მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
ხატის წინ
მიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად დნება, ვით მსხვერპლი დიადი, რომ მადლით გაასპეტაკოს, თვალუწვდომელი წყვდიადი!
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული; მეცა უსიტყვოდ, უძრავად, ცის სვეტად გაქვავებული.
რაღაც უცნაურ ერთობას ვხედავ სანთელს და ჩემ შუა! მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება ჩემი გონება და ჭკუა.
სანთელი ჩემი ხორცია, სიცოცხლე - მოკლე პატრუქი, ნათელი - ჭკუა-გონება, იმათგან გამონაშუქი.
ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა, და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე, არ შემიძლია მეც განა?
კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს, ჩემთან მომტანი ცეცხლისა, ის მოციქული მომავლის, მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
|
შენ ვერასოდეს მიხვდები, რაოდენ დიდი სიხარული ხარ ჩემთვის. როდესაც შენზე ფიქრებში ჩამეძინება ხოლმე, ვიღვიძებ, - ისევ შენზე ფიქრები მიტრიალებს თავში და თვალწინ შენი სახე მიდგას. შენ ერთადერთი არსება ხარ, ვიზედაც ვოცნებობ ასე... მნიშვნელობა არა აქვს, სად იმყოფები იმ წამს... მე შენ გრგძნობ დღისითაც და ღამითაც... ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩემი ფიქრებით მე მუდამ შენთან ვარ...
|
უბრალო სევდა... ღამით ღრუბლისფრად ჩამომდნარი სახეზე, შერწყმული ღიმილთან, უბრალო შუქთან და ნათელ სახესთან, ჩუმი ირონია და აშკარა, ყრუ ძახილი - ეს ცხოვრების პატარა სტრიქონია ფურცელზე დაღვრილი. ჩუმი ზმანება, მთვარის შუქზე სიწითლეს რომ კარგავს, გულიც ოცნებობს, სხეული ილტვის, სადღაც მარადისობის უკიდურესი წამის დასაპყრობად, თუმცა ოცნება უბრალო სიტყვების რახარუხი არ უნდა იყოს ალბათ! იქ სადღაც გულთან ახლოს კვდება ყოველი ირონია და შური, ყოველი ცუდი და ბოროტი, იქ სიყვარულია მხოლოდ სევდაზე შეყვარებული. გულისკენ მიილტვის სულის პატარა, უმცირესი, თუმცა მგრძნობიარე ნაწილაკი. იქ სითბოს გრძნობს სიცივეს ჩვეული და ნათელს ხედავს ბნელს მიჩვეული მცირედიც კი... უსაზღვრო სივრცე, მიუწვდომელი ნათელი და უახლოესი სიცივე, უბრალო სევდისმაგვარი და ტკივილისმომგვრელი სიჩუმე იკავებს გულს, როდესაც წარსულის ბნელ აჩრდილებს აშკარად, ნათლად ხედავ... ეს სიბნელის უჩვეულო გამოვლინება არასოდესაა ბედნიერი ღიმილის მომტანი, რადგან ის წარსულის მხოლოდ ცუდ წამებში იბადება, სევდასთან ერთად იზრდება და მწარე მოგონებებთან ერთად ცხოვრობს! უჩვეულო ღიმილს თან სდევს სევდა და უჩვეულო სევდას თან ახლავს ღიმილი, რადგან ორივე გრძნობა ერთი და იგივეა სხვადასხვა სიტყვებით გამოხატული. სულის სიღრმეში იკარგება ყოველი ადამიანური, იქ მხოლოდ სულიერი ნაწილი ცოცხლობს, ძირითადად ადამიანებისგან მიტოვებული, რადგან ადამიანი ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად იყენებს იმას, რაც თავად შექმნა. ის ხომ უბრალო სე
...
