♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » სიყვარულო ძალსა შენსა... ნაწილი 8 (END)
11:41 PM
სიყვარულო ძალსა შენსა... ნაწილი 8 (END)


დეას სახლთან ახლოს, გზის პირას, პატარა კაფეა, ჭადრის ხეებით გარშემორტყმული. გარეთ მდგარ ერთ-ერთ მაგიდას ოთხი კაცი შემოსხდომია, ლუდს სვამენ და თან ეწევიან. მათ შორის ერთი ლუკაა. მათი მიმართულებით ავტომობილი მიჰქროდა, როდესაც კაფეს გაუსწორდა, ავტომობილიდან სროლის ხმა გაისმა.
კაფეში ქაოსი შეიქნა. იქაურობა ქალების წივილმა დააყრუა.
ლუკას მკერდზე გასისხლიანებული დეა ჰყავდა მიკრული. ჯიბიდან ქალის ყელსახვევი ამოიღო, რომელსაც მუდამ თან ატარებდა, ჭრილობაზე დაადო და ხელი მჭიდროდ დააჭირა.
-დეა, ჩემო სიხარულო, შენ აქ რა გინდოდა?!
-ლუკა, მინდა ის გითხრა, რის შენგან გაგონებასაც მთელი წელი ველოდი...
-არა, ანგელოზო, გაჩუმდი, ახლა შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება!
-ლუკა, მიყვარხარ! მინდოდა ეს პირველს შენ გეთქვა, მაგრამ, ახლა, რაღა მნიშვნელობა აქვს? -გამშრალი ტუჩები გაილოკა-ჩვენს ლევანიკოზე იზრუნე! იცი, როგორ გგავს?!
-დეა, ჩუმად!
-ლუკა, ხომ გჯერა ჩემი, გჯერა, რომ ლევანიკო შენი შვილია?
-ჰო, მჯერა, მჯერა! მეც სიგიჟემდე მიყვარხარ!.. სისულელე ჩავიდინე მაშინ რომ მიგატოვე, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მეშინოდა იმ ნაძირლებს რამე არ დაეშავებინათ შენთვის. მთელი ეს დრო შენთან მოსვლა მინდოდა, მინდოდა ამეხსნა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვბედავდი შენთან მოკარებას, მეგონა, რომ არ მოინდომებდი ჩემს გაგებას. მაპატიე, გემუდარები, მაპატიე, ჩემო პატარავ!
-მიპატიებია, თუმცა, საპატიებელი არაფერი ყოფილა...
-როგორ დაგკარგე... მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება...
-არა, არ შეიცვლება. მე მალე ისედაც მოვკვდებოდი. მშობიარობის შემდეგ გული დამიავადმყოფდა, მშვიდობით...
-არა, შენ არ მოკვდები, სიკვდილის უფლება არა გაქვს! ჩვენი პატარა ერთად უნდა გავზარდოთ. მიყვარხარ, გესმის?! მიყვარხარ!-კაცი დაიხარა და ნაზად აკოცა.
-მშვიდობით, ლუკა, მშვიდობით სამუდამოდ... მიყვარხარ!-დეას ამ სიტყვებს ტკივილნარევი კვნესა მოჰყვა. თავი უკან გადაუვარდა, თვალები კი გახელილი დარჩა.
აცრემლებულმა ლუკამ თვალები დაუხუჭა, თმებში ხელი შეუცურა, გულზე უფრო მაგრად მიიკრა საყვარელი არსების ცხედარი და მთელი ხმით იღრიალა:
-რატომ, ღმერთო, რატომ?
THE END
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1734 | დაამატა: mirkani | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2 laash  
0
tanshi damiara jruantelma.. ishviatad momdis egre..

1 lana  
0
dzalian emociuri da amave dros dzalian kargad gadmocemuli uyo bevri matira

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 4:35 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024