მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
I ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცი მიჩვეულია ყველაფრის ერთად მიღებას. მას ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. I ჯგუფის სისხლის მქონე ქალი ეჭვიანია, მგრძნობიარე, ვნებიანი, უყვარს ექსპერიმენტები.
II ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცი ხშირად ატარებს რჩეულს თეატრსა და კინოში. მთელი გულით უსრულებს საყვარელ ქალს ყველა სურვილს. II ჯგუფის სისხლის მქონე მანდილოსანი მორცხვია, არ უყვარს მაკიაჟი, არ აცვია მოკლე კაბები, არასოდეს გამოუტყდება მამაკაცს სიყვარულში, არ უყვარს ხანმოკლე რომანები, ისინი კარგი ერთგული ცოლები არიან.
III ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცი არ ცდილობს ქალის დაპყრობას, მას უბრალოდ მოსწონს სასურველ ქალთან შეხვედრა. ადვილად ეგუება ქალის უარს. არ გინდა? როგორც გენებოს! III ჯგუფის სისხლის მქონე მანდილოსანს არ უყვარს არშიყი, თუ გაგეპრანჭათ, ან ტელეფონის ნომერი მოგცათ _ ეს არაფერს ნიშნავს. მთელი ცხოვრება შეუძლია იყოს ერთგული ცოლი და ამავდროულად იმეგობროს ათეულობით მამაკაცთან.
IV ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცს აქვს საოცარი ნიჭი, მოხიბლოს ქალი, ისე რომ საერთოდ არ დასჭირდეს არანაირი ძალისხმევა. IV ჯგუფის სისხლის მქონე ქალი საჩუქარივით გივარდებათ ხელში და ამით დიდ სიამოვნებას იღებს.
|
ძირითადად მამაკაცის ტვინი შედგება შემდეგი წრედებისაგან:
გადამცემი – "მშია და მინდა დალევაც!” – მუშაობს ყოველთვის… სენსორი – "მინდა სექსი” სიბერეში იწვება.
აქვს 3 მდგომარეობა:
- "მინდა" - ”აუტანლად მინდა" - "აქ და ეხლავე". აუდიო აღგზნების ცენტრი. შედგება: - მაგიური მუსიკა სტერეო 16 ბიტ. და მეტი… - ალჰოგოლის ჩამოსხმის ხმა. - დაკმაყოფილებული ქალის ხმები.
ლუდის სახეობების გამოცნობის ცენტრი. სტრატეგიული გადაწყვეტილების ბლოკი… ანუ "ყველაფრის დედაც… მომეცით კიდე ორი ლუდის კათხა” ავტოპილოტი – "სახლისაკენ„ პასუხების გენერატორი კითხვაზე "სად დაეთრეოდი?” – დროთა განმავლობაში უფრო იხვეწება. ავტომოპასუხე – "საყვარელო ამაზე მერე ვილაპარაკოთ”. სინდსის უძლიერესი ”გლუშიტელი”. "ნაშების” ამომცნობი შორიდანვე. რეალურ დროში იძლევა ამოცნობის შესაძლებლობას, აკეთებს ზუსტ დასკვნებს: ”მისცემს/არ მისცემს”. სტანდარტულ მდგომარეობაში – ადგენს ქალის მკერდის ზომას, ფეხების სიგრძეს და ა.შ. ნებისყოფის გენერატორი, ვარგისია სპორტში – ხშირად ფუჭდება. ალკოჰოლის ნორმირების გადამცემი – ბევრს არ გააჩნია.
გეონავიგაციური სისტემა:
რუქაზე ჯვრებით აღნიშნულია ადგილები ვალუტის სხვადასხვა ნიშნით. მაუსის მონიშვნის დროს იწერება "ჩამარხული" თანხა. ჩიპი – სპორტული ანგარიშების დამახსოვრება (ყოველთვის განახლებადია). სტო
...
Read More
|
1902 წლის 3 აგვისტოს გაზეთმა "ივერიამ" გამოაქვეყნა: "იბეჭდება და 15 მარიამობისთვის გამოვა გასასყიდად ახალი ქართული წიგნი "ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" ისტორიული მიმოხილვა მღვდელი პ. კარბელაშვილისა" წიგნმა "ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" საუკუნის შემდეგ დიდი დახმარება გაგვიწია მაცხოვრის ხელითუქმნელი ანჩისხატის ნამდვილი ისტორიის შესწავლაში, რომელიც დამახინჯებული იყო კომუნისტური რეჟიმის პერიოდში. შევეცადეთ მისი ძირითადი ნაწილი გაგვეცნო მკითხველისათვის.
