მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ის დადიოდა ჩუმად და მარტო, თავის ფიქრთან და ტკივილთან ერთად. ის არ უმზერდა არავის სამტროდ, ხიბლავდა ელვა აპრილის ფერთა.
და ვინც ემონა გაშლილ დარბაზებს,
...
Read More
|
გარეთ სიბნელეა, წამი ნელა მიდის... თითქოს ცასაც უყვარს და ის მასზე ტირის...
მინდა რაღაც ვწერო, მაგრამ არ გამოდის!.. სიყვარულს ვსტუმრობ და რითმა ისევ მოდის... გარეთ სიბნელეა, წამი ნელა მიდის... თითქოს ცასაც უყვარს და ის მასზე ტირის... ალბათ სიმარტოვე მასაც ეწვია...
|
ზეცა სულია დედამიწისა და ეს სამყარო არის ხატი მომავალისა, დიდ უფლის დღისა, როდესაც სული გადაიქცევა ხორცის სამოსად. ედემის ბაღში ჩვენი ყოფა ხომ ასე იყო, მანამდე სანამ ვამჯობინეთ კეთილს ბოროტი და შევიქენით მოწილენი ამაო ხსნისა . პირველ ცოდვის ქვეშ ვართ ყოველი თანაზიარი და რაც მოვიმკეთ ნაუოფია იმ დაცემისა, არც მეტია და არც ნაკლები- მსგავსი მსგავსს ერთვის, სხვა გზა სავალი ჩვენი თავისთვის არ გაგვიხსნია. ...ეს მერვე დღეა და ყოველივეს ეხდება ფარდა დგება ყოველის გამხილების ბოლო საათი, როს ცხადზე ცხადი შეიქმნება თუ ვინ ვინაა ...და საიდუმლო გაიხსნება იგი ბარათი..
|
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად, მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები. შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა, და უსათუოუდ მოგენატრები. და მერე მოვა სხვა გაზაფხული, და თეთრ ფერებში შენ მოირთვები, იდგება მხოლოდ უხმო წარსული, და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები... და შეიცვლება აქ ბევრი რამე, შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც, სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე და მე უსაზღვროდ გესაუბრები. შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ, არ ემონები უმიზნო ლოდინს და დაივიწყებ მალე,სულ მალე, რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის. და შენ იქნები კვლავ ბედნიერი, და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები, მე კი დამრჩება შენზე ფიქრები და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები.
|
დავიღალე ვზივარ მარტო თვალზე ცრემლი აღარ შრება მზის სინათლე მეზიზღება.. შენი სახე მესიზმრება... ნატვრა,ოცნებაში ჩემ ფიქრებში ისევ რჩება... გავიღვიძებ ყველაფერი ღამით ბინდშI იკარგება... დრო არ მინდობს... მიდის ნელა... სევდა ტანჯვა მემატება... შენი თვალები მელანდება შენი კოცნა Mენატრება სიყვარულო სად ხარ ნეტა?
|
სრულ სიბნელეში თოვლი ანათებს, თავისთვის, ჩუმად, ისმის გალობა სადღაც შორიდან, ბულბულის ჰანგი ატკბობს ბუნებას. იფეთქა თოვლმა, განათდა ღამე ცვივა ცრემლები სევდიან ცაზე, მონატრების ცრემლს ახლავს გრძნობები, გრძნობა, რომელიც სიყვარულს ბადებს... და თავს ახსენებს ის მდუმარება, რომელიც თან სდევს მის სიმარტოვეს, ვარდები თოვლზე, ყვავილნი ცაზე, ფიფქები ხელზე, თოვლივით თეტრზე. სდუმს სიყვარული, სდუმს სიმარტოვე, სისველე ტანზე, მის ცივ სახეზე. ბედნიერების ბოლო წუთს ალბათ, მტრედი მიფრინდა მის სასთუმალთან, და ამცნო, იქნებ როგორ გიყვარდა ბაგეს მოწყვიტა ნაზი ბგერები, მოუყვა კიდეც თეთრ სიყვარულზე, დაბადებულზე ციურ მხარეში. ფიქრობდა ასე თავჩაქინდრული, გულს ჩარჩენილი, ძველი გრძნობებით, -მოძველდა განა? დაგტოვა განა? -და თანაც მითხრა, არ დავბრუნდები...
...............................................................
რომ შეგეხვეწო ჩაიხედავ ჩემს წმინდა გულში?? თუ ყველაფერი სიგიჟეა სჯობს დავიკარგო... რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები? დამიტირებ? მითხარი კარგო იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში და სამუდამოდ ამ ქვეყნიდან გადავიკარგო
...