Read More
|
მე რომ მოვკვდები.... მოვკვდები ღამით,როცა გარეთ იქნება ღამის სიჩუმისგან შეშინებული მთვარე და ვარკვლავები... სიკვდილის წინ მომაგონდება ჩემი ბავშობის უდარდელი დღეები...მომაგონდება სევდიანი წუთსოფელი... გაქრება სინათლის შუქი ნაღვლიან თვალებში...გაქრება მოგონების სურვილი... მე ჩამაბარებენ სიკვდილის შავ და მდუმარე ხელებს,ჩემი წამებული სული შეუერთდება მიწის სიშავეს და...მე ვიგრძნობ ბედნიერებას... შავი იქნება უსათუოდ ჩემი კუბო...მე ხომ მიხდებოდა შავი ფერი... მინდა ყვავილების ზღვა მომყვებოდეს უკან...ოღონდ ნუ იტირებთ...სიცილით მიმაცილეთ სასაფლაომდე.... ჩემი ოთახი შავად შეღებეთ,თეთრი ვარსკვლავებით,ოღონდ უცრემლოდ... დაკრძალვის დღეს აიშლებიან შავი ღრუბლები...შავი ღამე დაიწყებს ჩემს გლოვას...დადგება შავი და ცივი ცრემლების ზღვა... ჩემს გაცრეცილ სხეულს ჩაუშვებენ ცივ სამარეში და პირველად გულზე მიწას მომაყრის ძაძებით შემოსილი ჩემი დედიკო.... მე დავრჩები შავ სიჩუმესთან მარტო...ყველა გაბრუნდება სინანულით სასაფლაოდან...დაღამდება...მე შემეშინდება შავი სიჩუმის და ვიღრიალებ სანამ ძალა მეყოფა...მაგრამ აღარავის შეეძლება ჩემი შველა...უკვე მარტო ვიქნები და იმიტომ...... ჩემს საფლავს დაადგება სასტიკი ულმობელი სიცივე და შეიმოსება შავ ღრუბლებში..... დროთა ჟამი თმას ვეღარ გამითეთრებს ალბათ......და სიყვარულის ცრემლებში დამხრჩვალი,ნელ-ნელა დავიფერფლები..... მე რომ მოვკვდები
...
Read More
|
ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . . ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . . - ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე! - ვიცი! - რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი! - ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ? - გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული? - თავი დამანებე! ვმეცადინეობ! - მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . . - თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა! ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . . - რას აკეთებ? - ვფიქრობ! - გამოტყდი! - ჰო! - რაზე ფიქრობ? - პირველ სიყვარულზე! - კიდევ მასზე ფიქრობ?! - ჰო. . . - რატომ? - არ ვიცი. . . - ჰო დაივიწყე? - არ ვიცი. . . . - კიდევ გიყვარს? - არ ვიცი. . . - აბა რაზე ფიქრობ? - არ ვიცი. . . - აბა, რა იცი? - არაფერი ვიცი! - კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ
...
Read More
|
ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სიკვდილი მეზიზღებოდა,თუმცა მისი არასდროს შემშინებია,ყოველთვის ვებრძოდი,ვომობდი მასთან და ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოს მივდიოდი ჩემს მტერთან...მოვიგე უამრავი ბრძოლები,თუმცა რა აზრი აქვს?ამის ბოლო ხომ ერთია?ომს მაინც ის მომიგებს და ვერ შევძლებ წინააღმდეგობა გავუწიო...ის მოვა ჩემთან ხელს მაგრად შემომხვევს და წელში გადამტეხავს...აზრი არა აქვს მასთან ბრძოლას...მისი განადგურების ერთადერთ გზას მივადექი,თუმცა ეს ყოვლად შეუძლებელია...თუ გავახარებთ,ყველაფერს ავუბნევთ და ჩვენთვითონ მივალთ მასთან,მერე ყველას ერთად ჩაგვყლაპავს და განადგურდება კიდეც....-რამდენკერ გამიმეორებია ეს სიტყვები ჩემი თვაისთვის მაგრამ სულ ტყუილად,ომს მაინც ვაგრძელებდი. ხალხს ეს არ სურდა...ხალხი ამას არ აპირებდა...ყველა უაზროს და გიჟს მიწოდებდა!იცით რატომ?იმიტომ რომ მათსავით არ მეშინოდა სიკვდილის,მათსავით არ გავურბოდი და ვემალებოდი...ამიტომ ვარ გიჟი...ხალხმა თავისი განაჩენი უკვე გამომიტანა.....სწორედ მას შემდეგ რაც,რაც პირველად ვიგრძენი ზიზღი.... ნოემბერი მიმთავრდა და მოვიდა სუსხიანი ზამთარი,მოვიდა და თავისი კვალი დაატყო ბუნებას,ადამიანებსაც...ყველას სულში შეუძვრა და დააზამთრა იქაურობა.მეც შემომეპარა და დამაჭკნო....თუმცა სხვებისგან მაინც გამომარჩია...ეს არ იკმარა და გულიც გამიყინა....მოკლედ ერთ დღეს მოვდიოდი ამ უსასრულო ქუჩებში,ისევ ჩემი დ
...
Read More
|
ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და "მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია. ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამ ცხოვრება ომია,ომი... აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა. რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხოვრება.როცა გიყვარს ძლიერი ხარ,შენნაირი არავინ გგონია,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანი,რომელიც შენგან განსხვავებით შეიძლება არც კი ფიქრობს შენზე
...