მღვდელ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. იგი მოღვაწეობდა XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის I ნახევარში. პ.კარბელაშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ჭალაში, მღვდლის ოჯახში. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. პ.კარბელაშვილი მოღვაწეობდა ქ.თბილისში, ქ.გურჯაანში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სოფლებში. აქვს გამოცემული სხვადასხვა წიგნები: ,,ქართული საერო და სასულიერო კილოები" (1898წ.), ,,კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი" (1900 წ.), ,,იერარქია საქართველოს ეკკლესიისა" (1901 წ.) და ,,ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ.ტფი
...
Read More
|
– ხომ არ გაწამდით ჩემო დიანა, ასე კარღია საპყრობილეთი?!..
წავიდეთ... უქონჩემოდნიანად, უფასოდაა ბოლო ბილეთი.
ნუ ვწმინდავთ ბინდის ამინდის ფასადს, ნურც ამ ფუჭფიჭას ვეკრაზანებით...
მატარებელი არ მიდის არსად, მაგრამ ხომ მაინც გავემგზავრებით.
|
თითქოს რაღაც გარდაიცვალა ჩემში, რაღაც მოკვდა – ბებერი, ხანდაზმული როგორც ისტორია. რასაც აქამდე ერთ მთლიან ტელოსურ სხეულად ვძერწავდი, დაიმსხვრა, დაიშალა ათიათას ნაწილად და ელემენტად, მსგავსად ადამიანის გვამისა, რომელმაც სიკვდილის შემდგომ დაუბრუნა დედამიწას ის, რასაც ადამიანი მთელი თავისი ფიზიკური ცხოვრების მანძილზე მისგან იერთებდა და ასე ავსებდა თავის უხილავ ფანტომს: მინერალებით, ნახშირწყლებით, მცენარეულ თუ ცხოველურ ცხიმებით და ცილებით და ხილულსა და ხელშესახებს ხდიდა მას, ხელშესახებს ხდიდა მას, რადგან დედამიწას ჭამდა, როდესაც ჭამდა: პამიდორს და ხახვს და ნიორს და კარტოფილს, ძველსა და ახალს და ცერეცოს და კამას და სალათის ფოთლებს და პეტრუშკას, რაც ნიშნავს ოხრახუშს. და ასევე ნიახური და პიტნა და ქინძი და ტარხუნა და რეჰანი და პრასი და ფერადოვანი ფხალეულობა და ათასობით მწვანილეულობა და წიწაკეულობა და სუნელეულობა და ბოსტნეულობა და სტაფილო და კომბოსტო და ჭარხალი და ბოლოკი და კიტრი და ბადრიჯანი და სიმინდი, რომელიც შეიძლება მოხარშო, ან კიდეც დაფქვა და მჭადი გააკეთო მისგან – ასეც ჭამო და ისეც. ათასი სახის კენკროვანი ნაყოფი და ნაირგვარი ხილეულობა: ქლია
...
