ფერი დაეკარგათ ვარდის წითელ ფურცლებს, ალბათ მარტოობა იგრძნეს, ისევ ჩამოდნა თაფლის სანთელი შენ რომ გაგონებდა ცრემლებს. ოჰ, ახლა მარტო დავდივარ გზებზე და წლები კვლავ წლებს მისდევს, ყვითელი ფოთლები ძლიერ შორს გაფრინდნენ, თავს ვეღარ აღწევენ ნისლებს. ფანჯრის რაფაზე წვიმა ჩურჩულებს, ფიქრები ფიქრებს მისდევს. ცისფერი სევდა სანთლების შუქზე დგას, დაუხრია თავი, წუთები თითქოს საათებს ჰგვანან, წამებიც ნელა გადის. და შორ სივრცეში ისევე მესმის ნაცნობი ფრაზის აზრი: "რისთვის მოვედი, რისთვის მივდივარ, გამაგებინო იქნებ?! ჩემი ცხოვრება წამი ყოფილა, შენ კი გიტოვებ ფიქრებს. ჩემზე იდარდე, ნუ დამივიწყებ, მუდამ ანთებდე სანთლებს, მარტი რომ მოვა ია მაჩუქე, ნუღარ დამაღვრი ცრემლებს!"
|