მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა
უფერულდება, რადგან შენშია
თავმოყრილი ყველა სიკეთე.
შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი
შეშურდება, ისე კარგი ხარ ბოროტებაც
ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად
მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ
ინატრებს.
საიდან მოხვდი ასე
თბილი,ასე უბრალო.
ასეთ ცოდვიან და დიდგულა
დედამიწაზე.
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ
გაოცება, ვშიშობ ზედმეტi
სიყვარულზე ცილი დამწამონ.
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას
ცხოვრება, ალბათ სამოთხე იქნებოდა
მთელი სამყარო...
|
ვერსად წაუვალ მღვრიე სიმარტოვეს და ვიცი სიჩუმე კლანჭებში მომიქცევს, მე ხომ სიყვარული დროებით მათხოვეს უკან დაბრუნებაც სულ მალე მომიწევს. ასე რომ გარშემო მოწყენა გროვდება და ჩემსკენ მწუხარე პეპელა ფარფატებს მინახავს ყვავილი ყვავილზე თხოვდება, მაგრამ ეს ქორწილი გაზაფხულს არ ბადებს. დავკარგე ფერების გარჩევის უნარი, რადგან სულერთია რამდენფრად გათენდა, გულს თითოოროლა შემომრჩა სტუმარი ერთ დროს რომ სუფრასთან განცდებს ვერ ატევდა. ოთახში მუსიკა ხმამაღლა შემოდის ყვირილით, ხმაურით, ნასვამი კაცივით სული კი მსგავსია ამოყრილ ჩემოდნის სული არეული სამყაროს ნაწილი. არ ვტირი, უბრალოდ ცრემლები მომდიან დიდია ეს ჩემი ხმის დიაპაზონი, ქალებო სარკის წინ მოვაწყოთ ორგია, გავხდეთ მახინჯები და ულამაზონი. ასეთი ფიქრებით გამერყვნა გონება წამით გავიფიქრე მარკიზ დე სადივით ნუთუ მე ოდესმე ცოლი მეყოლება რომელსაც სურნელი ექნება სადილის. არა და რა მინდა თვითონაც არ ვიცი გაქცევა, ხალხი თუ მღვრიე სიმარტოვე, ვიდგები შენს წინ და იმდენ ხანს დავიცდი, სანამ სიყვარული დამრჩება მარტო მე.
|
ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა. ნამი ხარ? ნამად ვიქცევი უცებ, რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.
ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად. ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო? ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან, რომ სული ჩემი შემოგთავაზო.
|
,,გულს ფიქრად მოსული სტუმარი ხარ
მე ამ ღია გულის მასპინძელი,
რჩეულ სტუმართშორის გულს რომ შემოხვედი
წასვლას თუ დააპირებ ავტირდები.
ვიცი არ გწყინდება აქ სტუმრობა
წახვალ და კვლალ მოსვლას დამპირდები,
მალევე დაბრუნდები იცი რომ გელოდება
შენი თვალცრემლიანი მასპინძელი.
გულს გრძნობად მოსული სტუმარი ხარ
მე კი შენი მომლოდინე მასპინძელი,
ერთადერთი ხარ ვინც ამ გულს შემოვიდა
წასვლა, რომ დააპირო ავტირდები..."
|
ჩემს საამებლად ზოგჯერ ერთი ყვავილიც კმარა, ქალი რა არის, აკოცებ და გონიდან წაშლი, გაყინულ მკერდზე ედელვაისს იხუტებს შხარა და ბებერ ბუხარს ეფიცხება ბებერი მახვში.
ფეხქვეშ იშლება აზელილი მიწასთან თოვლი, ჩაიკარგები,თუ გავარდა ერთი ჩქამი, და... ვაჟკაცობაში ეჯიბრება შვიდიოდ კომლი, ედელვაისი მომიტანონ უნდა შხარიდან.
მე კი შენს თვალებს, ცხოვრებისგან გადაღლილ თვალებს, რა უნდა მომცენ, ქვეყნად რომელ ყვავილში გავცვლი, გადუღეღია გულისპირი სვანეთის ღამეს და მერე მთვარე დაუხლია ვნებისგან დაცლილს.
|
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა სარკესავით ლურჯი.
გათენდა მხოლოდ მე ვიკარგები, საკუთარ ხელებს ვუმზერ. უკვე გათენდა, შავი დარდები ნელა იშლება გულზე. აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე, შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა,
ცა დავინახე, ცა, სარკესავით ლურჯი. მარტო ვარ, გული გათავდა უკვე, ჩანს დედამიწა რუხი. და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ ჩემი ფიქრების წუხილს. აქ შავი ღამე იწვა მინაზე, აქ ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა,
ცა დავინახე, ცა დავინახე, ცა სარკესავით ლურჯი.
|
გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით, ტუჩის შეხებით, კოცნით კი არა_მოალერსებით!!! გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით, ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი. დაგიკოცნიდი_ სულს, გულს, თვალებს ასე სევდიანს, ბაგეს მთრთოლვარეს, მერე გულში ჩაგიხუტებდი. დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან, და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს. დაგიკოცნიდი_ ღიმილს, ცრემლებს, "ნეტას" ნაღვლიანს, შენ რომ გდომოდა, მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი!
|
ყველაფერს როცა მოვიგონებ მომაგონდები... ალბათ განვიცდი წარსულ წლებზე მწარე სინანულს... ყოველთვის მაინც მომიგონებ მომაგონდები... თუ როგორ ჰკარი ხელი პირველ ნამდვილ სიყვარულს... ნუ გაიფიქრებ დავუბრუნდე ისევ ჩვენ წარსულს... ნუღა იფიქრებ რომ ეს გული შენი გულია... იცოდე ხშირად მოვიგონებ პირველ სიყვარულს... რომელიც ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგულია?!
|
მე შენ მიყვარხარ მიყვარხარ ძლიერ სულ შენზე ვფიქრობ შენზე ვვოცნებობ, მე შენ სიყვარულს სულ თან ვატარებ ის მე გულ მიკლავს თანაც მაცოცხლებს, სულ შენზე ვფიქრობ, მუდამ ყოველ წამს შენზე ფიქრია ჩემი ცხოვრება ერთადერთია რაც მასულმდგმულებს შენზე ფიქრები, შენზე ოცნება ჩემთან ახლოს ხარ და თან ასე შორს ხან მელანდები თითქოს ჩემთან ხარ ამ ქვეყნად ჩემთვის სხვა არ არსებობს ერთადერთი ხარ, მე შენ მიყვარხარ.
|
თუ გაუძელი ამდე უძილო ღამეს, თუ გაუძელი ამდენ ლხინსა და გლოვას.. თუ გაუძელი წლებად გაწელილ წამებს, თმებში ჩავიწნავ იანვრის თოვლის თოვას.. მთვარის ავგაროზს ყელზე შემაბამს ღამე მხრებზე მოვისხამ ქარის შფოთიან ქროლვას და ჩემი ბედის ცისფერ ქურანთან ერთად შენი ღიმილის მოსატაცებლად მოვალ!!!
...........................................................
|
« 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|