მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან.. ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი
რისი? როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი.. იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი.. იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის, მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე.. და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი.. ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები.. მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე მჯერა.. მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან... ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედირისი, როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი..
|
სვანეთში მივდივარ, მთებში და... მიყვარხარ, ვინ იცის, რარიგად... ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. გამორბის მდინარე ბღავილით, ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე. ფერდობზე წერწეტა ყვავილი მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე. იმ ხევში მკივანა შურთხია. მომწყინდა ბილიკზე წანწალი. მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და გულს მაინც ედება ხანძარი. სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე, მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად... ეგების ლატფარზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი. მივდივარ, გზა მხვდება ახალი. სვანეთში ბევრია მწვერვალი და შენ ხარ ყველაზე მაღალი...
|
Iyo Survili Grdznoba KiAra, Iyo Tyuili, Iyo Miyvarxar.Iyo Cremlebi, Sicili Iyo Da Yvelaperi XanmokleIyo.. Titqos Arc Iyo, Iyo Ki Ara Cxovrebam Ise Dagvatriala, Agarc Ki Maxsovs,Simartleiyo? An Rodis Iyo, Iyo? Ar Iyo?..
..........................................
Me IsOcneba Minda Viyo,
Romelzec Ocnebob Shen..
Me Is Xati Minda Viyo,
Romelzec Loculob Shen..
Me Minda Ubralod Viyo Me..
Da DzalianDzalian Giyvarde Shen..
.........................................................
|
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს... დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს... გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის, გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს... ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი, ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს... ...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე... ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში... თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს..
.............................................................
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს.
მოდით ზღვის
...
Read More
|
გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი, დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა. მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი, ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები, სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები. ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი, კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია, მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი, დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა, სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ. დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა, ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ, შენი არსებობა არის უღმერთობა, მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ..
|
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი, როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა – საწყაული, ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული
|
მე მიყვარდა ძლიერ,ძლიერ. მას კი არა... მის ნახვაზე ცას ვწვდებოდი ის კი არა... გამარჯობას რომ მეტყოდა თვალს ნათელი მადგებოდა თვით კი არა... მაგრამ განვლო დრომ ტიალმა, ყველაფერმა ჩაიარა ერთხელ შემხვდა ის ქუჩაში ნაღვლიანი,დარდიანი, მას ვუყვარდი ძლიერ,ძლიერ, მე კი აღარ...
|
ჩემი გული დამითმია შენთვის შენს სიყვარულს შევეწირო მინდა, ჩემი გული დამითმია შენთვის, შენი თავი დავიფიცო მინდა, მინდა გითხრა,რომ ღიმილი გშვენის, რომ სიცოცხლე განაცვალო მინდა, რომ ამ ქვეყნად მოვლინება ჩემი, შენი ტრფობის სულ ერთ წამად ღირდა, ჩემი გული დამითმია შენთვის, შენი თავი დავიფიცო გინდა...
|
დაიცადე ჯერ ადრეა გათენება,
ჯერ ხომ ცაზე ვარსკვლავების მეჯლისია
დაიცადე კიდევ ერთხელ მოგეფერო
კიდევ ერთხელ ჩამჩურჩულე მეშინია.
დაიცადე ჯერ არ მითქვამს
რომ ძილშიაც შენი სახე მელანდება.
რომ ყველა ხატს შენი ხატი მირჩევნია
რომ შენ სახლთან არის ჩემი ეკლესია....
|
სიხარული, სიყვარული დაგებედოს დღეს...
სიკეთე და ღვთის წყალობა გინათებდეს გზებს...
იმედი და უფლის რწმენა არმოგკლებოდეს,
...
Read More
|
« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|