♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥

- ძლივს გიცანი, ისე გამხდარხარ, თითქოს ყურებში სინათლე გაგდის! – უთხრა სერგიმ.
- ჩემს ლეშზე ნუ იფიქრებ. იფიქრე სულზე სიკვდილის შემდეგ.
წუთით დუმილი ჩამოვარდა.
- ჰო, მართლა, როგორ ცხოვრობ? რახანია ერთმანეთი არ გვინახავს.
- ჰო, დიდი ხანია. რაო სერგი, ისევ დამივიწყე?
- დავაპირე შენთან მოსვლა, მაგრამ ვერ მოვიცალე. ხან უნივერსიტეტი, ხან ეს, ხან ის...
- სულ მარტო დავრჩი, არც მეგობარი, არც ნათესავი, არავინ არის.
- გამიგონე, უბრალოდ მიხვდი, რომ მარტო არა ხარ! - უთხრა სერგიმ, სილურჯემოდებულ შიშველ ფეხებს მიაჩერდა, - არ გცივა?
- იცი, წუხელ შარვალ-ხალათი მომპარეს, ფეხსაცმელიც მომპარეს, - მიუგო მან და ხალათი გაიხსნა, საცვლების ამარა დადგა.
- კარგი ერთი, ვინ მოგპარავდა!?
- შენ არ იცი. ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები.
- წამოდი ჩემთან, სახლში.
- არა, სერგი, მივეჩვიე სიცივეს. ამ ლეშს, ჩემს სხეულს ახლა სამარისთვის ვამზადებ. ...და საფლავების მწვანე სიჩუმე.
- მე ხომ გთხოვე...
- წინათ იყო რაღაც ხალისი, შინ მომიხაროდა და მერე უთენია ისევ გავრბოდი ქუჩებისკენ. თუმცა ეს წინათ, ახლა არც სახლში მიმიხარია, არც ქუჩებისკენ. სასაფლაო, მხოლოდ სასაფლაოა ჩემი ადგილი.
- შენ უკვე ისე შეეჩვიე სასაფლაოს, რომ არც კი ამჩნევ ირგვლივ რა ხდება. გაიხედე, განა მარტო შავი ფერია?!
- ეს არ არის საქართველო!
- ეს არი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩასძინებოდათ არწივებს,
სთვლემდნენ მუხათა ტოტები,
ბნელ ღამეს ააქარცივებს
მკივანი მიკიოტები.
არწივებს ჩასძინებოდათ,
ბედი არ სთვლემდა ცბიერი:
შორით შორს ალი ჩნდებოდა,
ცეცხლი გორავდა ძლიერი.
ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,
როგორც ძნას შემოდგომისას.
არწივებს ჩასძინებოდათ,
სიზმრებს ხედავდნენ ომისას.
ცეცხლი, ხავსებით დახალულს,
გზებს ალით შემოაძივებს,
იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს
ჩასძინებოდათ არწივებს;
გამოეღვიძათ არწივებს. . .
ცეცხლი! -შესძახეს წივილით,
ცეცხლი! –მიდამოც გასწივის,
ცეცხლი! -ტყე ამბობს ტკივილით.
არწივების გაკიდებული
ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,
ფრთებზე ცეცლწაკიდებული,
შორით გაფრინდნენ ვეღარა,
იქვე დაეცნენ სამზირად,
გულს თუმცა გაფრენა სწადიან,
დაღლილნი, არაგვის პირად
ფრთადაკიდებულნი დადიან:
„ არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა. „

