♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥


7 სათნოება

1 რწმენა
2 იმედი
3 გულმოწყალება
4 თავშეკავება
5 მომჭირნეობა
6 სულის სიმტკიცე
7 ლოცვა

7 მომაკვდინებელი ცოდვა

1 გაუმაძღრობა
2 სიზარმაცე
3 ვნება
4 პატივმოყვარეობა
5 შური
6 მრისხანება
7 სიხარბე




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 3757 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სლოგანით "I love NY"ცოტამ თუ იცის საიდან დაიწყო ეს ყველაფერი...

ყველა ჩვენგანს აქვს ნანახი მაისურები, პოსტერები და სხვა საფირმო
ნივთები სლოგანით "I love NY", თუმცა ცოტამ თუ იცის საიდან დაიწყო ეს
ყველაფერი...
1977 წელს უილიამ ს. დოილიმ, ნიუ–ორკის შტატის
კომისარიატის დეპარტამენტის მოდგილემ, დაიქირავა სარეკლამო სააგენტო
"Wells Rich Greene" რათა შეექმნათ ტურისტების მოსაზიდი მარკეტინგული
კომპანია, რომლითაც დაკავდა მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი დიზაინერი მილტონ
გლეიზერი.
იმ დროისთვის ძალიან ბევრ ტურისტს არ ჰქონდათ დიდი სურვილი
ენახათ ნიუ–ორკი. ზოგს აწუხებდა ყაჩაღობის მაღალი რისკი, ხოლო უმეტესობა
საერთოდ არ ფიქრობდა იქ ჩასვლაზე.ნიუ–ორკს სჭირდებოდა ლოზუნგი რომელიც
დაარწმუნებდა ხალხს, რომ ის საუკეთესო ქალაქია მოგზაურობისთვის.

გლეიზერი დარწმუნებული იყო რომ პროექტი გაგრძელდებოდა მხოლოდ რამდენიმე
თვეს და სამუშაო შექმნა პრაქტიკულად უსასყიდლოდ, თუმცა პროექტი გახდა
საკმაოდ წარმატებული და იმუშავა რამდენიმე ათეული წელი. შესაძლებელია
თავად გლეიზერის შთაგონების წყარო იყო შტატ ვირჯინიას ტურისტული ლოზუნგი
"Virginia is for Lovers" რომლებიც იყენებდნენ სიყვარულის თემას
ქალაქისადმი და გ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1919 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


_ასე მგონია ვიღაც უნდა შემხვდეს
_ვინ უნდა შეგხვდეს?
_არ ვიცი...
_მაშ რატომ გგონია?
_იცი?... მე ის მიყვარდა!
_როდის?
_მეც არვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინ
_მაინც?!...
_სანამ დავიბადებოდი
_ვერ გავიგე...
_შეიძლება დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან... მე ის მიყვარდა და ეხლაც მიყვარს, სულ მას ვეძებ...
_რომ არ შეგხვდეს?
_ეგეც შეიძლება
_უცოლოდ ხომ არ დარჩები?! მოიყვანე ვინმე...
_ვიინ?
_რავიცი, ვინმე...
_არა, არა, ეგრე როგორ უნდა მოვიყვანო?!
_ის რომ არ შეგხვდეს?
_რომ მიყვარს?!
_ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახვას და მაინც გიყვარს?!
_ჰო, მიყვარს...
_იქნებ არ გიყვარს?
_მაშ რატომ მგონია რომ უნდა შემხვდეს?!
_იქნებ სიზმარში ნახე?
_არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
_გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს?
_არა, არ მახსოვს...
_მაშ როგორ უნდა იცნო?
_ვიცნობ, ვიცი რომ ვიცნობ, არ შეიძლება რომ არ ვიცნო.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ქალი ხარ, და მით უფრო, როცა ლამაზი
თან როცა ტუჩთან, სხვანაირი გემო აქვს სივრცეს.
ტუჩების კბენას შეჩვეული შეხებას ვერ გრძნობ
და რასაც მარხავ შიგნით, თმები ტალღებად იმჩნევს.
ეს ნიშნავს იმას, რომ არ ნიშნავს არაფერს თითქმის,
რასაც წარსულში მეამბოხე თვალები ითვლის,
თუ ნიშნობაა, მაშინ ვიტყვი,
ეს უფრო და ეს უფრთოს ნიშნავს
ქალს მჯდომიარეს, ქოლგის ქვეშ, ზღვის წინ
და ჩემგან სადღაც ერთდროეულად.
რომელიც შუბლით ფიქრობს, თითზე თმების დახვევით,
ფიქრობს იმ კარზე, სხვა რომ ხედავს ჩამონგრეულად,
ფიქრობს საკუთარ პანაშვიდზე,
ფიქრობს მიზეზთა ჩამონათვალზე,
ფიქრობს ყველაზე ნაცნობ სიზმარზე
ფიქრობს სახლზე
და სამუდამოდ მომავალში ჩარჩენილ ბავშვზე.
და მისი ჯდომა, ნიშნავს თითქმის ხის დგომას სახლთან
თან ისე დგომას, გამვლელებს რომ ცისკენ ახედებს
მეტიც, ის ერთი ხე კი არა, ტყეა რომელიც,
ამ ცოტა ხნის წინ ვიწრო გზაზე გადმოასახლეს.
ის ხშირად ჯდება, უბრუნდება იმ ძველ სიმაღლეს,
რომელიც ფეხის წვერზე დამდგარ ბავშვობას ახლდა,
ხანდახან, როგორც მზესუმზირა წელში იხრება...
თანდათან ხვდება, იზრდება და სიმაღლეს კარგავს...
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 983 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხმა სამარიდან

