მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
ყველაფერი კარგადაა: სახლში წესრიგია, სამსახურში თანამდებობას გთავაზობენ, სტილისტმაც შესანიშნავი ვაცხნილობა გააკეთა? მაშინ კართან დაფენილ ხალიჩაზე უარესად რატომ გრძნობ თავს? სად მიდის ენერგია? მგონი, ერთხელ წუხილის და მწუხარების ტყვეობაში აღმოჩნდი და ტუსაღობიდან ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდი. დეპრესიაა? შესაძლოა. კეთილი აიბოლიტის წამალი გულგრილს გტოვებს, სიხარული კი მაინც არსადაა? ეს ჭირვეული ბავშვები, მიუხვედრელი ქმარი, ფანატიკოსი-უფროსი...
შეჩერდი!!! დამნაშავეებს ნუ ეძებ! უფრო ხშირად თავად დაუნანებლად ვახარჯავთ ძალას უსარგებლო კი არა, მავნე საქმესაც. მოწევასა და გემოთმოყვარეობაზე არაა საუბარი, იმ მფლანგველობას ვგულისხმობთ, რომლითაც ჩვენ ასე უხვად ვუმასპინძლდებით გაუთავებელ განცდებს საკუთარი ენერგიითა და სიცოცხლისუნარიანობით...
ყველაზე ენერგოწამრთმევი ემოციური ჩვევების (რომლებითაც მარტო საკუთარი თავის წინაშე არ ვცოდავთ) რეიტინგი ასე გამოიყურება:
I ადგილი - განმარტებები უსიამოვნო და დაძაბული საუბარი უკანაა, ჩვენ კი უკმაყოფილებისგან ჯერ კიდევ ვკანკალებთ. ვიხსენებთ შემოტევებს და ჩვენს პასუხებს, წარმოვთქვამთ არგუმენტებს, რომლებიც კამათის დროს ვერ ვნახეთ. ვიმეორებთ და ვიმეორებთ - თავიდან საკუთარი თავისთვის, მერე შინაურებთან, შემდეგ კი დაქალებთან. მერე ფიცზე გადავდივართ, აქაოდა, შემდეგ ჯერზე "მე მას ასე და ისე” და ვირტუალური ახსნა-განმარტებების მეორე წრე იწყება. კიდევ არაფერი, თუ ამ წრეებზე სიარული ერთი ან თუნდაც ორი დღე გრძელდება. მაგრ
...
Read More
|
ცხოვრების გზაზე ყველანი ვცდილობთ, გვიყვარდეს და ვუყვარდეთ, გამოვხატოთ გრძნობა, რომელიც გვავსებს. ამ გზით - გაცნობიერებით ან გაუცნობიერებლად - სიყვარულში შინაგანი მთლიანობისა და შეერთებას ვესწრაფით. მაგრამ ძალიან ხშირად ამ სწრაფვას და სურვილს უზარმაზარ დაბრკოლებად საკუთარი თავისადმი უსამართლო, ცოტა არ იყოს, უპატივცემულო დამოკიდებულება ეღობება. თითქოსდა, ეს რა შუაშიაო, მაგრამ უამრავი პრობლემის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად სწორედ ეს სახელდება და ძალიან ხშირად "მასთან მარხია ძაღლის თავი”. ხან დაბალ თვითშეფასებას ვუწოდებთ, ხანაც ადამიანს უბრალოდ არ სჯერა, ჩაუბეჭდავს თავში, რომ ყველასთვის იდეაფიქსად ქცეული ბედნიერება მაინცდამაინც მასთან არ მოვა, წინდაწინ გაუწერია მარტოსული ადამიანის, ვითომ წარმატებული, სინამდვილეში კი - გაუხარელი ცხოვრების სცენარი და დიდებული რეჟისორივით შესდგომია მის ხორცშესხმას.
* * * ცხოვრება და საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა სარკესავითაა, რომელშიც ხედავ, ვინ ხარ და რა უნდა ისწავლო.
რა, უნდა ვისწავლოთ? - დიახ, აქ ჩვენი ცხოვრებიუსეული გაკვეთილები იგულისხმება, რომლებიც საკუთარი თავის სულიერ, მენტალურ და ფიზიკურ დონეზე გაგებასა და სათანადოდ შეფასებას უკავშირდება. ყოველი ათვისებული გაკვეთილი გვეხმარება, კიდევ უფრო კარგად გავაცნობიეროთ არჩევანის მნიშვნელობა და სიყვ
...
