გარეთ გავიდნენ. დეამ ლუკას სთხოვა სახლში წაეყვანა. კაცმა გოგონა მანქანაში ჩასვა, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით, სათიბისაკენ აიღო გეზი.. მოცელილი ბალახი გამხმარიყო. ლუკა სალონიდან გადავიდა, მანქანას უკნიდან მოუარა, კარები გააღო და დეას გადმოსვლისას ხელი შეაშველა. უკანა სავარძლიდან თეთრი, ნახევრად მშრალი, შუშხუნა ღვინო გადმოიტანა, მაგრად შეანჯღრია და გახსნა. ქაფი დეას შეესხა, გოგონას შეეშინდა და შეჰკივლა, მერე კი გულიანად გადაიკისკისა. ლუკამ სითხე ფუჟერებში ჩამოასხა, ერთი დეას გაუწოდა. -ამ ჭიქით, იმ ადამიანს გაუმარჯოს,-დაიწყო მან-რომელიც უფსკრულის პირას დგას და საყვარელი ადამიანის ხელის შეშველებას ელოდება, რათა არ გადაიჩეხოს.-ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს, ცოტა მოსვეს, ისე, რომ ერთმანეთისათვის თვალები არ მოუშორებიათ. -იცი, ამ ჭიქას ვარსკვლავებთან ყოფნა სურს!-თქვა დეამ კისკისით და ჭიქა ზურგს უკან მოისროლა. ჭიქა ქვაზე დაეცა და დაიმსხვრა. -ამას კი მთვარეზე.-არ ჩამორჩა ლუკა გოგონას დაჭიქა მანაც ზურგს უკან ისროლა. ისიც ქვაზე დაიმსხვრა. კაცმა ბოთლს ხელი დააფარა, შეანჯღრია და შიგ დარჩენილი ღვინო დეას გადაასხა. ორივემ გულიანად იცინეს. ბიჭმა გოგონას გახედა, ნელი ნაბიჯებით მისკენ დაიძრა, ველურივით ეცა და გაშმაგებით დაუწყო კოცნა. დეას თავბრუ დაეხვა, ლიკამ იგრძნო ეს და ხელი ფრთხილად ჰკრა, გოგონა თივაზე მსუბუქად დაეცა. ლუკამ მის წინ დაიჩოქა, ცოტა ხანს უყურა და მერე კი...
გაგრძელება იქნება...
|