Read More
|
მე რომ მოვკვდები.... მოვკვდები ღამით,როცა გარეთ იქნება ღამის სიჩუმისგან შეშინებული მთვარე და ვარკვლავები... სიკვდილის წინ მომაგონდება ჩემი ბავშობის უდარდელი დღეები...მომაგონდება სევდიანი წუთსოფელი... გაქრება სინათლის შუქი ნაღვლიან თვალებში...გაქრება მოგონების სურვილი... მე ჩამაბარებენ სიკვდილის შავ და მდუმარე ხელებს,ჩემი წამებული სული შეუერთდება მიწის სიშავეს და...მე ვიგრძნობ ბედნიერებას... შავი იქნება უსათუოდ ჩემი კუბო...მე ხომ მიხდებოდა შავი ფერი... მინდა ყვავილების ზღვა მომყვებოდეს უკან...ოღონდ ნუ იტირებთ...სიცილით მიმაცილეთ სასაფლაომდე.... ჩემი ოთახი შავად შეღებეთ,თეთრი ვარსკვლავებით,ოღონდ უცრემლოდ... დაკრძალვის დღეს აიშლებიან შავი ღრუბლები...შავი ღამე დაიწყებს ჩემს გლოვას...დადგება შავი და ცივი ცრემლების ზღვა... ჩემს გაცრეცილ სხეულს ჩაუშვებენ ცივ სამარეში და პირველად გულზე მიწას მომაყრის ძაძებით შემოსილი ჩემი დედიკო.... მე დავრჩები შავ სიჩუმესთან მარტო...ყველა გაბრუნდება სინანულით სასაფლაოდან...დაღამდება...მე შემეშინდება შავი სიჩუმის და ვიღრიალებ სანამ ძალა მეყოფა...მაგრამ აღარავის შეეძლება ჩემი შველა...უკვე მარტო ვიქნები და იმიტომ...... ჩემს საფლავს დაადგება სასტიკი ულმობელი სიცივე და შეიმოსება შავ ღრუბლებში..... დროთა ჟამი თმას ვეღარ გამითეთრებს ალბათ......და სიყვარულის ცრემლებში დამხრჩვალი,ნელ-ნელა დავიფერფლები..... მე რომ მოვკვდები მაშინ იქნება გაზაფხული.
...
Read More
|
ჩამოაგდებენ კიბეს, რა იქნება მერე? ვინ იცის? საზოგადოებრივი გაუგებრობა იჩურჩულებს მაყურებლით. ფარდის უკან მსახიობები გაისწორებენ კოსტუმებს. მათ არცერთს არ ეცოდინებათ რა როლს ითამაშებენ. სულ ერთია, მათ უყვართ იმპროვიზაცია..
მწერალი ფურცელს სანაგვეში აგდებს. ხომ შეიძლება, ეს ის ფურცელია, რომელიც მკითხველს ცვლის? ვინმე ამოიღებს ფურცელს სანაგვიდან? ამოიღებს და არაფერი...ცარიელია... სიცარიელეც ხომ სიბრძნეა..სამყაროს თეთრი კვადრატი..
კიბე ჩამოგდებულია და ორი დილამდე ისეირნებენ ვიწრო მოაჯირზე, გადავარდნამდე.. მათ იციან როდის დასრულდება თამაში.. არ ანაღვლებთ განახლდება თუ არა ის.. პაიკები მარტივად მოძრაობენ - წინ!
რა იქნება მერე? ახალი სტანდარტი. ხელს აღარ ჩამოართმევენ ერთმანეთს, შორიდან გაუღიმებენ და ყოველდღე ახალი საჭმელი: 7 ცარიელი, 1 დატენილი. ლუკმა შუბლთან. რაღა ის ერთი გაეჩხირება კისერში? სიცოცხლე ნაჩუქარი იატაკს, სული მიბჯენილი ჭერს.
მწერალი დაკუჭულ ფურცლებს ამოწმებს სანაგვეში, თუმცა ვერ იხსენებს როდის დაკუჭა. რომელ სიცარიელეს ეძებს? აი, იპოვა.. ფულს! გადაყრილ კუპიურებს ასწორებს მწერალი! და ის მწერალი აღარ არის..ახლა კუპიურებია, დაბერებული, დაჭუჭმული და ხარბი. 0-ების რაოდენობა იზრდება წლებთან ერთად..
...
Read More
|
"განა ის, რასაც ვხედავთ, ან გვეჩვენება, რომ აღვიქვამთ, ჩვენი დიდი სიზმრის ნაწილი არ არის?” =ედგარ ალან პო= მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის "მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება” სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა. სწორედ ესაა მიზეზი იმასა, რომ დილით ნანახი სიზმარი კარგად ახსოვთ, რადგა ამ დროს ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზეს განიცდის. ძირითადად, სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმულლი, ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით... საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ გამოეყოთ სიზმარი, აეხსნათ იგი. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს
...
Read More
|
« 1 2 ... 80 81 82 83 84 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 34 სტუმარი: 34 მომხმარებელი: 0 |
|
|