Read More
|
ცხოვრება სავსეა სტრესებითა და დაძაბულობით და თქვენ ნამდვილად შეამჩნევდით, რომ გემრიელი საკვები შესანიშნავად გვეხმარება მათ დაძლევაში. იმ საკვების მოხმარება, რომლებსაც თქვენ სიამოვნებით მიირთმევთ, ხელს უწყობს ენდორფინის (სიხარულის ჰორმონების) წარმოქმნას. თუმცაღა, თუ მივეძალებით შოკოლადსა და ტკბილეულს, დაძაბულობებს შეიძლება ზედმეტი წონა და კანის პრობლემებიც დაემატოს. ამიტომ, 10 გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი შევარჩიეთ, რომელთაც შეუძლიათ, სძლიონ სტრესს.
ბარამბო (ლიმონის პიტნა) ბარამბოს ნახარში ოდითგანვე რეკომენდირებულია დეპრესიის დროს, ნერვული და ემოციური აფეთქების დროს. ამასთან, იგი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და აწესრიგებს საჭმლის მონელებას. ორგანიზმის ტონუსში შესანარჩუნებლად შეიძლება ბარამბოს რამდენიმე ფოთლის ჩაიში ჩამატება.
ნუში ნუში მდიდარია B2 და E ვიტამინებით, თუთიითა და მაგნიუმით. თუთია ხელს უწყობს სტრესის ნეგატიური შედეგების დაძლევას, ხოლო E ვიტამინი იძლევა ენერგიის მუხტს. ამსთან, ნუში იმდენად მდიდარია ამ ელემენტებით, რომ შესაძლებელია მისი მიღება საკმაოდ მცირე რაოდენობით.
მოცვი ეს კენკრა მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ც ვიტამინით. როგორც ცნობილია, სტრესის დროს ც ვიტამინის მარაგი სა
...
Read More
|
(გაგრძელება)
-ბევრ სტატიაში გონების, რბილად რომ ვთქვათ მოწინააღმდეგედ გამოდიხართ. ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან, პირველი: რატომ ებრძვით გონებას, რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი?.. და მიუძღვის,თუ არა წვლილი გონებას თქვენს დღევანდელ მდგომარეობაში? -გონებას ჩემს დღევანდელ მდგომარეობაში რასაკვირველია გარკვეული წვლილი მიუძღვის, თუმცა ჩემი "დღევანდელი მდგომარეობის" დეფინირებისას დარწმუნებული ვარ ჩემი და თქვენი ვერსიები ერთმანეთს აცდებიან - რბილად რომ ვთქვათ - ღიმილით დაამატა სტუმარმა. რაც შეეხება გონების წინააღმდეგ ბრძოლას, აქ მერწმუნეთ სირბილე მეტად გამოგვადგებოდა; ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - სიტყვებს "ბრძოლა", "მართლმსაჯულება", ძალაუფლება", "უპირატესობა" და სხვა ერთი შეხედვით უწყინარ ცნებებს ჩემთვის უწმაწური სიტყვების ხმოვანება დაკრავთ; არა!.. მე არავის, არაფერს არ ვებრძვი... მითუმეტეს გონებას; ჩემს ქმედებებს "სააშკარაოზე გამოტანა" შეიძლება დაერქვას და არამც და არამც ბრძოლა, თუმცა თვით "სააშკარაოზე გამოტანაც" თავის თავში პასიური ბრძოლის ელემენტსაც შეიცავს, მაგრამ ეს ის არ არის, რამაც თქვენს კითხვაში გაიჟღერა. რაც შეეხება ვარაუდს. იცით რაშია საქმე... როდესაც ვინმე რაიმეს ვარაუდობს, იგი თავისი ვარაუდის გახმოვანებას ხშირ შემთხვევაში შემდეგი სიტყვებით იწყებს: "ვვარაუდობ,რომ..." და ამით "ვარაუდის",როგორც მერყევი, არასაიმედო ცნების სტატუსს აძლიერებ
...