Read More
|
მე შენ გითხარი უნდა დავშორდეთ აღარ მიყვარხარ ვეღარ ვძლებ შენთან, მეგონა თქმასაც არ დამაცდიდი გაიყოლებდი წყენას და სევდას, შენ კი ნაბიჯიც არ გადმოგიდგამს ისე მომაპყარ მზერა ამაყი, ,,მე ხომ მიყვარხარ" სთქვი ორი სიტყვა ჩემს თვალში წუთით ისევ ამაღლდი.
.....................................................................
უბედურებას შვილად ვყავარ მე აყვანილი ბედნიერების კარზე მივალ მხოლოდ მათხოვრად, დავუკაკუნებ ყურს არ მიგდებს და ავტირდები ოჰ, უბედობავ ეს ცრემლები გქონდეს სახსოვრად. ბედნიერება მე არასდროს არ მღირსებია დარდია მხოლოდ ჩემი გულის დღესასწაული, და თუ თვალები ხშირად ცრემლებით ამოგვევსება, ამაში მხოლოდ შენ მიგიძღვის დანაშაული...
|
შენს თვალებში ვერ შევნიშნე სიყვარული,
მაგრამ თითქოს ბოროტების ცეცხლი ელავს,
შენ წამართვი სიმშვიდე და სიხარული,
ულმობელო ვერ გავუგე ჩემს სიმღერას,
მე მსხვერპლი ვარ ნაწილობრივ შენი გრძნობის,
შემოგწირე სიყვარული არამზადავ!
დაე, შევსვა ის კუთნილი საწამლავი
რაც ცხოვრებამ შენი ხელით მომიმზადა.
ვფიცავ! - გრძნობით დავიტირებ შენს სიყვარულს
ერთ დროს ნამდვილს მაგრამ ახლა დაობლებულს,
დავიტირებ დრო გადასულ ტრფობა ალერსს,
და ღამეებს შენზე ფიქრით გათენებულს.
არ დაგწყევლი ისევ ლოცვას გიძღვნის გული,
არამზადავ რა გინდ ტანჯვა მომისაჯო,
შენ არ გგევარ, ისევ გლოცავს ჩემი გული,
რა ღირსიც ხარ იმ ღიესებით გაგიმარჯოს!
|
ნუღა მიხილავ თუ ატყობ,
რომ აღარ გჭირდები, არ დამიბრუნდე თუ კი, გრძნობ რომ აღარ გიყვარვარ. დამივიწყე იქნებ შევძლო დაგივიწყო, არ დაბრუნდე თუ კიგრძნობ რომ ჩემი არ ხარ. არ იფიქრო თუ კი გული აღარ ფიქრობს, არ იტირო თუ კი ცრემლი აღარ მოდის. დამიჯერე მაგ თვალების, გიჟი ვიყავ, დამიჯერე მაგ თვალებზე ვოცნებობდი,დაგშორდები ვეღარასდროს ვეღარ გნახავ, ეგ თვალები მაგიჟებდა მხოლოდ შენი, მე არ დაგსჯი, წადი მაგრამ ღმერთი დაგსჯის, შენი წასვლა იყოს შენი განაჩენი.
................................................
არ გიყვარვარ? -ხომ არ მოგკლა? რა გიყო? თუნდ ეს გული დღეს შუაზე გაიყოს, არ გიყვარვარ? -ძალას ხომ ვერ დაგატან, შენზე ფიქრებს ჩემს ოცნებებს გავატან. არ გიყვარვარ? -გძულვარ? -მერე რა მოხდა? განა ჩემს გულს სული დღესვე ამოხდა,
...
Read More
|
ცაზე დნებოდა ღრუბელთა ქულა, აპრილის გზაზე შემხვდა ვით ია. და შემოვიდა გულში მალულად და მე ვიფიქრე, -შემთხვევითია.
მაგრამ დავკარგე შვება და ძილი და ვატყობ, უკვე სულში მინთია. მაიმედებენ : - მალე გაგივლის, ეს გახელებაც შემთხვევითია.
შეხედავ, - ღვთიურ ანგელოზს მოჰგავს, ის ზღაპარია ანდა მითია. ჩემს წინ ჩაივლის და გული ბორგავს და მამშვიდებენ: - შემთხვევითია.
დამჭრა და მერე უცბად წავიდა, დარდმა საწოლთან ღამე მითია. მე უკურნებელ ჭრილობას ვიტან და თქვენ მარწმუნებთ: - შემთხვევითია.
ეჰ, მისგან ტანჯვა მომელის მხოლოდ, მაინც ვერასგზიც ვერ დამითმია ერთხელაც, ალბათ მომიღებს ბოლოს და თქვენ კვლავ იტყვით: - შემთხვევითია.
|
« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|