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1398 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ცურვა გამორიცხულია –
გული ისედაც ძლივს მუშაობს
და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
და სამდღიანი ლოთობის შემდეგ,
დღევანდელი ამბების შემდეგ,
ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ
სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,
რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე
და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე,
მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს,
ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს
და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი,
ნაპირი, სიცოცხლე,
ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს
და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს
და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ფარავს ღრუბელი. ღრუბელს
წყალი. წყალს კი
სიტყვები:
ხმა,
რომელიც შემოდის ჩემში,
რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან,
რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე,
რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება,
რომ ჩემი გული დამშვიდდება
და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი,
ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის,
რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი, არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას…
შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს…
ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ მაინც ისინი…
პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს ,ას სჭირდება საყრდენი რო არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, სენით ავიდგი ფეხი თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ…
გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის შემდეგ შეხვერამდე…
გახსოვს ჩვენი ჩხუბი?…მართალი ხარ არც მე მახსოვს. ჩვენ არ ვჩხუბობდით ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე!
გახსოვს ღამის ცა, მთვარე და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა ,მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რო დავლაპარაკებოდი…
ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონი ცვენნაირად მარტო გამორჩეულები მღერიან…
შენ მიცავდი უცხოებისგან, ბოროტებისგან, სიკვდილისგან…
ნათელი სხივი იყავი ჩემ ცხოვრებაში, სიბნელეში მინათებდი გზას…
შენი სული მათბობდა ხოლმე სულგაყინულს…
ჩვენი ოქროსფერი ჯაჭვი თუ გახსოვს? რომელიც არ გვაძლევდა ერთმანეთთან დაშორების საშუალებას…
იცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ჯაჭვი გაუფერულდა, დათხელდა და ეხლა გაწყვეტას ლამობს, არ მინდა დავიჯერო რო გაიზარდე, შეიცვალე და მე კიდე დავრჩი ისეთივე სულელი ბავშვი!
ჰო სულელი, სულელი, სულელი ბავშვი, რომელსაც არაფერი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შებინდებულიყო... ზღვის ტალღები საიდუმლოდ ეჭორავებოდნენ, ეჩურჩულებოდნენ ოქროსფერ სანაპიროს. შორს მთა მოჩანდა უზარმაზარი. მთის ერთ კალთაზე ერთი მარტოხელა ხე იდგა. ხი ძირში სიყვარულის სადღეგრძელო ისმებოდა. ქორწილი იყო - ბუნების ქორწილი და სიყვარულის თაკარა მზე ანათებდა იქვე, ჩრდილში დამსხდარ გოგონასა და ბიჭის გულებს. გოგო 16ის იყო, ბიჭი 19-ის.
- ხვალ მიდიხარ თბილისში? კარგი რა, ხომ იცი რომ ერთ თვეს ვერ გავძლებ უშენოდ. - ბუზღუნებდა გოგო, - არ შემიძლია. სულ ცოტა ერთი თვე ვაპირებ აქ დარჩენასო, ესე ბრძანა დედაჩემმა. რა გავაკეთო აქ უშენოდ? მზე და ზღვა??? ნუთუ გგონია რომ შენს გარდა სხვა მზე მჭირდება?
გოგო აცრემლებული შეაცქერდა ბიჭს.ბიჭი ჩაფიქრებული და ოდნავ სევდიანი ჩანდა. გოგოს აცრემლებული თვალები რომ დაინახა, გამოფხიზლდა.
-ნუ სულელობ! მე მართლა საქმე მაქვს. გთხოვ, ნუ გგონია რომ შენგან წასვლა მინდა.! უბრალოდ ლუკას დახმარება სჭირდება . დიდი პრობლემები აქვს. მე..მე დავამთავრებ თუ არა საქმეებს, მაშინვე ჩამოვალ... მე ძალიან მომენატრები. ხო იცი რომ უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია?? მიყვარხარ.. და ბიჭმა მონატრებული, წრფელი კოცნით აკოცა გოგოს. გოგომ ტირილს უმატა.
დაღამდა.. სახლში უნდა წასულიყვნენ. ბიჭი იმ ღამით მიდიოდა. უყურებდა, თავს ევლებოდა, ეფერებოდა გოგოს.
არ დაივიწყო, რომ შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და რომ ბედის უდიდესი საჩუქარი მყავხარ. შენთან სიცოცხ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცნობილია, ქალი და კაცი ურთიერთობის დაწყების მოტივაციითაც განსხვავებული არიან. მამაკაცი აპრიორი მონადირეა, ქალი – "ბუდეს იკეთებს”... "მხოლოდ სექსისთვის ვჭირდები”, "არ მიშვებს ცხოვრებაში”, "სერიოზული ურთიერთობისთვის განწყობილი არ არის”, – ჩივიან გოგონები. თუმცა, ყველაზე მტკივნეული მაინც ისაა, როცა ამბობ, მიმატოვაო...

უფრო სახიფათო ისაა, რომ 2-3 ასეთი ეპიზოდის შემდეგ გოგონა გულწრფელად იჯერებს, რომ მისი საქმე ცუდადაა და, როგორც ჩანს, საერთოდ არაა მიმზიდველი მამაკაცებისთვის. მაქსიმუმ, რაც მათ შეუძლიათ, მცირე ხანს გაერთონ და გაქრნენ.

როგორ უნდა ისწავლო, ჯერ ერთი, ისე მოქცევა, რომ არ მიგატოვონ, მეორეც, თუ ეს მაინც მოხდა, ამას მშვიდად შეხვდე და მეხსიერებაში მხოლოდ კარგი მომენტები დატოვო?

დასაწყისისთვის, გავიგოთ, რატომ წყვეტენ ”ძვირფასები” ერთ მშვენიერ დღეს ასე ადვილად და ძალდაუტანებლად ურთიერთობას და არც კი გიხსნიან, რატომ. თავად ძალიან იშვიათად გცემენ პირდაპირ პასუხს ამ კითხვაზე. დროდადრო თავადაც ძნელად ერკვევიან, საკუთარი ქცევის ანალიზი და ზედმეტი რეფლექსიებისგან ტანჯვა ხომ ნამდვილად არაა მამაკაცური ნიშა. მოუნდა- გააკეთა და მორჩა, ესაა ახსნა. ამიტომ, შევეცადოთ, პასუხი გავცეთ.