Read More
|
წლების ძეები და წლების ასულები, წლებივით ბევრი, ჭრელი მორალები; მარადი აწმყოს პაწია წარსულები, მარადი აწმყოს პაწია მომავლები... "ინტერვიუ სიტყვასთან" (ნაწყვეტი)
-ბატონო ლეონტი, ეს კითხვა თქვენი მისამართით არაერთხელ მოგისმენიათ და მაინც, ჩემი თხოვნა იქნებოდა გაგენმარტათ ჩვენი მაყურებლისთვის... რას გულისხმობთ "სიზმარში ღვიძილით და რატომ გეპარებათ ეჭვი თქვენი საქციელის მართებულობაში, რომელსაც თქვენ "სხვისი გაღვიძების მცდელობას უწოდებთ?
მე უსაქმური ვარ!
შეეცადეთ ზღვა აღიქვათ სიცოცხლედ, ტალღა კი ცხოვრებად; ტალღა ჩნდება, იზრდება, ძლიერდება, სუსტდება, პატარავდება და ქრება ზღვაში. ეხლა კი წარმოიდგინეთ ტალღა, რომელიც სადღაც შუა ეტაპზე გაშეშდა, შემდეგ ზღვაში ჩაყვინთა და მისი ზედაპირის ქვეშ განაგრძო გზა; იგი აღარ არის ზღვის ზედაპირზე ხმაურით მგორავი ცხოვრება; აღარ არის მშფოთვარე ღელვის ნაწილი; იგი შერწყმულია ჩუმ სიცოცხლეს, სადაც ბასრი გრძნობა-მელოდია მეფობს; ღელვის ხმა მის სმენას აღარ ახშობს; იგი გრძნობს იმას, რაც ზედაპირზე არ იგრძნობა; ზედაპირზე იგი საყოველთაო ხმაურის ნაწილია; მან ტალღის წარმომავლობა შეიცნო, მისი მომავალი შეიგრძნო; მას ამოყვინთვის სურვილი აღარ აქვს; იგი პასუხს
...
Read More
|
რა შეიძლება გავიგოთ მამაკაცზე თუ მიცემთ თქვენ ნომერს? კომუნიკაბელური მამაკაცი იწერს ნომერს პირველივე ქაღალდზე,გაზეთზე და ა.შ..... ე.ი. თქვენს წინაშია ცვალებადი ხასიათის ადამიანი. მისთვის უცხოა ისეთი თვისება როგორიცაა: პედანტურობა, მოწესრიგებულობა ... პირიქით ის არის ძალიან თავისუფალი, ადვილად შედის კონტაკტში და ამ ურთიერთობებს ის არ აფასებს. ასეთი თვისება ტელეფონების ჩაწერის არ გაძლევთ საშუალებას რომ იყოლიოთ ფართო ნაცნობების წრე. ის კარგავს ამ ქარალდების ნაგლეჯებს და არ ნანობს. შესაძლებელია ის არის ”მეგობრული” ადამიანი მასთან არ მოიწყენთ, მაგრამ მეორე მხრივ მასთან ძნელია სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა.
კლასიკური ეს ის მამაკაცების კატეგორიაა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს სუსტი სქესის წარმომადგენლებში. მამაკაცი იღებს თავის ბლოკნოტს სადაც გულდასმით იწერს თქვენ ტელეფონის ნომერს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მამაკაცს თავისი ცხოვრება დაგეგმილი აქვს და ის ცხოვრობს გარკვეული განრიგით სადაც ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ამ კატეგორიის მამაკაცი პუნქტუალურია და საიმედო. თუმცა ზოგიერთ ქალბატონისთვის ამ ტიპის მამაკაცი მოსაბეზრებელია და უინტერესო. რაც შეეხება ხანგძლივ ურთიერთობებს მას უნდა შეიცნოს თავისი მეწყვილე ძირფესვიანად და არასოდეს გამოაქვს დასკვნა პირველივე შთაბეჭდილებით.
სანთებელა ამ ტიპის მამაკაცისთვის სირთულე
...
