მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ვანილზე ტკბილი სუნი აქვს აპრილს, აკაცია თუ უკმევს საკმეველს, თვალგანაწვიმებ ხასიათს ვიცვლი- ლოცვაში ვმარცვლავ გიშრის ღამეებს შენ რომ მოხვიდე. სხვა რა ვინატრო- ველზე სხივები ერთად ავკრიფოთ, დაღლამდე მივყვეთ იების ბილიკს... ჩემს წილ გაზაფხულს შენ ერთს გაგიყოფ.
რაღა შეგპირდე...
|
ბედნიერება დაიბადა სადღაც მალულად,
მთვარიან ღამეს თურმე ჩემთან გამოპარულა...
გზაში სამი დღე მოფრინავდა როგორც პეპელა და რომ მოვიდა კართან.....
გული გადაეფერა.
...............................................................................................
როგორ შეცვლილა ჩვენი როლები და გვიგამდება უკვე სხვა მხარეს , მწარე ეჭვებთან შენაბრძოლები დაჭრილ ჩიტივით სული ფართხალებს.. გაურჩებულა ოცნების ფუნჯი ხსოვნას სიმუნჯის დაღი ატყვია ვერ იქნა ტკივილს ვერ გადაურჩი ვერ უაქიმე წელთა ნატყვიარს გაუცხოებულ ყოფას რა უყო, რა უყო მანძილს ჩემგან შენამდე გამიშვით ფრთებმა უნდა დამღუპონ გამიშვით სივრცეს უნდა შევასკდე..
|
ფიქრი თვალდათხრილი მოლასლასდა,თვალები ვაჩუქე ჩაფიქრებას,
ზეცაზე დაისი მეწამული
უიღბლო სანთელივით ჩამიქრება.
შორს,სადღაც უკუნეთში გამიტაცებს
ღამე ბადესავით მონასროლი,
მერე ხატების წინ დაემხობა
ფიქრი,ლურჯთვალება მონაზონი.
ჩემო ცისფერკაბა გაზაფხულო,
უკვე მერამდენედ მეორდები...
იქნებ არასოდეს გამითენდეს,
მაინც გათენებას ველოდები.
|
თუკი მიგატოვა სიყვარულმა თუკი მოგონება აღარ დაგრჩა გულში კაეშანი ელვარების მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა. თუკი ოცნებები დაილეცა ანდა გული აღარ გემონება მაშინ მომავალში იქნებ კიდევ სხვისი მაინც შესძლო შეყვარება გულს ნუ გაუწყრები იმისათვის სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება იქნებ სიყვარული ასეთია მხოლოდ ერტხელ მოვა გეფერება. ჩვენმა წინაპრებმაც ასე გვითხრა ერთხელ მოდის მხოლოდ წმინდა გრძნობა, ერთხელ ვიბადებით ამ ქვეყნად და ერთხელ არ გვღალატობს წინათგრძნობა. მაშინ სჯობდეს იქნებ დავუჯეროთ საკუთარი გულის აღელვებას და თუ სიყვარული ასეთია სიცოცხლეში ერთხელ ამღერდება...
|
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება, რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე. შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი შეშურდება, ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს. შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს, გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს. საიდან მოხვდი ასე თბილი,ასე უბრალო. ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე. არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება, ვშიშობ ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ. შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება, ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო..
|
ფრთებს სულ პირველად ეს გული ისხავს, ძარღვებმა მერე იციან თრთოლვა, პირველად გულში მრისხანებს რისხვა, ხელებმა მერე იციან ბრძოლა. ჯერ გული იწყებს გალობას ამოდ, მერე აყვება გონება გრძნობას, სულ გული ამბობს, თუ რამეს ამბობს, თორემ არაფერს არ იტყვის ენა. პირველად გული დაიწყებს სიცილს, ბაგე იცინის ყველაზე ბოლოს, პირველად გული შეიგრძნობს სიკვდილს, თვალები მერე კვდებიან მხოლოდ....
|
უნდა გაგაგიჟო… უნდა გადაგრიო, როგორც არეული მარტი… უნდა გაოცნებო ჩემზე დღე და ღამე, უნდა მოგისიო დარდი… მერე გიღალატო… მერე მიგატოვო… მერე გაგამწარო ძალიან... უნდა გათქმევინო: ჩემი გაგაგიჟება შენი სიყვარულის ბრალია… ეს მხოლოდ მიტომ, შენ რომ არ დამასწრო, შენ რომ არ დამტოვო მარტო… ჩემო ტკივილო და ჩემო ბედისწერავ, ჩემო უნუგეშო დარდო…
|
ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი, იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი. აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი.. კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი. ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები.. იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები.. აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ, არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ.. ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს.. ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს.. სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..
|
ნახე დამიგულა სიმარტოვემ ბედმა მიმატოვა ბედნიერმა ახლა ბოდვასავით ვიმეორებ სიზმრებს რომლებშიაც მეტირება. და მერე მიდიან შეგრძნებები და მერე ბრუნდება უშენობა მოდი უჩემობას შეგასწავლი დრო რომ განმეორდეს გაფრენილი ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა შენი ნაკვალევი წამიშალო ყველა ემოცია არ წამართვა მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო. ქალაქი აიკლეს ბეღურებმა შენ კი ერთგულებით დაიღალე იცი ხეივანი გემდურება, მზერა გაუხუნდა გამჭვრვალე. შეხედე ფოთლები დაგვიბერდნენ ცასაც ნაოჭები გასჩენია ლექსებმა დუმილი გაიმეტეს უსმინე სათქმელი დარჩენიათ..
|
არდავიწყებას დაგპირდები და როგორც ტკივილი მომეძალები. როცა დაგკარგავ ავტირდები და როცა გიპოვი მოგეკრძალები. როცა შეგხვდები დავდუმდები და ზეცის ფერებით დავიფარები. როცა მინატრებ დავბრუნდები და როცა გადაგღლი გავიპარები. არდავიწყებას დაგპირდები და შენი სიშორით განა ვიცვლები? შენი ცრემლებით ავტირდები და შენი ტკივილით გარდავიცვლები.
|
« 1 2 ... 54 55 56 57 58 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|