უფრო ლამაზია?
ყველაზე გავრცელებული ვარაუდი: «სხვა ნახა და ის უფრო ლამაზი და მიმ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1308 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუკი გსურთ უფრო მეტი გაიგოთ იმაზ,ე, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ სიყვარულისადმი, ან თუ მათი საყვარელი ადამიანის შეხედულებებთან შედარება გსურთ, ქვემოთ მოყვანილი კითხვებს უპასუხეთ: "დიახ", "არა", ან დასვით ნიშანი"?". შემდეგ ქულები შეკრიბეთ და გაიგეთ შედეგი:

ტესტის კითხვები:
1. მამაკაცი, ჩემი აზირთ, ქალზე აქტიური უნდა იყოს.
2. მიყვარს საყვარელი ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება, თუნდაც წვრილმანი მიზეზით.
3. მეუხერხულება სინაზის გამომჟღავნება სხვების თანდასწრებით.
4. საყვარელი ადამიანისთვის აუცილებლად ვგრნძობ თავს.
5. 15–წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ მტავარი ცხოვრებაში ჩვევა ხდება.
6. ჩემტვის ადვილი გრძნობების გამომჟღავნება და მათზე ლაპარაკი.
7. შვილები, სახლი და ჩვევები რომ არა, ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში.
8. ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამგზავრია და ჩემს ბედს იზიარებს, ყველაზე ახლობელი და ძვირფასია ჩემთვის.
9. სიმართლე გითხრათ, მეძნელება იმის თქმა, რა არის სიყვარული.
10. ის, რაც ჩემსა და ჩემს საყვარელ ადამიანს შორის ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
11. უფრო ხშირად ვეჭვიანობ, ვიდრე მენატრება.
12.ძძალიან მიყვარს ის ადამიანი, რომელთანაც ცხოვრებამ შემაერთა.
13. ხანდახან მღლის ის ადამიანი, ვის გვერდითაც ვცხოვრობ.
14. ხშირად ვცდილობ საყვარელი ადამიანის გახარებას.
15. ხადახან მეჩვენება, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და სრულიად გა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 998 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ძმები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მარაბდის ველზე. ქართულმა ეკლესიამ ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი წმინდანად შერაცხა.
1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2643 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..

გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
ამოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
ორივე გვერდით მჭრელიო;
გპატრონობს გული ფოლადი
და გიპყრობს რკინის ხელიო.

მისი გამჩენის ჭირიმე,
ვინც რომ შენ გამოგჭედაო!
ჭირიმე, შენი ჭირიმე,
მტერს აუტირე დედაო!


ბევრი ნაღველი შეასვეს
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,
შენ მიმკურნალე, მახვილო,
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერელია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!

მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!

გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2809 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიაძახა: "გზა მომეო!
ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ?
როგორ გამეთამამეო?

"თუ ვერ ატყობ თავს, ვინცა ხარ,
გამიგონე, რომ გითხრაო:
შენ რომ ფრთები გამოგბმია,
ღმერთიც მაშინ გაგიწყრაო!

"ბზუილასა, ტყუილასა,
შხამიანსა, მკბენარსაო,
ვინ არ გიცნობს უსაქმურსა,
მფრინავს მოუსვენარსაო?!

"მე კი დარბაისლად მცნობენ,
შრომისა ვარ მოყვარეო...
ჩემთვისა ვარ, არვისა ვკბენ,
არ ვარ შენი მოგვარეო!

"ქვეყნის თვალში მე სულ სხვა ვარ,
შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხედავო?
ჩამოდექი, გზა მომეცი!..
ურჩობას ნუ მიბედავო!”

ფუტკარმა ეს უპასუხა:
"ნუ მაცინებ, ხა-ხა-ხაო!
ვინც რომ ქვეყნად გაგაჩინა,
ნეხვის ჭიად დაგსახაო!

"ბევრს რომ შრომობ, ნუთუ ჰფიქრობ,
რომ მთა და ბარს ასწორებო?..
მხოლოდ ფუნეს აგუნდავებ,
იქვე ახლო აგორებო.

"ის ხომ შენი საზრდო არის?
შენს მეტს არვის არგიაო!
შენ აკეთებ... შენვე ჰზიდავ...
საკუთარი ბარგიაო!

"დარბაისლად იმუშავებ,
რაღად ირბენ, აბა, შორსო?
ყოველ ფეხის გადადგმაზე
ნახავ, გინდა მთელ გოდორსო!

"მე კი სხვა ვარ... სულ სხვა მუშა
და სხვაგვარად მოღვაწეო:
ზეცის მუშას მეძახიან,
არ ვარ მარტო სამიწეო!

"მისთვის დავფრენ მოუსვენრად,
რომ მოვძებნო ყვავილიო,
გულის წვენი ამოვწუწნო,
სამკურნალო რამ ტკბილიო.


"შევუმზადო მით ქვეყანას < ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2696 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 79 80 81 82 83 ... 88 89 »
პარასკევი, 2024-11-22, 7:09 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024