ცა. ნაჭერ – ნაჭერ ღრუბელი. თეთრი. ნაზი. ზღვა. ტორტმანი. სასაფლაო. რკინის მოაჯირი. ძეგლი. სკამი. მყუდროება. სიგრილე.
ზის ქალი. მოწყენილი სახე. მუხლებზე წიგნი. კითხვა მიუტოვებია. ფიქრს გაუტაცნია. ბურუსშია თითქოს.
ქალს სამარიდან ესმის ხმა:
"ეხლა გაზაფხულია. ჰყვავის იასამანი. შენს მიერ დარგული? მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი? ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი? შეიძლება, შეიძლება, მაგრამ მე... მცივა... მცივა...
მაშინ კი შემოდგომა იყო. ჰყვაოდა ჩემში იმედი, შენს მიერ დარგული. მამშვენებდი შენ, სათაყვანო ძეგლად ჩემს მიერ გარდაქმნილი. გიგალობდა გული ჩემი, ვით ბულბული – იადონი...
ჭეშმარიტად თბილი, მზესხივიანი იყო შემოდგომა.
ეხლა, ამ გაზაფხულზე, ჰყვავის ვარდი, შენს მიერ დარგული, მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი, ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი... და ...
დგება მკვდრეთით შენი გული, ჩემს მიერ დასევდიანებული.
მე კი მცივა... მცივა...”
ქალი დგება, მიხედ – მოიხედავს, ნელ – ნელა მიდის. მისდევს ხმა სამარიდან...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1352 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნიკო ლორთქიფანიძე

მოკვდა.

დის ნაზს ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს.

პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!

ერთმანეთს შესცქეროდენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფერფლი-ღა დარჩენილიყო.

დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და უით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

1908 წ. ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
ს-ი-გ-ი-ჟ-ე-მ თქვა: დამალობანა ვითმაშოთო.
დაიწყეს დამალვა...
ს-ი-მ-ა-რ-თ-ლ-ე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო
ს-ი-ც-რ-უ-ე ცისარტყელაში დაიმალა,
ს-ი-ნ-ა-მ-დ-ვ-ი-ლ-ე-ოკეანეში,
ს-ი-ზ-ა-რ-მ-ა-ც-ე-ყველაზე ახლოს მიიმალა,
თ-ა-ვ-ი-ს-უ-ფ-ლ-ე-ბ-ა კი ნიავს ამოეფარა,
ს-ი-კ-ე-თ-ე კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს,
რ-წ-მ-ე-ნ-ა ზეცაში აიჭრა,
შური-სხივში მიიმალა,
ს-ი-ყ-ვ-ა-რ-უ-ლ-ი-სად არ მივიდა ყველაგან დაკავებული იყო, ბოლოს ლამაზი ვარდი დაინახა და შიგ მიიმალა,
დაიწყო ს-ი-გ-ი-ჟ-ე-მ მიმალული გრძნობების ძებნა ყველა იპოვა სიყვარულის გარდა.
ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა შემოესმა.
ს-ი-ყ-ვ-ა-რ-უ-ლ-ს ვარდის ეკალზე თვალები დაეჭრა და დაბრმავდა....


მას შემდეგ დედამიწაზე ს-ი-ყ-ვ-ა-რ-უ-ლ-ი ს-ი-გ-ი-ჟ-ე-ს ხელჩაკიდებული დაჰყავს....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* როდესაც მასთან დარეკვა მოგინდება,ნუ აკრეფ მის ნომერს და რომელიმე მეგობარს დაურეკე, ცოტა გაესაუბრე და შეეცადე, ყურადღება ამაზე გადაიტანო.

* ნურასდროს შეახსენებ,რომ არ უყვარხარ.პირველ ეტაპზე შეეცადე,იშვიათად გქონდეს კონტაქტი მასთან.

* შეიცვალე სიტუაცია.შეეცადე, დაკავდე შენი საყვარელი საქმით.
დღე ისე დაგეგმე რომ მაქსიმალურად დატვირთული იყო და მასზე ფიქრის საშუალება არ მოგექეცეს.რაც ნაკლებად გაიხსენებ,მით უკეთესი.

