მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ...
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_ "მე შენ მიყვარხარ"... ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს, და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _ "მაგიჟებ მე შენ " . . . გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ,
ამას მიხვდები . . . ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _ "მე შენ მჭირდები ". . . ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ , თვალებში თხოვნა მიწერია _ ნუღარ დამტოვებ ! . . . მე ახლა ნახატს სასოებით,
კრძალვით გიხატავ. ამ ნახატს ვარქმევ სათაურად "მე შენ მიყვარხარ..
|
განშორებამ სიყვარული მომიმატა, ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი. სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა, არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.
განშორებამ ხასიათიც შემიცვალა, ვიძირები სიყვარულის ზღვაში, ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?! რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.
ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია, მენატრები, შორით გეფერები, არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები: მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.
დასრულდება განშორების სინანული, დაეშვება მზე უძირო ზღვაში, დაგვილოცა ღმერთმა ჩვენი სიყვარული, რადგან ვიცით სიყვარულის ფასი!
|
იცი რა მაცდურია შენი ღიმილი და გამოხედვა? იცი რა მიმზიდველია შენი გარეგანი სილამაზე და ეშხი? იცი რა ფაქიზია შენი შინაგანი სამყარო და სული? რამდენად ამოუცნობi ხარ თვითონ, როგორც პიროვნება და.......... იცი რა?.... დიდია სურვილი შენი ნახვისა და შენით ტკბობისა? ნამდვილად დაჯილდოვებული ხარ ღვთაებრივი სილამაზით, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. შენი სილამაზე და სულიერი მშვენიერება ენით აუღწერელია მე მჯერა რომ შენს გვერდით ყოფნისას ადამიანი ხდება უბედნიერესი....
|
მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს, ცისარტყელების ათინათი ათასფერება, მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს, ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...
მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ ეალერსება, მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად, მე მდელო მიყვარს შენს თვალებში, სიცოცხლის ფერი, შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის სიმღერის...
მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის ვარდისფერები, რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები, მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ აბიჯებ და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს.
მე ღამე მიყვარს, ცრემლიანი თავშესაფარი, ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღაპარი და სასთუმალი, ტრფიალების უტყვი კარავი, ლურჯი პერანგი...თეძო-მკერდის ვერ დამფარავი...
...და მე ის მზე ვარ, შენს თვალებს რომ ეალერსება, მე ის წვიმა ვარ, შენ რომ გერტფის უხმო ლექსებად, მე ის მდელო ვარ, შენს თვალებში რომ იღიმება და აჟღერდება სიყვარულის უხმო სიმებად.
მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები, გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები, მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს...
მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში, მე სიზმარი ვარ, გაფრენილი ოცნების ცაში, მე ის ღამე ვარ, უსასრულოდ რომ ვითვლი წამ
...
Read More
|
შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები რადგან შენ არც გაქვს ჩემზე ფიქრები დრო გავა მეტყვი ”იზრუნე თავზე” ”მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე”.
ეს არ იქნება ჩემტვის ახალი ვიცი ოდესმე ამას გავიგებ თითქმოს მკარნახობს ღმერთი მაღალი რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ.
ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს მოგეწონება თვალები მისი შენ დაინახავ მასში უკეთესს ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი.
წლები გავა და გული დაგწყდება ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია რომ ჩემს სიყვარულს ძალა ჰქონია.
მე ეს არ მინდა ოდესმე მოხდეს რომ ჩემს დიდ გრძნობებს ცუდი რამ მოჰყვეს არ მინდა შენში ის დავინახო ვისაც არ ველი ის ავისახო.
რა ვქნა რომ ბედმა ასე დამცინა რომ სიყვარულში ასე გამწირა არ დამანახა მასში სინათლე.
|
დავიღალე ვზივარ მარტო თვალზე ცრემლი აღარ შრება მზის სინათლე მეზიზღება. შენი სახე მესიზმრება. ნატვრა ოცნებაში ჩემ ფიქრებში ისევ რჩება.. გავიღვიძებ ყველაფერი ღამით ბინდში იკარგება.. დრო არ მინდობს.. მიდის ნელა... სევდა ტანჯვა მემატება... შენი ტანჯვა მემატება... შენი თვალები მელანდება შენი კოცნა მენატრება სიყვარულო სად ხარ?
|
მე მიყვარდა ძლიერ,ძლიერ მას კი არა... მის ნახვაზე ცას ვწვდებოდი ის კი არა... გამარჯობას რომ მეტყოდა თვალს ნათელი მადგებოდა თვით კი არა... მაგრამ განვლო დრომ ტიალმა, ყველაფერმა ჩაიარა ერთხელ შემხვდა ის ქუჩაში ნაღვლიანი,დარდიანი, მას ვუყვარდი ძლიერ,ძლიერ მე კი აღარ...
|
როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე ტკბილი არაფერია. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, მენდე, ეს ჩემთვის არაფერია, მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს, გასაკვირი აქ არაფერია. შენით მე გავხდი ბევრად უფროსი, შენ კი ისევე ბავშვად იქეცი, როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე და სამუდამოდ შენად ვიქეცი. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, და სიყვარული მართლაც წრფელია, მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი, მერწმუნე წლები არაფერია.
|
იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები და ცრემლებისას დააყენებ გუბეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ.
|
მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ... წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით... ისე მაგიჟებს შენი სიშორე, ვიცი ოდესმე მომეფერები... მკლავს უშენობა... ასე მაცდური... წარსული ისევ ისე მიგონებს... მომნატრებიხარ ვით გაზაფხული... მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს... მკლავს უშენობა... ჯერ არნახული... ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს, შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული... წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს... მკლავს უშენობა... სევდა ფარული.. ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია... ალბათ ადრეა ჯერ დასასრული, დასასრულამდე კიდევ შორია... მკლავს უშენობა... ისევ ასეა... ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით... გული წარსულით ისევ სავსეა... ისევ სავსეა შენი კოცნებით... მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს... შენი ღიმილი, შენი სიშორე... კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს... და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ..
|
« 1 2 ... 50 51 52 53 54 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|