Read More
|
დღეს ისევ შემახსენა თავი წარსულმა... მეგონა ჩამოვირეცხე_ ნადოღარი ცხენივით დასვრილმა, მეგონა ფიქრიდან ამოვშალე _შორეული მოგონებით დაღლილმა , მეგონა გადავივიწყე _ უსასრულო სატკივარით განცდილმა ... მაგრამ არ ირეცხება , არ იშლება , არ მავიწყებს თავს ... მომდევს და მომდევს დაგეშილი მწევარივით უკან , მიღრენს ცოფიანი სევდით და სიბნელის ჩუმ ქაოსში მკარგავს ... მე ვებრძვი ... ღიმილნარევი ტკივილით ვებრძვი წარსულს ... ცრემლიან თვალებში ვუყურებ და ვგრძნობ სიბრალულს ,ოღონდ ტკბილი მოგონების სიბრალულს ... მტკივა ყოველი ფიქრი და მტანჯავს ყოველი ბგერა... სადღაც , გულის სიღრმეში გადამალული ოცნება ფარფატებს ქარში აფრიალებული ბოლო ფიფქივით ... სადღაც... სიხარულის ცრემლები იღვრება და ფართო მკლავებში იხუტებენ სიყვარულს ... სადღაც... მხიარული ნადიმი გაუმართავთ ფრთიან ფრაზებს და ერთმანეთს მეტად დაფასებაში ეჯიბრებიან ... სადღაც... გულის კარებს უხსნიან ყველა გამვლელს და ხელის კვრის არ ეშინიათ ... სადღაც... მხოლოდ ორი დროა : მომავალი და კეთილი მომავალი ... ეს ყველაფერი სადღაც ხდება . იქ სადღაც უსასრულეთში ... ჩემთან კი ... ჩემთან ყველაფერი მწუხრის ფერებით იმოსება და წარსულის აჩრდილები სულში მიფათურებენ დაკოჟრილ ხელებს ... ჩემთან დირესაც ამჩნევენ თვალში ... და ერთი შეცდომის ათჯერ გამოსწორებასაც არ ინდობენ ... ჩემთან მხოლოდ ერთი დროა ...წარსული ... და
...
Read More
|
მე აქ ვარ, ფეხაკრეფით დავიარები ოთახთა შორის.
მე აქ ვარ მომაკვდავი და მომლოდინე შორეულ ფიქრთა მომწყვდეული ირგვლივ კოშმარში. ლოდინის მიერ მიყენებულ ჭრილობას მძიმეს ნაღველს და დიდ ჭრილობას ჭრილობას მატებს.... სევდას დაჩრდილულს მოლოდინით აღსავსე სულით.. თითქოს მარტო ვარ და სიმარტოვეც ჩემს წუხილს ერთვის. შორს გატყორცნილი იმედივით შევყურებ ფანჯრებს. ფანჯრებს ჭუჭყიანს, დაორთქლილს და სულ მთლად დათოვლილს..... ცაში ავაპყრობ ნამტირალ თვალებს, ცრემლებით სავსეს, შენს დაბრუნებას ციდან ველი ცისფერ ქარავნით. ო, როგორ შორს ხარ!ო, როგორ შორს ხარ!.... ცრემლები ტანჯვას უერთდება, ტანჯვას მწამებლურს, ფიქრთა ბურუსში გზააბნეულს სევდა გამრიყავს, ტანჯვას ვით ქცეულს, მოლოდინის ცხოველურ სურვილს, მარტოდ მტანჯველი შენს საძებრად მომიწევს გული..... გთხოვ მაპატიო და შეიწყალო ცოდვილი სული, მე არ ვიყავი ღირსი შენი,შენი დანდობის.......
|
გუმბათიდან თეთრი მტრედი აფრინდა და მას მიჰყვა ეკლესიის სარკმელებიდან აციმციმებულ სხივთა სიმფონია. სიმწვანეში ჩაფლულ ტაძარს ოდნავ მონაცრისფრო დაჰკრავდა. ზართა გუგუნმა შეზარა უადამიანო ქვეყანა და პირდაპირ მზისკენ აიჭრა რკინის ენის ხმა, სანამ ზეცას მიაღწევდა გზაში დაიკლაკნა ათასგვარად და მაინც ჟანგისფრად მიაღწია საწადელს. მოთეთრო ხელს ჩაემოეკრა ზარი და გრძელი, დაგრეხილი თოკისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა წამით. შავმა ანაფორამ გაიქროლა ტაძრის ეზოში და მიიმალა სადღაც, ღმერთთან ახლოს. ბერმა მძიმედ გაიარა ეკლესიისკენ მიმავალი ბილიკი და უფლის სახლში მსუბუქად შეიჭრა. პირჯვრისთვის საოცრად შეკრული ხელი შუბლისკენ წაიღო დ რაღაც ჩაიჩურჩულა მდორედ. უძლურ სიჩუმეში ჩაიძირა მთელი გრძნობით და სულის ძახილს უსმენდა ალბათ, რომელიც არსად წასვლას არ აიძულებდა, იგი იქ იყო სადაც უნდა ყოფილიყო, სადაც მისი სული ცოცხლობდა და გრძნობდა ამქვეყნიურ ამაოებას და დამუდამო სასუფევლის ძლევამოსილებას. თავისი ხელით ჩამოსხმული სანთელი აიღო და ნაპერწკალმაც გაიელვა ტაძარში, მუხლებზე დაემხო და სანთელი ისევ ჩააქრო, ტუჩები შეახო და ისე... ციდან თითქოს თეთრი ფარდა გადმოკიდესო, ისე გადმოიღვარა იქიდან სითეთრე, გუმბათს მისწვდა და შემოეხვია უჩუმრად, ანაფორამ კვლავ ჩაიარა ღმერთთან ახლოს და საოცარი გალობის ხმა შემოესმა უკაცო სამყაროს... ბერს სახეზე მზისფერმა გადაჰკრა და ჭაობისფერ თვალებში სიყვარულმა იფეთქა, ეს თითქოს მზემაც იგრძნო და ნიავმაც, სხივებმა თვალი მოჭრა მოხუცს, სიომ კი ოდნ
...