* წაშალე მისი ნომერი და გადააგდე ყველა ის ნივთი, რომელიც მას გაგახსენებს მას.იმ ადამიანებთან გაწყვიტე კონტაქტი, რომლებიც შენთან მასზე ილაპარაკებენ.

* შეიცვალე ვარცხნილობა,მაკიაჟი,სტილი.შეიძინე ახალი სამოსი, თუნდაცუმნიშვნელო.

* გქონდეს პირადი დღიური და მასში თითოეული შენი განცდა ჩაწერე.შეეცადე,ყველაფერი რაც შენში ხდება,ფურცლებზე გადმოიტანო.შემდეგ კი წაიკითხე.ასე შეძლებ საკუთარი განცდებისა და საქციელის ანალიზს.

*იპოვე ადამიანები,რომელთაც შენნაირი პრობლემა აქვს.ხშირად
ისაუბრეთ. ბოლოს მიხვდები,რომ ეს ყველაფერი აუტანელი და მოსაწყენია. გაგიჩნდება სურვილი,რაც შეიძლება მალე გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან.

*იმის გამო,რომ ის დაივიწყო,არავისთან არ გააბა ურთიერთობა.
ასე შეიძლება უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდე და კიდევ უფრო გეტკინოს გული.
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 986 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მბობენ, როც
ყვარული ნამდვილია და არა - სუროგატი, ბოლომდე ვერასდროს ახსნი კონკრეტულად, რატომ გიყვარს ეს ადამიანი და არა ვინმე სხვა, რატომ ხარ მზად ყველაფერი აიტანო მის გვერდით, სხვასთან კი - არა. ერთი, ორი ან სამი მიზეზის დასახელება ძალიან გაჭირდება, ყოველთვის დარჩება რაღაც, რაც ამ სამმა თუ ათმა პუნქტმა არ დაიტია..
ჰო, მიზეზი ბოლომდე აუხსნელი რომ რჩება, ამაში უცნაური არაფერია, სიყვარული მრავალგვაროვანია, ერთდროულად უამრავი რამის გამო გიყვარს და საკმარისია, დაჯდე და დაიწყო იმის ჩამოთვლა, რაც ყველაზე მეტად გეძვირფასება შენს სიყვარულში, რომ მიხვდე - მასში ფაქტიურად ყველაფერი გიყვარს!

მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ მხოლოდ შენ ...

1. ... შეგიძლია ისეთი სიყვარული, როგორიც დედამიწის ზურგზე სხვას - არავის...
2. ... ამბობ ყოველ ჯერზე - "მიყვარხარო” - ისეთი გრძნობით, რომ მე ყოველ ჯერზე მჯერა ამის...
3. თანაც სწორედ იმ დროს, როცა ამ სიტყვის გაგონება ყველაზე მეტად მინდა...
4. ... მაიძულებ სიხარულის ცრემლებით ვიტირო იმის გაცნობიერებისას, რომ გიყვარვარ...
5. ... მსოფლიოში ყველაზე კარგად წვავ კვერცხს,…
6. და ბავშვურად მორცხვს მხდი მაშინ, როცა უყურებ, როგორ მივირთმევ მას...
7. ... მიყურებ ისეთი სითბოთი, რომ ვთბები...
8. ... შეგიძლია, დამარწმუნო იმაში, რომ ჩემი საყვარელი შოკოლადიც კი არაა ისეთი ტკბ ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1031 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


LoVStory.UcoZ.CoM

ეიმინგი: მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის ხელოვნება
ჩვენი ცხოვრება – ეს არის ვექტორული მოძრაობა ერთი წერტილიდან მეორემდე. ეს არის მოძრაობა ერთი მიზნიდან მეორე მიზნამდე, და როცა მიზანი იკარგება, მოძრაობა მთავდება. ადამიანები მიზნებს ყოველდღიურად ისახავენ, ყოველწამიერადაც კი – დალიონ ჩაი, სამსახურამდე დროზე მიაღწიონ, შეიძინონ ახალი კაბა, მიიღონ ახალი თანამდებობა – ასეთი წვრილმანებისაგან შედგება ცხოვრება. მაგრამ ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც იგეგმება: ჩაი მოულოდნელად თავდება, ავტობუსზე გაგვიანდებათ, კაბის შესაძენად ფული არ გყოფნით, ხოლო ხელმძღვანელობა თვლის, რომ თქვენი დაწინაურება ჯერ კიდევ ადრეა...ბედის ირონია? წარუმატებლობა? არა!

არის ადამიანთა მეორე ტიპი – ისინი, ვისაც "უმართლებს". მაგრამ აქ საქმე ფორტუნის გაღიმებაში არ არის. "ბედნიერი შემთხვევა როგორც წესი, გადაცმული მოდის – მძიმე სამუშაოს ფორმით, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა მას ვერ ცნობს" (ენ ლანდერსი). ის, ვინც რამეს აღწევს ცხოვრ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1800 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 83 84 85 86 87 88 89 »
ოთხშაბათი, 2024-10-09, 0:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024