმილი მოჰყვა. დეამ გადაიკისკისა და.... დათანხმდა...
გაგრელება იქნება...
|