Read More
|
ცხოვრება ??? რა არის ცხოვრება???
ცხოვრება ტანჯვა და წამებაა... ბედნიერება კარზე მოგიკაკუნებს , შენ ცდილობ კარის გაღებას, წვალობ... უცბად გააღებ და იქ აღარ დაგხვდება. კარებთან ჩაიკუზები და იტირებ იტირებ იმიტომ რომ დაგტოვა ... შენ კი იმედი გქონდა რომ ბედნიერი იქნებოდი!!!... ღამ-ღამობით დაწოლა იმიტო გიხარია რომ სანამ დაიძინებ იოცნებებ, იოცნებებ უსაშველოდ იმაზე რაც გაკლია და რაც გინდა რო გქონდეს... ზოგი იმაზე ოცნებობს რომ ცოტა ბედი ჰქონდეს, ზოგიც იმაზე რომ ყველა ის ადამიანი ვინც უყვარს ბედნიერი იყოს... მაგრამ იცოდეთ რომ ბედნიერება წამიერია და სწორედ მაშინ გტოვებს როცა ყველაზე ძალიან გჭირდება. ბედნიერი რო ხარ ამ ბედნიერებას არ აფასებ მერე კი როცა შარშანდელი თოვლივით გაქრება მასზე გამუდმებით ფიქრობბ... ძააან გენატრება ის დრო და არ იცი როგორ დაიბრუნო. როცა ბედნიერი ხარ დააფასე ეს ბედნიერება და დატკბი ცხოვრებით!!!!!!! კიდე მზად ხარ ამ დროის დასაბრუნებლად ნახევარი სიცოცხლე დათმო... ელოდები ვიღაცას ვინც მოვა დაგაწყნარებს და გულში ჩაგიკრავს მაგრამ არავინ მოდის... ტირი იმიტომ რომ ყველამ მიგატოვა და გული გტკივა... გინდა ვიღაცამ გაგიხსენოს დაგირეკოს ან დაგიმესიჯოს მაგრამ რაა?..?..?... არავის
...
Read More
|
ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა თვისება(გრძნობა).ერთ მშვენიერ დღეს თვისებებს გამოუსხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ მოამზადა ნავი და გაცურეს.მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე ბოლო წუთამდე.როცა სიყვარული თითქმის დაიფარა წყლით, მან შველა ითხოვა.ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:?განცხრომავ, ამიყვანე შენს ნავზე!? -არა,-უპასუხა განცხრომამ- ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა, რომ ადგილი არ მაქვს!. სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის. - პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში! - არაფრით არ შემიძლია, სიყვარულო, შენ მთლად სველი ხარ, დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს!- უპასუხა პატივმოყვარეობამ. შორიახლო გაცურა მწუხარებამ. -მწუხარებავ, ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე! - ოჰ, სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა მარტო ვიყო. მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებს, მაგრამ ის იმდენად აღფრთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, ვერც კი გაიგონა სიყვარულის ძახილი. უცებ მოესმა ხმა... - სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე- ეს იყო მოხუცი.სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ მოხუცი თავისი გზით წავიდა.როცა სიყვარული მიხვდა, რამდენ
...
Read More
|
« 1 2 ... 82 83 84 85 86 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ოქტომბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|