♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო,

ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო,

მხოლოდ შენ მიყვარხარ,შენთვის მტკივა გული,

მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...

გულო-სატკივარო,დღეო-წვალებაო,

ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო,

წამო-ბედნიერო,სიხარულის ცრემლო,

როგორ მინდოდა,რომ სულ შენს გვერდით მევლო.

ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო,

ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სულში ისევ ჰყვავის გაზაფხულისფერი
სუსტი ყვავილები,
შენზე მონატრებამ ახლა ნაწვიმარზე უფრო გადამრია,
ღამე ქუჩა–ქუჩა მარტო დავდივარ და ლოცვით
დავიღლები,
ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან.
მე შენ დაგიძახებ, ჰოდა გამაგონე, ნუღარ დადუმდები,
მე და სიმარტოვეს უთქმელ სიყვარულზე
ბევრჯერ გვიმღერია,
და თუ შეგაწუხებ, დედას გეფიცები, ისევ გავჩუმდები,
ფიქრს ვერ მოვიშორებ, ო, ვერ მოვიშორებ,
რადგან იმდენია...
მე, შენ ისევ გეტყვი ღვთიურ სიყვარულზე და
შენც გაწითლდები,
ვიცი ჩემამდე რომ შენი ბავშვობა და რიდი მოგყოლია,
და შენს მოლოდინში ჩემთან მოიწყინეს,
დაჭკნენ ყვავილები,
მინდა იცოდე, რომ შენზე გაგიჟებამ გადამიყოლია.
სულში ისევ ჰყვავის იაგუნდისფერი ცელქი აპრილები,
როგორ მომენატრე, ჩემთან სანუგეშოდ ღამის
ზღაპარია.
ნეტავ სად არიან, ახლა ნაწვიმარზე ძებნით დავიღლები,
ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს
არ დაივიწყო
მაგრამ რატომღაც გულ მაცინებს
და ისევ ვხვდები
მჭირდება სითბო
ვიბრუნებ მე ჩემს
საყვარელ სიყვარულს
სავსეს და მთლიანს
როგორც თავიდან
როდესაც შევხვდი
სიყვარულს პირველად..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლამაზი ღამეა, არ მასვენებს შენე ფიქრები,

ერთხელაც გეტყვი, ნუ დამტოვებ, მე შენ მჭირდები,

ლამაზ სიყვარულს ნუ დამინგრევ გრძნობით აგებულს,

არ მიმატოვო, თორემ გული იგრძნობს სინანულს.

კარი გამიღე. მე შენს გულში ადგილი მინდა,

ო, რომ იცოდე, შენგან წასვლა როგორ არ მინდა,

მიყვარხარ კარგო მთელი გრძნობით, მთელი არსებით,

იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც ჩემი გახდები.

ყოველთვის როცა შემოვხედავ შენს ლამაზ თვალებს,

ვერ დავივიწყებ. როგორ ამბობენ ისინი სათქმელს,

ამბობენ იმას, რაც შენ დღემდე ვერ გაგიბედავს,

რომ ვეყვარები და ბოლომდე დარჩება ჩემთან.

ხომ შეიძლება ჩაიხედო ზოგჯერ ჩემს გულში?

აღმოაჩინო, რომ შიგ ვზივარ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეტლით მოგიყვან წარსულიდან ლამაზ გაზაფხულს,

დაგაკრეფინებ საპოვნელებს ვნებით დაზაფრულს.

თეთრი ულაყით ჭალა-მინდვრებს მოგარბენინებ,

დაზამთრებამდე ას წელს კიდევ მოგაცდევინებ.

თუ დამიჯერებ, ვერცხლის ხანას გვიან მოგიყვან,

შემოდგომამდე დასათვლელ წლებს ნაზად მოგირთავ.

სულ გადაგაგდებ შორეული ბავშვობის წლებში,

შორს შეგაფარებ საოცნებოდ მიუვალ მთებში.

ნებით მოგიწვევ ფრთაფარფატა ლამაზ გაზაფხულს,

შეგაკვრევინებ ნაზ თაიგულს ვნებით დაზაფრულს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1186 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რითი შევამკო მე შენი სუნთქვა
რა ვქნა ისეთი რომ გაგაკვირვო?..
ისევ დავდუმდი მე შენს სახესთან,
და ამ დუმილში მინდა ვილოცო...
მინდა თუ არა შენ რომ მიყვარდე?-
თვითონ არ ვიცი, შენ როგორ გითხრა...
უბრალოდ მინდა ხანდახან ღრუბელს
მთელი არსებით ვუთხრა - მიყ-ვარ-ხარ!..
მაგრამ დუმილში იწვის ეს სიტყვა,
დუმილი ქარმა მხოლოდ გაიგო,
რადგან სიგიჟით სულში მესტუმრა
და არონინა დარი უდაროდ.
მინდა მიყვარდე შიშის გარეშე,
მსუბუქად, როგორც სიშორეს ცრემლი.
კოცნის სურვილი დავდე ჰაერზე
და დამავიწყდა, რომ არ ვარ ღმერთი.


................................................................


დავიჯერო ხედავ?
ჩამოიქცა ზეცა, ქარი ღრუბლებს კეცავს,
რატომ ნეტავ,
ცრემლი კარებს კეტავს, უტირია მზესაც
რატომ ნეტავ,
არ დავეძებ ჩემს თავს, უშენობა მერქვას,
რისთვის ნეტავ,
შენთვის, მხოლოდ გავაელვებ ელვას,
დავიჯერო ხედავ?
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთმა გიბოძა ეგ სილამაზე,
სული სხეულზე ლამაზი მოგცა,
ანგელოზი ხარ ამქვეყნიური,
არ დაივიწყო ღმერთი და ლოცვა.
უფალმა მოგცა უმანკო სული...
მკერდში ჩაგიდო პატარა გული...
პატარა გული რომ გაიზრდება,
შენც გაიზრდები და შენი სულიც....
მერე გახდები უფრო ლამაზი...
ცაზე ლამაზი, მზეზე ლამაზი,
ანგელოზი ხარ ამქვეყნიური
შენ ღმერთმა შეგქმნა ასე ლამაზი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1302 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ,
ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ,
ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ,
ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ,
ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ,
აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…!!
!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა ლამაზი ხარ მზე-ქალავ,
უცებ მამიხველ თვალშიო,
ნეტა შენებრი ლამაზი,
კიდევ ბევრი გყავთ გვარშიო?
ტკბილ-ბაგე როგორ გიხდება,
მშვენიერი ხარ,ვაჰ,ღმერთო!
ყვავილი შენთან რას მოვა,
შენ სილამაზის ქალღმერთო!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-12, 10:19 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025