Read More
|
ერთი მოძრაობს ძვირფასი ავტომობილით… განებივრებთ საჩუქრებით, გჩუქნით ვარდების თაიგულებს, შურიანი დაქალების თვალწინ გეპატიჟებათ რესტორანში. მასთან ყოფნის არ გრცხვენიათ, პირიქით, გეამაყებათ მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას გამოჩენა. ხართ ამაყი იმით, რომ ზუსტად თქვენ აგირჩიათ ამ მდიდარმა და წარმოსადეგმა მამაკაცმა, მაგრამ… მანქანაში, რესტორანში, ბინაში ან თუნდაც საწოლში მასთან ყოფნის დროს, თქვენ ყოველთვის გახსენდებათ სხვა… ის სხვა, რომელიც გიყვართ. ის შენი შეყვარებულია, შენი გულის რჩეული, თუმცა არა ისეთი მდიდარი და არა ისეთი მოვლილი, როგორც ეს პირველი. მაგრამ, ღმერთო როგორი მოწყენილი ხართ ამ მდიდართან! უბრალოდ აუტანელია! ამ დროს, პარალელურად კი გახსენდებათ შეყვარებულთან გატარებული გიჟური დღეები, ხმაურიანი ჩხუბი და ასეთივე შერიგების ღამეები. მეორეს მხრივ, არც მდიდართან გაქვთ ცუდი დამოკიდბეულება. ის კარგი ადამიანია და კარგი მოსაუბრე, ჭკვიანი, პატიოსანი და გულწრფელი. თქვენ საკუთარ თავს ადანაშაულებთ, რომ არ ხართ მასთან გულწრფელი გრძნობებში და არ უთმობთ მას დიდ ყურადღებას. თქვენ ხომ დღითიდღე მისი დახმარებით იცვლებით, უფრო იხვეწებით, თავს გრძნობთ ყველანაირად უზრუნველყოფილად. მაგრამ, ხართ თუ არა ბედნიერი? არა. შეუძლებელია თავს გრძნობდე ბედნიერად – იყო მხოლოდ საყვარელი სხვისთვის, საპასუხოდ ამ გრძნობაზე კი იმ სხვას, ვერაფრით პასუხობდე… გარდა პატივისცემის გრძნობისა. ეს მუდმივი დანაშაულის შეგრძნება კი არასდროს არ გასვენებთ, ფიქრებში ყოვ
...
Read More
|
შეხვდი ადამიანს, რომელიც სრულყოფილად მიგაჩნია? ფიქრობ, რომ ის საუკეთესოა მათ შორის ვისაც ოდესმე შეხვედრიხარ? დადგება დღე, როცა უნდა შეჩერდე და დაფიქრდე, დარწმუნდე გრძნობებში და გაარკვიო, არის თუ არა შენი გრძნობები ნამდვილად სიყვარული. ადამიანები ძალიან გვიან ხვდებიან, რომ ის, რაც სიყვარული ეგონათ, თურმე მხოლოდ სურვილი ყოფილა, ან უბრალო გატაცება. სად არის ზღვარი? როგორ უნდა გაარკვიო ნამდვილად გიყვარს, თუ არა? ამ კითხვისთვის პასუხის გაცემა მარტივი როდია, მაგრამ პასუხი მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. არ ღირს ხორციელი სურვილები და ვნება მივაწეროთ ისეთ წმინდა გრძნობას როგორიცაა სიყვარული. ვნება, სურვილი არის მეტისმეტად ძლიერი ფიზიკური მიზიდულობა სხვა ადამიანისადმი და როცა ამას გრძნობ, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ შეგიყვარდა, რადგან ერთადერთი, რაზეც განუწყვეტლივ ფიქრობ ის უცნობია, რომელსაც კარგად არც კი იცნობ. როგორ შეიძლება ერთმანეთში აგერიოს მენტალური და ფიზიკური გრძნობა? როგორც წესი, გაურკვევლობა იქამდე გრძელდება, ვიდრე ფიზიკური ურთიერთობა რეალურად მოხდება. სექსის გარეშე ძალიან რთულია გაარკვიო შეყვარებული ხარ, თუ არა. თუ ეს მხოლოდ სურვილია, სექსის შემდეგ იწყებ იმის შემჩნევას, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდი, ხვდები, რომ თურმე ამ სრულყოფილ ადამიანსაც ჰქონია ნაკლი, მასზე ისე აღარ ფიქრობ, როგორც მანამდე. თუ აქამდე ეჭვიანობდი, ახლა აღარც
...
Read More
|
...მომაწოდე, ხელი, სიგარეტი, ცეცხლი, ხურდა, გაზეთი, ყავა, ლექსი, ნამცხვარი, .. სულ ერთია, ოღონდ მომაწოდე, მომაწოდე რა რამე... ...ან გამიყავი, რაც გაქვს, სახლი, წიგნები, მეზობლები, პრობლემები, მეგობრები, სიტყვები, გრძნობები,.. გამიყავი, რაც გინდა, გამიყავი რა რამე... ...ისე მირჩევნია გამიყო, რომ მომცე, შემივსებ სიცარიელეს... თუ გამიყოფ, მერე რამე საერთო გვექნება, რაღაც საერთო გვექნება და ... ... თუ გინდა ჭუჭრუტანა გაუკეთე ჩემს ოთახს, მიყურე ხოლმე. არ გინდა მიყურო ხოლმე? ჩუმად, მე ვიცეკვებ ხოლმე, ხმამაღლა წავიკითხავ, გავიხდი, ვიმღერებ... ... გინდა გამაკრიტიკე? გარეგნობა გამიკრიტიკე, მეგობრები გამიკრიტიკე, აზრები გამიკრიტიკე, ჩემი მოდუღებული ყავა გამიკრიტიკე... ... ან რამე მეთამაშე, გინდა გრძნობებზე მეთამაშე, ან სიტყვებზე მეთამაშე, ან სხეულზე მეთამაშე…... ან... მოვიწყინე... ... რა არაფერი არ გინდა. არც მოწყენა არ გინდა? გინდა ერთად მოვიწყინოთ, ან ცალცალკე მოვიწყინოთ, ოღონდ ერთ რამეზე მოვიწყინოთ... ...რა ჩუმად ხარ, არა მაინც რატომ გგონია რომ ბავშვი ვარ? იცი უკვე რამდენი რამე ვიცი? ვიცი სექსის დროს რა ხდება. როგორ უნდა, ეგეც ვიცი. რა არ გჯერა ? გინდა მოგიყვე? ... ხო კაი არ გიყვები, დაწყნარდი... რა უცნაური ხარ, ყველა სკოლელი მეპრანჭება, ყველას მოვწონვარ, შენ რატომ ხარ ასეთი ჩემს მიმართ, ვერ ვხვდები... ... რა იყო, ასეთი ცრუ მორწმუნე ხარ რომ ჩემმა ასაკმა, 13 მა შეგაშინა? რა მამასავით მიყურებ, თუ გინდა გამოთვალე. მამად არ მეკუთვნი. აი
...
Read More
|
დღეები გარბოდნენ მას თვეები და წლები მისდევდნენ , ბიჭი იზედებოდა; იზრდებოდა და მისი გული სიყვარულით ივსებოდა . მე ვარ ის ბიჭი, დიახაც მე . ადგილი აგარ მაქვს რომ სხვა რამ დავიტიო ჩემს ერთ ციცქნა გულში , ვეღარ ვძლებ უშენოდ არ გამომდის ცხოვრება და არც მინდა რომ ვიარსებო . შენი სიტყვები ჩემტვის წამალია , მალამოდ მედება ნაიარევზე და ეფერება მას. შენი გულისთვის ცეცხლში გავივლი მხოლოდ შენთვის შევდზლებ შეუძლებლის გაკრთებას. გარეთ წვიმს , ზამთარია , ცივა , მე კი ვზივარ და ვწერ ვწერ შენთვის , ვფიქრობ შენზე და ვგრძნობ რომ მენატრები . თოვლი არ არის მაგრამ შევძლებ და თოვლის სანთლებს დაგინთებ , მუხლებზე დავდგები და შენთვის ვილოცებ , შენს თვალებს წარმოვიდგენ და დაგიკოცნი მათ , მაგრამ წარმოსახვაში იმითომ რომ ჩემთან არ ხარ . ალბათ გძინავს ან თუ არა და ჩემზე ფიქრობ. დაგესიზმრები თოვლის ფარდის იქით ლანდად რომელიც თან დაგდევს და გიცავს. ნეტავ მერამდენე ღამეს ვათევ შენზე ფიქრში ? არ მჭირდება ამისთვის საფასური , მხოლოდ ერთს გთხოვ რომ გიყვარდე , გიყვარდე სიკვდილის მერეც , არავის ძალუძს იმის წარმოდგენა თუ რაოდენ ძლიერ მიყვარხარ, როგორ ვარ მიჯაჭვული შენზე და რამდენად მრავალფეროვანია ჩემი ცხოვრება შენთან ერთად, ყველაფე
...
Read More
|
« 1 2 ... 81 82 83 84 85 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 28 სტუმარი: 28 მომხმარებელი: 0 |
|
|